საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუის ხსოვნას მიუძღვნა. მან სწორედ ბაბუის სურვილის მიხედვით მიიღო ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშის გადაწყვეტილება.

"უცნობი ისტორია ჩემს ყველაზე დიდ ფანზე, ბაბუა ბორიაზე. პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტის მიხედვით დაბადების დღეს 20 ნოემბერს აღნიშნავდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველას სთხოვდა ჩემს დაბადების დღეზე მიელოცათ (18 ნოემბერს). როგორც წესი, მამაკაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ეს ზუსტად ჩემს ბაბუაზეა ნათქვამი.

ის მუდამ ცდილობდა ჩემთვის დრო დაეთმო. თუმცა, ოჯახის უზრუნველსაყოფად ბევრს მუშაობდა. მისი დამსახურება იყო, რომ ბუცები და ახალი ტელეფონი მქონდა. სურდა თავი ბიჭებში თანასწორად მეგრძნო. მათ ყველაფერ ამის შეძენის საშუალება ჰქონდათ, მე - არა. ბაბუა ყველაფერს აკეთებდა, რათა არაფერი გამჭირვებოდა და სრულად სპორტით დავკავებულიყავი. როგორც კი კიევში ჩავედი, ფინანსურად მეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, ჩემით ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ყველაზე ერთგული ქომაგი იყო. გახსოვდეთ ახლობლები. ისინი იქამდე ცოცხლობენ, ვიდრე მათი ხსოვნა ცოცხალია."

gori
სულ რომ ფეხბურთელად ვერ ივარგო რაც გამორიცხულია, ნამდვილ ქარტველ ვაჟკაცად კი გაუზრდიხარ ბაბუას და მშობლებს, გაიხარე...........
alexandre
ნათელი არ მოაკლოს უფალმა შენი ბაბუის სულს! შენ კი წარმატებებს გისურვებ, გჯეროდეს, ბაბუა შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
იბერიელი68
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი ერს რომელიც წარსულს არივიწყებს და ეგეთი შვილის გაზრდა შეუძლია გადაშენება არ უწერია მადლობა შენ და შენს ოჯახს წარმატებები და გფარავდეთ უფალი
დ
ყველაზე მაგარი ის იქნება, რომ ბაბუის საპატივცემლოდ დიდი ფეხბურთელი გახდები და ამითი აუსრულებ მას სურვილს, რასაც დღეს ვხედავ, გამოცოცხლება შემოიტანე ნაკრებში და ბოლომდე იხარჯები, თუ ასე გააგრძელებ, აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც შენს ბაბუს უნდოდა. წარმატებები შენ, როგორც კარგ ქართველს და ადამიანს.
კახა
კაცური კაცი არა ხალხო კაცია კაცი!!!
დო მაჟორი
ეს სიტყვები მიუძღვნა ბაბუას, თუმცა უნებურად უფრო მეტი თქვა საკუთარ თვისებებზე. კარგი ადამიანის ღირსეული შთამომავალია! წარმატებები!
rasa
ეს არ იყო რომ ამბობდა რუსეთში თუ უკრაინაში გუნდელები ხაჩიკას მეძახდნენ, მაგრამ ეს ხუმრობაა და შეურაცხყოფად არ აღვიქვამო?
kaxa
საამაყო კაცი ხარ ბაბუის შვილიშვილო. ესეთი პატივისცემა რომ იცი წინაპრის, ძალიან ბევრს მიაღწევ უფლის ნებით.......................
გიორგი
გიო კი კაია ბაბუს ესე რომ ცემ პატივს ესეიგი მამას ჯობია მარა საქართველოს ნაკრები სულ ცოტახანში უკრაინას ბევრად გადაასწრებს და აქ თამაში საამაყო იქნება თქვენს გამო მჯერა მითუმეტეს 21 წლამდელების ევროპაზე თქვენგან მედლებს ვველით
Io
კარგი ქართველი ხარ შენ
დათო
ამით განსხვავდება ნამდვილ ქართულ ოჯახში გაზდილი ადამიანი სხვებისაგან, და კიდევ ზუსტად ეგაა პატრიოტიზმი შვილს ან შვილიშვილს რომ გაზდი სათანადოდ, სიკეთე მოგცეს ღმერთმა შენს და შენს ოჯახსაც
გაიოზი
გიორგი,უფალმა მარადიული ნათელი დაუმკვიდროს თქვენი ბაბუის ბორისის სულს, სადაც მართალნი განისვენებენ. შენ კი გიორგი გისურვებ წარმატებულ პირად და სპორტულ ცხოვრებას. მადლობა, რომ გაგვაცანი ასეთი ბრწყინვალე ქართველი პიროვნება, როგორიც ყოფილა ბატონი ბორისი.
რომა
ნაკრებშიც გულიანად თამაშობს რაც დრო გავა უფრო გაუშინაურდება ნაკრებს და თან ჩაკვე კიტეს ხვიჩას ფონზე ესეც ასწევს კლასს და უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს...სწრაფი ტექნიკური და დაუღალავი ფეხბურთელია
ალეკსანდრე
ცოდოა ეს ბიჭი ჩერნომორეცში რომ თამაშობს, უკეთეს გუნდს იმსახურებს
დათა
წიტა და კვარა საქართველოს ხვალინდეი იმედი და დიდი გამარჯვებები!
დევი
ეს ბიჭი სხვაგან როგორ ითამაშებდა? ის ხომ დახუნძლულია ქართული ეროვნული ეგოთი.
გია
კაცური კაცი
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში