წინა თვესთან შედარებით, თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ივნისის რეიტინგში ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს
ფიფა/კოკა-კოლამ ეროვნული გუნდების მორიგი, ივნისის რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები მაისის თვის ანალოგიური რეიტინგისგან განსხვავებით, ერთი საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოში 56-ე ადგილს იკავებს.

ევროპულ რეიტინგში ჩვენი ნაკრები 30-ეა და შესაბამისად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრისას, რომელიც 30 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, ევროპის ზონის მეოთხე კალათაში იქნება.

წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მსოფლიოს რჩეულ ნაკრებთა ათეულში. მართალია პირველ-მეორე პოზიციებს კვლავაც მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი და ფინალისტი ჰოლანდია ინარჩუნებენ, მაგრამ დანარჩენ ადგილებზე გადაადგილებები მოხდა - გერმანიამ და ინგლისმა, შესაბამისად, მესამე და მეოთხე პოზიციებზე აინაცვლეს, მათ შემდეგ კი 2 საფეხურით დაქვეითებული ბრაზილიაა. სპლიტის მატჩში გამარჯვების შემდეგ მეათედან მერვეზე აინაცვლა ევრო-2012-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიამ. მის წინ კი იტალია (6) და პორტუგალია (7) არიან.

განახლებული რეიტინგის ათეულში აღმოჩნდა მექსიკის ნაკრები, რომელმაც ერთ თვეში ერთბაშად 19-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. სამაგიეროდ თვალშისაცემი რეგრესი ჰქონდა არგენტინის ნაკრებს, რომელმაც მეხუთედან მეათე პოზიციაზე ამოჰყო თავი.

მე-12 ადგილზე დარჩა ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე საბერძნეთის ნაკრები. სამი საფეხურით დაწინაურდა ისრაელის ნაკრები და ახლა 30-ეა. 82-ე ადგილზე დაეშვა ლატვია, ჩვენი ჯგუფის ბოლოადგილოსანი მალტა კი 161-ე პოზიციაზე მყარად დგას.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით

Aleqsandre Barbaqadze
ევროპაზე გასვლა გვაწობს უკრაინაში საბალეშიკოდ შედარებით მეტი ხალხი მოახერხებს წასვლას
milan21.11.80
იმედია ევროპაზე მაინც გავალთ!
Tornike
ძალიან კარგი, ანუ ხორვატიასთან წაგებამ რეიტინგზე უარყოფითად არ იმოქმედა. ისე რა საოცარია, ზოგჯერ იგებ და რეიტინგში ქვეითდები, ან აგებ და წინაურდები :)
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა