"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

გასულ კვირას საფრანგეთთან ჯახის შემდეგ "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. კვაჭის პოზიციაზე კვლავ შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ.

უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი - გრიგორ ქერდიყოშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მათ კი ზურგს ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაუმაგრებენ.

ასევე უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. 9-10 ნომრებზე გამოცდილ წყვილს ვიხილავთ - ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე, ცენტრში მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

წინა მატჩის შემდეგ ორი ახალი სახეა მარქაფაში. ტრავმის მოშუშების შემდეგ განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი.

მათ გარდა, სათადარიგოთა სკამიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია და ხაზის მოთამაშეები - მიხეილ ალანია, ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 603-ია, საიდანაც 318 ხაზის, ხოლო 285 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

20 ნოემბერი. 18:30 საათი (საქ. დრო)

საქართველო – ფიჯი | არანხუესი. „ესტადიო ელ დელეიტე“

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 8 კეპი, 23 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 60 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 36 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 79 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 94 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 27 კეპი, 173 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 60 კეპი, 55 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 24 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 84 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 24 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 6 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 69 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 24 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 22 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 32 კეპი, 35 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 18 კეპი, 5 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 11 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 11 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

გიორგი
ჯალაღონია ფანტასტიური იყო მეორე ხაზშიც. რატომ ამოაგდეს?
გიორგი 50
მაისაშვილო, მამუკაშვილს რის საფუძველზე ათამაშებ ძირითადში? წინა თამაშის ანალიზს არ აკეთებთ? ტიპმა შერკინებაში, ორთაბძოლები, ბურთის შემოგდებები... რისი წაგებაც შეიძლება, ყველაფერი (99 %) წააგო... იქნებ ტყუილს ვამბობ, გადაამოწმეთ... და მაინც ძირითადში სვავ ჯიუტად... წარმატებებს გისურვებთ...
ა
მწვრთნელობაზე აქვს ამ კაცს პრეტენზია თან ისეთი მაგარია ყველა კლუბის და ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს ერთდროულად და ის ვერ დაუნახია და გაუგებინებია რო კონტაქტისას გაშლილი არ შევიდნენ ყველა ბირთს გვიხურავენ 2 წელია უკვე გადაიყვანეთ სადაც იყო და მოიყვანეთ ვინმე ნორმალური უცხოელი მწვრთნელი თორე ვიქნებით კიდე დიდხანს ესე ერთ დონეზე გაჩერებული
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს