საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი "კრასნოდართან" ერთად ვარჯიშს 3 ივლისიდან შეუდგება
დღეს, 29 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" საიტმა ოფიციალურად დაადასტურა საქართაველოს ნაკრების თავდამსხმელის, ოთარ მარცვალაძის "კრასნოდარში" გადასვლის ამბავი. შესაბამისად, რუსეთის პრემიერლიგის შემდეგი წრიდან ქართველი ფორვარდი გვერდს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ალექსანდრე ამისულაშვილს დაუმშვენებს.

"კრასნოდარის" ოფიციალური საიტის ცნობით, მარცვალაძემ აუცილებელი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ახალ გუნდს კი საწვრთნელ შეკრებაზე 3 ივლისიდან შეუერთდება. არაოფიცილური ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერში კლუბმა 3 მილიონი ევრო გაიღო.

რა გასაკვირია, ნიჟნი ნოვგოროდში სინანულს გამოთქვამენ ქართველი ბომარდირის გაშვების გამო. "ვალგას" საიტზე შემდეგი წერია: "ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ფეხბურთელი შეენარჩუნებინა, მაგრამ "კრასნოდარმა" კონტრაქტის იმ პუნქტით ისარგებლა, რომელიც მარცვალაძის გამოსყიდვის უფლებას გარკვეული თანხის სანაცვლოდ იძლეოდა."

ოთარ მარცვალაძე "ვოლგას" გულშემატკივრებს, ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს გულთბილად დაემშვიდობა.

"უდიდეს პატივს ვცემ "ვოლგას" გულშემატკივრებს. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, - განაცხადა ოთარმა. - ნიჟნი ნოვგოროდში გატარებულმა პერიოდმა ეს ქალაქი ჩემთვის მშობლიური გახადა, მაგრამ ახლა წასვლის დროა. "კრასნოდარში" უკეთესი პირობები შემომთავაზეს. ასეთია ცხოვრება".

შეგახსენებთ, რომ ოთარ მარცვალაძე "ვოლგაში" 2010 წლიდან თამაშობდა. მანამდე კი ის მახაჩყალის "ანჟიში" გამოდიოდა. რაც შეეხება მარცვალაძის ახალ გუნდს, ამჟამად "კრასნოდარი" რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს.

მომზადებულია fcvolgann.ru-ის მიხედვით

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა