რუსულ პრესაში "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში წარუმატებელი თამაშის გამო აკრიტიკებენ. "იყო კი ხვიჩა", - წერდა sportbox-ი ცსკა-სთან ნამატჩევს, ხოლო liveresult-მა დაასკვნა, რომ ქართველი უკვე ტოპი აღარაა. ყველაზე ობიექტურად "ჩემპიონატი" აფასებდა მის სიტუაციას და ჯერ კიდევ აგვისტოში ამ გამოცემის ჟურნალისტმა დმიტრი ზიმინმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ტალანტს სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა რუსეთი, რამეთუ ტოპ-ლიგა სჭირდებოდა. ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ზიმინმა კვლავ მიუძღვნა ჩვენებურს წერილი სათაურით: "აზრით ხვიჩა უკვე ევროპაშია. ახლა როგორ დაბრუნდეს რუსეთში?"
გუშინ კი "ჩემპიონატზე" მიხაილ როჟდესტვენსკიმ ტურნირის პირველი წრე შეაჯამა და კვარაცხელიას ჩავარდნაზე გაამახვილა ყურადღება.
მთავარი პერსონალური ჩავარდნა
"სპეციალური ნომინაცია კვარაცხელიასათვის. გასულ სეზონში მოჩანდა, რომ პრემიერლიგაში ნამდვილი ბრილიანტი გამოჩნდა, რომელიც ორი ათეული მილიონი ევროს სანაცვლოდ მზად იყო უახლოეს ხანში ევროპის ტოპ-ჩემპიონატში გადასულიყო. ზაფხულში ყველაფერი ამისაკენ მიდიოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და ხვიჩა დანაღვლიანდა. იმის ნაცვლად, რომ განვითარება განეგრძო და თავისი ფასი აემაღლებინა, საკუთარ აჩრდილად გადაიქცა, რამაც "რუბინის" შედეგებზე ძალიან იმოქმედა. მხოლოდ 2 შედეგიანი მოქმედება 12 მატჩში - აბსოლუტური გაკოტრება გასულ სეზონთან შედარებით. რა თქმა უნდა, ხვიჩას გონზე მოსასვლელად კიდევ აქვს შანსი, მაგრამ ასეთი გარდასახვის ცქერა საწყენია".
დაახლოებით იგივეს წერენ პირველი წრის მიმოხილვისას კვარაცხელიაზე "სპორტ-ექსპრესი" და euro-football-ი. ხაზგასმულია, რომ ქართველმა გარემარბმა ევროპაში განუხორციელებელი ტრანსფერისა და ტრავმის მერე ემოციურად გული გაიტეხა და ასეთი დაბალი შედეგიანობის მქონე ფეხბურთელში ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილ 20 მილიონს არავინ არ გადაიხდის.
არსად არაფერია ნათქვამი, ხვიჩას მიერ შვედეთთან შესრულებულ დუბლზე, რამაც მთელი საფეხბურთო ევროპა მასზე კვლავ აალაპარაკა და იმაზე, რომ "რუბინმა" მაღალი სატრანსფერო ფასის გამო პრობლემები შეუქმნა.
თენგო
კვარა მოდი შემდეგ მატჩზე დაახიე ბურთი თავზე რუსებს გააძღე გოლებით, იქნებ რამე დაინახონ მაგ უმადურებმა და ფეხბურთის უცოდინრებმს
ქუთაისელი
პასის მიმღები არ ყავს. სამი კაცი რომ ხვიჩაზე გადადის დანარჩენი ორი ხომ არის თავისუფალი, რატომ ვერ იყენებენ. იმიტომ რომ რუბინი არის უკლასო გაქსუებული ფეხბურთელების გუნდი. საქართველოს ნაკრებში უფრო მაღალი ფეხბურთელებია, და ამიტომ გაშალა ფრთები ხვიჩამ აქ, რუბინისგან განსხვავებით.
Razvetka
კვარამ სასწრაფოდ უნდა დაივიწყოს ის რომ გასულ სეზონში ევროპის ტოპ კლუბების რადარზე იყო [თუ იყო საერთოდ] და დაიწყოს რუბინში შედეგიანი თამაში,ამასან სტაბილურად, მიჯნით რამდენიმე მატჩში, გოლები და საგოლე გადაცემები, თორემ შვედებთან ყარაულის თოფივით ორი შემთხვევითი გასროლა არაფერს ნიშნავს.
tngh
ხვიჩა სულ მალე დაამტკიცებს, რომ ფორმა აღდგენილი აქვს. პირადად ჩემთვის, ყველაზე მთავარი საქართველოს ნაკრებში მისი კარგი თამაშია... წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ხვიჩას!!!
ლუკა
თავისუფალი ბაზარი ჩვენი მენეჯერების გადამკიდე დამღუპველია. ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა, განათლება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, შემდგომი გაყვანა საზღვარგარეთ ერთიანი სისტემით უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენი სფფ მაგას ასი წელი ვერ გაქაჩავს. ცხელი პურივით ჩქარჩქარა გაყრიან ამ ბავშვებს, მერე ან ფაიფურივით იმტვრევიან ან ობდებიან რუსეთში, მალე იქაც აღარ ენდომებათ ჩვენები. საკუთარ ბავშვებს ისე ექცევიან გეგონება ხარკი ქონდეთ მისაცემი ან ჩვენები არ არიან ეს ბიჭები - შედეგი შეუმდგარი კარიერა, განუხორციელებელი ნიჭი, შესაბამისად უდონო ნაკრები და მალე ყველგან გაფუჭებული სახელი.
ვაჟა მასწავლებელი
ნუ აფორიაქდით "ფინთი გოიმებივით'. დაგავიწყდათ იგივე რუსულ პრესაში საქართველოს ნაკრებში 2 გოლის გატანის შემდეგ ხვიჩას ფასი 25 მილიონამდე რომ აწიეს? აცალეთ ამ ბიჭს თამაში! 20 მილიონად გაიყიდება თუ 2 მილიონად ეს მფლობელი გუნდის პრობლემაა - ხვიჩა თავისას მაინც მიიღებს თავის დროზე.
Winter
ჯერ ერთი, გუნდი დაშალეს, ნორმალური ფეხბურთელები გაუშვეს და დაბალი დონის მოთამაშეები მოიყვანეს. მარტო ხვიჩას რას თხოვენ? ვინც უყურებს შემოდგომიდან რუბინის თამაშებს ყველა მიხვდება ამას. მერე მეორე, თვითონ რუბინის დირექტორი იძახდა, დინოზავრს უფრო ადვილად შეხვდები ქალაქში, ვიდრე ხვიჩა დარჩება რუბინშიო და ახლა თურმე აღარავის მოუნდება, რადგან ტრავმის გამო თუ დაბალი დონის გუნდელების გამო თამაშები ჩაუვარდა? ნაკრებში რომ გაიბრწყინა და შვედებს დუბლი გაუტანა ეგ არც უხსენებიათ საერთოდ. შეგნებულად არ ახსენეს და იცით რატომ? არ თვლიან არაფრად საქართველოს და აქ მიღწეულ წარმატებას. მარტო რუსულ გუნდში უნდა დაანახოს შედეგი... აი ასეთ არაპროფესიონალებთან გაქვს საქმე ხვიჩა! ძალიან ვწუხვარ:(
T.q
მე ვფიქრობ რომ რუბინზე გაბრაზების გამო მან დაიწყო ცუდად თამაში შეგნებულად რადგან თავისი ფასი დაიწიოს ნაკლებად ყურადღების ქვეშ მოექცეს და რომელიმე საშვალო ევროლულ კლუბში გადავიდეს "ლიჟბი" რუბინიდან და რუსეთიდან გაახწიოს ლბად ეს გეგმა აქვს თორე ხვიჩას რო ვთვათ და უმაღლეს დონეზე ეთამაშა ისევ მითქმა მოთქმა ისევ გაძლიერებულოყო მის ტრანსფერზე როგორც ჩანს რუბინის ს..ღ.ეს საზღვაეი არააქვს უფრო მეტს მოითხოვდნენ სა მაინც არ გაუშვებდნენ აღარც 20 მილოონად და აღარც 21ად ამიტო ჯობია სადმე ვთქვათ კოროტონეში გდავიდეს და იქიდან დაიწყოს თავიდან ვიდრე რუბინში ითამაშოს რა სამასი მილიონები მოითხოვონ მასში სდა ჩაკლან რუბინში. ხვიჩას უკვე საფეხბურთო სამყარო იცნობს ეს ფაქტია!
აბა რა
მეც ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრებს, რუსებთან დაკავშირებით. დავამატებდი ჩემგანაც მაგრამ თავს ვიკავებ თვითცენზურის გამო. ეხლა შეკითხვა ყველასთან, რასაც რუსები წერენ ეს არის: 1) 100%-ანი ტყუილი 2) 90% ტყუილი 3) 80% ტყუილი. ანუ ამ კრიტიკაში თუნდაც მცირე სიმართლის მარცვალი ურევია თუ არა? პ.ს. მე მგონი ხვდებით კვარას მიმართ მხოლოდ წინსვლის სურვილი მამოძრავებს, როცა ამას ვწერ.
X9
ნეტა რუსები რას იტყოდნენ შვედეთის ნაცვლად რუსეთი რომ ყოფილიყო რუსებზე აეხია სახე? მოდით, ერთი რუსეთს მოვთხოვოთ ამხანაგური როგორი გაუხდებათ სიფათები არ გაინტერესებთ
Skeleton
შვედეთთან დუბლის მერე მაინც მეგონა რომ გაჩუმდებოდნენ :დ ხვიჩამაც გაჩუმების ჟესტი ხომ გააკეთა. იმედია კიდევ ბევრჯერ გააჩუმებს ამათ. ასეთ არაპროფესიონალ და არასაფეხბურთო ქვეყნის პრესისგან მეტს არც ველოდები.
Ff
ჯუღელი კი არა რუსი ბლოკავს რუსმა დაადო ფასი 20 მილიონი. რუსი აკეთებეს დღემდე იგივეს. ჯუღელი მსახურია უბრალოდ რუსის და შენ თუ ეს არ გესმის, თუ ყველაფერს მარტო ჯუღელის "ხუშტურებს" აბრალებ და რუსი ვითომც არ არსებობს... ფაქტიურად ხელს აფარებ. ან სპეციალურად წერ ეგეთ მიამიტობას, თუ არა და თუ მართლა ეგეთები ხართ არაფერი არ გვეშველება რა. მოეშვით ვაბშე ყველაფერს, გვეტირება ყოფა და დაისვენეთ რა
რა უაზრობებს წერენ რუსები, თუმცა აქეთ არველაძემ შეუწყო ხელი, თავისი ჭორის დონეზე ნათქვამი ინფორმაციით, მაგდენი არ ღირსო, დაანებეთ თავი კვარაცხელიას. ეგ ფასი ტრანსფერმარკეტმა დაადო და თვითონ არ დაუდევს თავისი თავისთვის. შეჭამეს ბიჭი რასაც ჰქვია
თუ "რუბინი" არ გაყიდის,კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავად უნდა მოძებნოს ტოპ 5 ლიგაში მისთვის სასურველი გუნდი(არ არის აუცილებელი გრანდი)და თამაშით დაუმტკიცოს ყველას რომ მეტს იმსახურებს.
გრიგოლი1408
ყველაზე სასაცილო რა არის- მოღალატე რომ სხვაზე იძახის მოღალატეაო. ამ სიტყვის გულისთვის ადრე კაცს კლავდნენ. ეხლა ყველა მოღალატეს პირზე აკერია მოღალატე. დაუსჯელობის სინდრომი
ამაშია საქმე
სხვას ნუ აბრალებთ,ყველაფერი გაუმაძღარი ჯუღელის ბრალია.მან გააბრუა ხვიჩა თავისი არაადეკვატურობით.20 მილიონს რუბინში მოთამაშე ახალგაზრდაში მით უმეტეს ქართველში რომ არავინ გადაიხდიდა არ უნდა სცოდნოდა? მაგრამ აშენება მოინდომა.ხვიჩაც როგორ შეიცვალა.მსაჯებს ეკამათება, ისეთი ლაღი და თავმდაბალი აღარ არის.მოკლეთ დროზე უნდა მიხედვა სანამ საშუალო ფეხბურთელად არ გადაიქცა მართლა უნიჭიერესი ფეხბურთელი.
Ddd
Zalian bednierebi arian
სოსო
რაღაც დონეზე შეიძლება იმოქმედა ტრანსფერის ვერ განხორციელებამ, მაგრამ რუბინის შედეგიანობის ვარდნა ბევრი სხვა ფაქტორითაც არის გამოწვეული:მაგალითად დესპოტოვიჩის, როგორც მთვარი მეგოლე-რეალიზატორის ტრავმა-სწორედ ძირითადად ის აგვირგვინებდა ხოლმე ხვიჩას ფლანგიდან გაკეთებულ მაგარ გარღვევა-ჩაწოდებებს. ვინც თვალს ადევნებთ რუბინის ბოლო თამაშებს- ხვიჩამ ძალიან კარგად ითამაშა მინიმუმ 5-6 ე.წ. პოტენციური საგოლე გადაცემა "პრასტრელი" გააკეთა, მაგრამ რად გინდა თუ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გყავს ს ძლიერი მაღალი კლასის ფორვარდი ძნელია ის გოლად აქციო. მაგ კრიტიკოსებს რა უნდათ?? რომ ამან თან 5-6 მეტოქე მოატყუოს და მერე გაიტანოს კიდეც?? ნეგატიურად იმოქმედა მარჯვენა ძლიერი ფლანგელის მაკაროვის და საიმედო მცველ სტარფელდის გაყიდვამ. ახლები მოიყვანეს მაგრამ დალაგებას, შეთამაშებას და სტაბილურ თამაშს დრო სჭირდება, თუმცა ბოლო თამაშში, სადაც ხვიჩა ყვითელი ბარათების გამო არ იყო, მოახერხეს სტუმრად გამარჯვება. ხვიჩას შვედეთთან გაბრწყინება მაიმედებს, რომ ყველაფერი დალაგდება და მას დიდი მომავალი აქვს!!!
ილია
თან ლანძღავენ თან ფასს უწევენ. ჩვენი მოღალატეების გადამკიდე ვევაფერს ვიზამთ.
zura222
აუუ რომ გაჰკივით რუსეთში არ წახვიდეთ ევროპაში წადითო მერე ელოდებიან იმ ევროპაში და კალთებს ახევენ ?? აგერ ამხელა სახელი დაიგდო ხვიჩამ ესპანეთის საბერძნეთის შვედების ნაკრებებთან გოლებით და რა ? მიდის მარტო ლაპარაკი და არანაირი მოქმედება(ეგეთი ლაპარაკები მინიმუმ კიდევ 100 ფეხბურთელზე მიდის) და ამხელა სახელის ფეხბურთელი არ მიყავთ და ვინმე უცნობს წაიყვანენ ?? აგერ წაიყვანეს ევროპაში ჩაკვეტაძე და ეხლა სადაა ? უმაგრესი ტალანტი დაგვიღუპეს და ეგეც რუსებმა გააკეთეს ?? კი ბატონო ევროპაში ჯობია თამაში ორი აზრი არაა მაგაზე მაგამ უნდაა იმევროპას ჩვენი ფეხბურთელები ?????????? ეს იკითხეთ ეეეეეეს !!!!!!!!! 20 მილიონს არავინ არ გადაიხდის ხვიჩაში ეს უნდა შევიგნოტ და შეიგნონ რუბინის შეფებმა ვირზე რომ შეჯდნენ და დაკლებას ვინ ჩივის პირიქით უმატებენ და უმატებენ ფასს @ და ეს იმის ბრალია რომ ძალიან დიდხნიან კონტრაქტს მოაწერინეს ხელი ხვიჩას მაფიოზმა ჯუღელმა და საიმანოვმა @ პატარა ბიჭები რუსეთშიც უნდა წავიდნენ უკრაინაშიც და სხვაგანაც ოღონდ ტრამპლინისთვის და მაქსიმუმ 2 წელზე დიდხნიანი კონრტაქტი არ უნდა გააფორმონ ! ამ 2 წელში მოღონიერდებიან ფიზიკურად და მერე უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით სადაც უნდათ იქ წავლენ ! ხვიჩა დღეს ასეთ სიტუაციაში რომაა ამაში დამნაშავეა ჯუღელი @ რომ გაიძახის ლოკომოტივოდან იმიტომ წამოვიყვანე ხვიჩა რომ 1+1 კონტრაქტს მთავაზობდნენ და ეს არ მომეწონაო ! კი მაგრამ რატომ არ მოეწონა ? პირიქით ძალიან კარგი კონტრაქტი იყო და ეხლა უკვე თავისუფალი აგენტი იქნებოდა ხვიჩა ამ დეკემბრისთვის და უფასოდ ნაღდად წაიყვანდა ნებისმიერი გრანდი ! არ მოეწონა იმიტომ რომ ყაზანელებმა მილიონები შესთავაზეს პირადად მას და ჩაუგდო ხვიჩა იმათ ხელში 5 წლით @@@
ემიგრანტი
ეგენი სულ დაღუპავენ მაგას თუ არ მოშორდა მალეე
georgian
არ არის ტოპი.კი,მაგრამ გახდება.ბოლოდაბოლოს შეეშვით ამ რუსეთის ჩემპიონატს.ყველა ფეხბურთელმა თქვით უარი ამ ფულის შოვნაზე გადასულ აგენტებზე რომლებიც,ნორჩ ფეხბურთელებს ჰკიდებენ და მიაქანებენ რუსეთში.არ არის თქვენი განვითარების პერსპექტივა.ხომ ხედავთ რომ რუსეთში წასული ხვიჩა თურმე არღირს 20 მილიონი და მრავალი 50+მილიონიანი ჩავარდნილი ტრანსფერები ღირდა თურმე.სახელი ჰქონდეს და გუნდი გაამარიაჟოს ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა მაგას ხომ სჯობია 20 მილიონად შეფასებული ხვიჩა რომელიც სულს და გულს ჩადეს უკეთესი მომავლისთვის და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის.გაიღვიძეთ რუსეთი არ არის მომავალი საფეხბურთო კარიერა.არშავინით არ იწყება და არ მთავრდება ფეხბურთი.
ბექა
გაყიდეთ და დაისვენეთ თქვენც დაგვასვენეთ ჩვენც
Io
კარგია რო ეგრე ამბობენ, იქნებ ფასი დააკლონ და მოშორდეს რუსულ ჭაობს. ეჭვი არ მეპარება დიდ ფეხბურთს ითამაშებს ევროპაში!
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს