მარსელის “ოლიმპიკმა” უკვე მესამე ახალწვეულის, 21 წლის კამერუნელი ნიკოლას ნკულუს შეძენის თაობაზე გააკეთა ოფიციალური განცხადება
მარსელის “ოლიმპიკმა” უკვე მესამე ახალწვეულის (მორგან ამალფიტანოსა და ჟერემი მორელის შემდეგ) შეძენის თაობაზე გააკეთა ოფიციალური განცხადება. ტაიე ტაივოსა და გაბრიელ ჰაინცეს წასვლის შემდეგ ვიცე-ჩემპიონებმა პრიორიტეტად დაცვის გაძლიერება დაისახეს. ბოლო შენაძენიც სწორედ უკანახაზელია - “მონაკოს” 21 წლის კამერუნელი ლეგიონერი ნიკოლას ნკულუ.

ფრანგული ვებგვერდების ცნობით, კლუბებმა შეთანხმება მცირე დროში მოახერხეს. საინტერესო ის არის, რომ დიდიე დეშამს ნიკოლას გამოყენება რამდენიმე პოზიციაზე შეეძლება. კამერუნელს თანაბრად ძლიერად შეუძლია ფლანგის მცველად და საყრდენ ნახევარმცველად ასპარეზობა, მას უთამაშია ასევე კლასიკური სტოპერის ადგილზეც.

ნკულუ “მონაკოში” 2007 წლიდან ირიცხებოდა. პირველ ეტაპზე ის გუნდის დუბლების წევრად მიიჩნეოდა, შემდგომ ნელ-ნელა გაუშინაურდა ძირითად გუნდს და 2008-09 წლების სეზონიდან უკვე ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. ამავე პერიოდიდან იწვევენ მას კამერუნის ნაკრებშიც. ეროვნულ გუნდში დებიუტის დღიდან შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. “მოუთვინიერებელი ლომების” შემადგენლობაში მან 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა დიდი ვერაფერი თამაში აჩვენა, ისევე როგორც მთლიანად მისმა გუნდმა. ნიკოლას ბედმა არც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ გაუღიმა. “მონაკო” ჯერ აუტსაიდერებში გაერია, შემდგომ კი სულაც ლიგა 2-ში გავარდა, რიც გამოც მონეგასკებს წამყვან ფეხბურთელებთან განშორება მოუხდათ. მათ რიცხვში აღმოჩნდა ნკულუც. მისი გადაბირება რამდენიმე ფრანგულ კლუბს სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი “მარსელის” სასარგებლოდ გააკეთა. პროვანსელებმა მასში 3,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. სატრანსფერო დოკუმენტებში გათვალისწინებულია ასევე სხვა ბონუსებიც.

“მარსელის” ფანებისთვის სხვა სასიამოვნო ინფორმაციებიც გვაქვს: “ეკიპის” ცნობით, 31 წლის ალუ დიარას ტრანსფერთან დაკავშირებით “ბორდოსა" და “ოლიმპიკს” შორის მცირე დეტალებიღაა გასარკვევი, რომლის მოგვარებას ისინი რამდენიმე დღეში შეეცდებიან. სასიხარულოა ასევე ისიც, რომ 25 წლის კამერუნელმა საყრდენმა ნახევარმცველმა სტეფან მბიამ კლუბთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტის დადებაზე თანხმობა განაცხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს