ეროვნული ლიგის დასრულებამდე მხოლოდ 3 ტური დარჩა. "სამტრედია" მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია, რასაც გავრცელებული ინფორმაციაც დაერთო, რომ გუნდის ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად ვარჯიშზე უარს აცხადებენ.

sportall.ge კლუბის სპორტულ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა:

"სავარჯიშო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია - გუნდი ჩვეულებრივ ემზადება და 21 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება სახელფასო საკითხს - ფეხბურთის განვითარების ფონდიდან სტიმულირების თანხების გვიან ასახვის გამო კლუბს მოთამაშეებთან 2-თვიანი დავალიანება აქვს, რომლის ერთი ნაწილიც მიმდინარე კვირის ბოლოს, დარჩენილი კი დეკემბრამდე დაერიცხებათ.

"სამტრედია" მომავალ სეზონს, დიდი ალბათობით, ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს. 3 შეხვედრის შემდეგ დავსხდებით, სიტუაციას შევაფასებთ და მომავალ გეგმებს განვიხილავთ...

გიორგი არაბიძეს იჯარა 31 დეკემბრამდე აქვს. შემდეგ ის პორტუგალიურ "ნასიონალს" დაუბრუნდება, რომელთანაც ხელშეკრულება აკავშირებს".

შეგახსენებთ, სამტრედიელებმა ცოტა ხნის წინ გია ცეცაძე გაათავისუფლეს, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი მეგენეიშვილმა კი საჩემპიონოდ შემზადებული ბათუმის "დინამოს" (2:1) დამარცხება მოახერხა. "სამტრედია" ეროვნულ ლიგაში უკანასკნელ საფეხურზეა და ქობულეთის "შუქურას" 7 ქულით ჩამორჩება.

ისიდორე
სამტრედია ეროვნულ ლიგაში მყოფი გუნდებს შემადგენლობით არ ჩამოუვარდება ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული გუნდს თავისი სათამაშო სტილიც გააჩნია უბრალოდ პატრონი არ ყავს ამ გუნდს.
დათო
5 დღე უჭმელები დატოვეს! თქვენით იკვებეთო! რითი? მე-3 თვეა ხელფასი არაა, და რომც იყოს სად უნდა ამზადონ ბიჭებმა სადილები, იქ სადაც ისინი დააბინავეს არც სასადილო სივრცეა და არც სამზარეულო. მადლობა ჯურნალისტებს, ეგენი რო არა...
11
განვითარების ფონდის თანხა იჭმება ხელფასებში. ეს არის დანაშაული და იმედია ამაზე ოდესმე დამნაშავე აგებს პასუხს!!!
ლადო
ხუციშვილი ძალიან ყალბი ტიპია!
Vasili
ეს ადამიანი და პრობლემა , ჩემთვის ერთმანეთთან ასოცირდება. სადაც ეს ვნახე ყველგან გაურკვევლობა და მარცხია
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
360 000 ევრო 20 აპრილამდე - თბილისის "დინამომ" "ხიმნასტიკს" დავა მოუგო!
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა