გიორგი ასანიძემ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა:

"ვაქცინირებული ვარ. "ფაიზერის" ვაქცინა გავიკეთე. ყველა ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რაც დაიცავს მოსახლეობას, სულ მცირე, იმ მძიმე გართულებებისგან, რომლებიც ახლავს კოვიდს. ამიტომ ვაქცინა აუცილებელია",- ასე აფასებს იმუნიზაციის აუცილობლობას, კოვიდპანდემიასთან ბრძოლისას, ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწრთვნელი, გიორგი ასანიძე.

ვეტერანი სპორტსმენი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები სპორტს წინსვლაში ხელს უშლის და სპორტული სამყარო რთული გამოწვევების წინაშე დგას.

"ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მოგზაურობა, ამიტომ ეს რისკები მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი. ჩვენი ნაკრების რამდენიმე წევრი უკვე ვაქცინირებულია, ვაგრძელებთ ამ პროცესს და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ისევე როგორც ყველა სფერო, სპორტიც რთულ ვითარებაშია. გვიწევს უამრავ რეგულაციაზე დათანხმება, რაც, გარკვეულწილად, ხელს უშლის საწვრთნელო პროცესს. თუმცა ეს არის საყოველთაო პრობლემა, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა.

რეგულაციები ყველგანაა, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, იგივე მესამე "ბუსტერდოზით", რომელსაც მიმიმუმადე დაჰყავს სიკვდილიანობა და პანდემიის გავრცელება, ვფიქრობ, სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება პანდემიის დამარცხება. სხვანაირად ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, დიდი თუ პატარა შეიწირა ამ ვირუსმა და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პანდემია ასეთი მაღალი სიკვდილიანობის საბაბი არ იყოს. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციაში",- ამბობს გიორგი ასანიძე.

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად