დღეს და ხვალ საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, მეშვიდე ტურის ორი გადატანილი შეხვედრა გაიმართება
დღეს და ხვალ საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, მეშვიდე ტურის ორი გადატანილი შეხვედრა გაიმართება.

თბილისში "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი "ლოკომოტივი" თბილისის "არმაზს" დაუპირისპირდება. ხოლო მალთაყვაში, წლევანდელი გათამაშების ლიდერი, ჯერაც დაუმარცხებელი ქუთაისის "აია" უახლოეს მდევარს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "არმიას" უმასპინძლებს.

რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, "ლოკომოტივი", რომელიც მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, ახლა სატურნირო ცხრილში, აქამდე მუდმივ აუტსაიდერ "არმაზის" მეზობელია. რკინიგზელებმა ექვსი თამაშიდან მხოლოდ სამი მოიგეს და ექვსი ქულით მე-5 ადგილზე არიან. არმაზელები მათ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

წინა, მე-6 ტურში "ლოკომოტივმა" ვერაფერი გააწყო ბოლო ხანს შესანიშნავად მოასპარეზე "აკადემიასთან" - 10:24. "არმაზს" კი ამბიციური "არმია" ბოლო წუთებზე დაუძვრა ხელიდან. არმაზელებმა მატჩი სამი ქულის სხვაობით დათმეს 25:28.

ყოველივე აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდების დაპირისპირება უკომპრომისო, ძალზედ საინტერესო ბრძოლაში წარიმართება და გამორიცხული არ არის კიდევ ერთი სენსაცია.

ტურის ცენტრალური და, შესაძლოა, პირველი წრის მთავარი შეხვედრა მალთაყვაში გაიმართება. ქუთაისის "აიასთვის", რომელიც ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია, მშობლიურ ქალაქში სათამაშო მოედანი ვერ გამოინახა და საშინაო მატჩებს მალთაყვაში ატარებს. ქუთათურები წლეულს შესანიშნავად ასპარეზობენ, ექვის თამაშიდან ექვსივე მოიგეს და, რაც მთავარია, მაღალი დონის რაგბის აჩვენებენ.

წინა, მე-6 ტურში "აიამ" სტუმრად მოუგო აუტსაიდერ "ყოჩებს" - 23:10. შეხვედრაში ქუთაისურ გუნდს სამი წამყვანი მოთამაშე აკლდა. ბესიკ ხამაშურიძე, ირაკლი ჩხიკვაძე და ირაკლი გიორგაძე ბუქარესტში IღB-ს ერთა თასზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ირჯებოდნენ. ამჟამად ისინი გუნდთან ერთად არიან და "არმიას" საკმაოდ ძლიერი გუნდის დასამარცხებლად ემზადებიან.

"აიას" ერთი დანაკლის მიანც აქვს. შერკინების პირველხაზელმა ზურაბ ჟვანიამ, ახლახან ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გრანდთან, პარიზულ "სტად ფრანსესთან" გააფორმა ხელშეკრულება.

რაც შეეხება არმიას, როგორც უკვე ვთქვით, მე-6 ტურში მას "არმაზის"ძლევა ძალიან გაუჭირდა. იმ დროისთვის არმიელებს "ბორჯღალოსანთა" რიგებში მივლინებული ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე და შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე აკლდა, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ამ გუნდის წარმატებულ თამაშს. ამასთან "არმია" დატოვა შერკინების კიდევ ერთმა კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა, ის საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბრივში" ჩაირიცხა.

VII ტური

არმაზი-ლოკომოტივი, აია-არმია

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.აია 6 6 0 0 +95 12

2.არმია 6 4 1 1 +21 9

3.აკადემია 7 3 2 2 +8 8

4.ლელო 7 4 0 3 +36 8

5.ლოკომოტივი 6 3 0 3 +18 6

6.არმაზი 6 2 1 3 -27 5

7.ხარები 6 1 0 5 -66 2

8.ყოჩები 6 0 0 6 -85 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა