“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა მადრიდის “ატლეტიკოდან” უნიჭიერესი მეკარის, 20 წლის დავიდ დე ხეას ტრანსფერი
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა მადრიდის “ატლეტიკოდან” უნიჭიერესი მეკარის, 20 წლის დავიდ დე ხეას ტრანსფერი. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთან “ეშმაკებმა” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. კონკრეტული თანხა, რომელიც მანკუნიანელებმა მადრიდელებს გადაუხადეს, არ სახელდება, თუმცა ესპანური ვებგვერდები ერთხმად წერენ, რომ დავიდის შეძენა მათ 20 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე ვწერდით, რომ მეკარე მანჩესტერის კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა და კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალებს საბოლოოდ შეათანხმებდა. მას მერე 48 საათიც არ გასულა და თავის მხრივ კლუბებმა უკვე ერთმანეთშიც მოილაპარაკეს.

“თავს ძალზე ამაყად ვგრძნობ და უკვე ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სეზონი. მაშინ, როცა შენი სამსახურით ისეთი დიდი კლუბი ინტერესდება, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”, თავს უკვე გრძნობ ბედნიერად. ჩემთვის ამ კლუბის წევრობა უფრო მეტი მოტივაციის წყარო იქნება. ამიერიდან უფრო მეტს ვიშრომებ, რათა ყველაფერი ვაჩვენო, რაც შემიძლია. ეს უზარმაზარი პრივილეგიაა და მე მინდა, რომ ჩემი თავი აქ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო,” – აცხადებს დავიდ დე ხეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...