გადაწყვეტილი ამბავია - თბილისი უეფას ფუტსალის თასის (ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა) ძირითად ეტაპს უმასპინძლებს
გადაწყვეტილი ამბავია - თბილისი უეფას ფუტსალის თასის (ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა) ძირითად ეტაპს უმასპინძლებს. უეფაში განაცხადი საქართველოს ჩემპიონმა ”იბერია სტარმა" მაისის ბოლოს შეიტანა.

23 ივნისს თბილისში უეფას ინსპექტორი, ფუტსალის შეჯიბრებათა მენეჯერი ლორან მორელი ჩამოვიდა, ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო და შვეიაცრიაში გაბრუნებულმა განაცხადა, რომ თბილისი ტურნირის მასპინძლობისთვის მზად არის.

”მორელი უეფაში ფუტსალს განაგებს და როდესაც ჩამოდიოდა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ტურნირის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად საფუძველი გვქონდა. მისმა ვიზიტმა ამაში დაგვარწმუნა. ის ესტუმრა თბილისის სპორტის სასახლეს და ჩვენ მიერ დასახელებულ სასტუმროებს. ვიცოდით, რომ კარგი ინფრასტრუქტურა შევთავაზეთ, მაგრამ მაინც ველოდით, რომ რაიმე სახის რეკომენდაციას მოგვცემდა. ამ დროს კი, ერთი შენიშნვაც კი არ ჰქონია და შვეიცარიაში მისი დაბრუნებიდან ორ დღეში უეფადან პასუხი მივიღეთ - განვიხილეთ საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ თბილისს უეფას ფუტსალის თასის ძირითადი ეტაპის მასპინძლობა შეუძლია. არადა, წინასწარ ვიცოდით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა ორ კვირაში გვაცნობებდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მასპინძლობის თანაბარ პირობებში ძალიან ბევრს ნიშნავს პირადი ნაცნობობა და კეთილგანწყობა. მორელი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, ქართული მასპინძლობითაც აღტაცებული დარჩა.

სხვათა შორის, გამორიცხული არ არის, შემდეგი ელიტ რაუნდის მასპინლობის უფლებისთვისაც ვიბრძოლოთ, რომელიც 2012 წლის აპრილში დაიგეგმა. რაც შეეხება ტურნირს, ის 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს და მისი ოფიციალური მასპინძელი იქნება არა კლუბი, არამედ ფეხბურთის ფედერაცია", - გვითხრა ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ.

6 ივლისს უეფას შტაბბინაში ფუტსალის თასის წილისყრა მოეწყობა. თავდაპირველად კენჭს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე გუნდებს უყრიან. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ”იბერია სტარი" შეჯიბრებაში პირდაპირ ძირითადი ეტაპიდან, სექტემბერში ჩაერთვება. 4-გუნდიანი ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში ორი საუკეთესო გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია