ლონდონის „არსენალის“ 19 წლის ვარსკვლავი, ჯეკ უილშირი გოგონას გულისთვის ქუჩური ჩხუბის მონაწილე გამხდარა
ზაფხულია, ფეხბურთელები ისვენებენ, ტაბლოიდები კი ცარიელ გვერდებს სენსაციური ამბებით ავსებენ. თუმცა ინგლისურ ყვითელ პრესაზე ნამდვილად არ შეიძლება იმის თქმა, რომ ცნობილი ხალხის პირად ცხოვრებას თუნდაც შუა სეზონში აკლებს ყურადღებას.

ამჯერად ტაბლოიდების ანკესზე „არსენალის“ 19 წლის ვარსკვლავი, ჯეკ უილშირი წამოეგო - ლონდონში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. არჩევენ მასობრივი ჩხუბის ამბავს, რომელიც უილშირს გამოუწვევია. პროცესი გრძელდება და თემიდას საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს, მაგრამ დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება: ინგლისის დედაქალაქის ერთ-ერთ კლუბში უილშირს გოგო მოეწონა, შეუჩნდა და უთხრა, შენს კამპანიას თავი დაანებე, ჩვენთან წამოდი, ჩვენ მეტი ფული გვაქვსო. ამ ნათქვამის შეფასება თქვენთვის მოგვინდვია, იმას კი დავადასტურებთ, რომ უილშირს ფული არ აკლია - „მეთოფეები“ კვირაში 50 ათას ფუნტს უხდიან.

კიმბერლი პლისტედი, ასე ჰქვია გოგონას, რომელიც იმ დღეს 21-ე დაბადების დღეს იხდიდა. ჩხუბს რომ იხსენებდა, სასამართლოს წინაშეც ღაპაღუპით ღვრიდა ცრემლებს. პლისტედი, რომელიც სადღაც, ვიღაცის თანაშემწედ მუშაობს, ამბობს, რომ ფეხბურთელმა ბევრჯერ გაუმეორა: „მოდი, დასალევს გიყიდი. მე ბევრი ფული მაქვს. დაანებე შენს მეგობრებს თავი“.

მოგვიანებით, როდესაც ახალგაზრდათა ჯგუფი კლუბ „ამიკადან“ გამოვიდა, უილშირი კვლავ მასთან მივიდა და სექსუალური შინაარსის რაღაც უთხრა. კერძოდ რა უთხრა, ეს ქალმა ნაფიც მსაჯულებს ხმადაბლა გაანდო, ჩვენ კი ეჭვი გვაქვს, რომ უშნო ქათინაურზე უნდა იყოს ლაპარაკი. ამის შემდეგ ატყდა ჩხუბი. კიმბერლი პლისტედის თანამგზავრმა ბიჭებმა, როგორც ჩანს, უილშირის სიტყვებს ყური მოჰკრეს და... ორმა მათგანმა პოლიციაში ამოჰყო თავი. თავად ჩხუბის მიზეზი ბიჭების გაშველებას ცდილობდა, თუ რა იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ სასამართლოზე დაადასტურა, რომ მკლავი მოტყდა.

„მეგონა, რომ ყველაფერი საათობით გრძელდებოდა. ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ მეც მომხვდა“ - თქვა გოგონამ, რომელსაც 21-ე დაბადების დღე არასდროს დაავიწყდება. შემდეგი სამი დღე მან მართლაც საავადმყოფოში გაატარა, რადგან მკლავი ჰქონდა დაფიქსირებული.

ყველაზე საინტერესო კი რა არის იცით? ის, რომ თავად უილშირს არ უჩხუბია. მის ძმაკაცებს სხეულის დაზიანება ბრალდებათ, კიმ პლისტედის მეგობრებსაც სასამართლოში აქვთ საქმე, თუმცა ისინი იმეორებენ, რომ არავის მიმართ აგრესიულები არ ყოფილან, მხოლოდ ამხანაგს იცავდნენ. უილშირი კი - ქუჩაში, რომელიღაცა დაწესებულების სათვალთვალო კამერამ გადაიღო - თავის ძმაკაცს პიჯაკის სახელოზე ექაჩებოდა, სავარაუდოდ, ჩხუბიდან გამოყვანას უპირებდა. ეს უცნაური ამბავი პროკურორმა უორვიკ ტეტფორდმაც აღნიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო