გულახდილი საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელთან
ქალთა ფეხბურთი ყურადღების ცენტრში ძალიან იშვიათადაა ხოლმე და ახლა სწორედ ის იშვიათი შემთხვევაა, რადგან გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა ასპარეზობა გუშინ დაიწყო, მანამდე კი, ჩვენი გერმანელი კოლეგები, კერძოდ გაზეთ „ბილდის“ რედაქტორები მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელს, 25 წლის მარტას შეხვდნენ - ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ 2006 წლის შემდეგ მარტა ზედიზედ ხუთჯერ გახდა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, რომ მაშინვე მივხვდებით, რატომაა ბრაზილიელი ყურადღების ცენტრში.

ქალების „სელესაოსთვის“ მას 51 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი. კიდევ გიკვირთ, რომ მარტას „კაბიან პელეს“ ეძახიან?

- მარტა, ხალხს ჰგონია, რომ ქალი ფეხბურთელები ქალურები არ არიან, მაგრამ აი, ჩვენ ვხედავთ, რომ ფეხის ფრჩხილები ცისფრად გაქვთ შეღებილი...

- არ ვიცი, ვის რა ჰგონია, მე ის ვიცი, რომ როცა ქალი ფეხბურთს თამაშობს და თანაც კარგად, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. რაც შეეხება ჩემს ფრჩხილებს, მით უმეტეს, ფეხისას, ხან ცისფრად ვიღებავ, ხან ლურჯად, ხან წითლად და ხანაც ყვითლად. უმეტესად ბრაზილიის დროშის ფერებს ვირჩევ ხოლმე. აბა, დამაკვირდით, ხომ ლამაზი ფეხები მაქვს? თქვენც იტყვით, რომ ქალური არ ვარ?

- ფეხები მართლაც ძალიან ლამაზი და მოვლილი გაქვთ.

- რა თქმა უნდა! სხეულს ყოველდღე ვუვლი. ვერ ვიტან, როცა ქალს მოუვლელი ფეხები აქვს. ამაზე დიდი საშინელება არაფერია.

- ქალ ფეხბურთელთა შორის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ხართ. რამდენ გოლს გაიტანს თქვენი მარცხენა, აი, ეს ფეხი ამ მუნდიალზე?

- იმდენს, რამდენიც მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იქნება საკმარისი. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ შევძლოთ ის, რაც კაცების „სელესაომ“ ბოლოს მხოლოდ 2002 წელს მოახერხა. დიახ, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონობა გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამშობლოში მსოფლიოს თასით ხელდამშვენებულები დავბრუნდეთ.

- მხოლოდ ჩემპიონობა დაგაკმაყოფილებთ?

- მხოლოდ ჩემპიონობა! დიდი ხანია, ამაზე ვოცნებობ და არ მინდა, რომ ეს ოცნება აუხდენელი დამრჩეს.

- ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირების დროს კაც ფეხბურთელებს სექსს უკრძალავენ ხოლმე, რადგან სხვადასხვა მკვლევარებმა არაერთხელ დაადგინეს, რომ მნიშვნელოვანი თამაშის წინ სექსი მამაკაცისთვის არ უნდა იყოს რეკომენდებული. აი, ქალების შემთხვევაში კი პირიქითაა - ამბობენ, მატჩის წინ სექსი ქალზე კარგად მოქმედებს და აუცილებელიცააო. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. ჩემი აზრით, ეს არ არის პრობლემატური საკითხი - თუ გინდა, გექნება, თუ არა და არა. ფაქტია, რომ ახლა სექსი არ მაქვს, ან აქ ვისთან უნდა მქონდეს? (იცინის). ესეც რომ არ იყოს, მწვრთნელმაც აგვიკრძალა, ოღონდ არ ვიცი, რატომ. მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე როგორმე უსექსოდაც გავძლებ.

- ფეხბურთელები მატჩის დროს საკმაოდ ხშირად იფურთხებიან ხოლმე. თქვენც?

- არასდროს! კაცი ფეხბურთელები ხშირად იფურთხებიან, ზოგიერთი ქალიც, მაგრამ მე მოედანზე არასდროს ვიფურთხები.

- ამბობენ, ქალი ფეხბურთელები გაცილებით მშვიდები არიან, ვიდრე მამაკაცებიო...

- ეს მე არ მეხება. მოედანზე საკმაოდ აგრესიული ვარ.

- 2007 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდით. ოქროს მედალი ვერც 2004 და 2008 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვეთ. ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა მზად ბრაზილიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს?

- ფაქტი ის არის, რომ ასეთი ძლიერი გუნდი არასდროს გვყოლია. თამამად ვიტყვი, რომ დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავს და ძალიან გვინდა, რომ თასი ავიღოთ. ბრაზილიაში არ გვაღიარებენ, ხშირად ამბობენ, ქალებს მსოფლიოს ჩემპიონობა არ შეუძლიათო და ჩვენ საპირისპიროს დამტკიცება გვინდა. ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, მოვიდა დრო, რომ თასი ავიღოთ.

- მაგრამ მთავარი ფავორიტი ტურნირის მასპინძელი გერმანია...

- მართალია. გარდა იმისა, რომ გერმანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, ბირგიტ პრინცი და კომპანია ახლა საკუთარ კედლებში თამაშობენ, რაც მათ უდიდეს უპირატესობას აძლევს.

- ჩელია ოკოინო და მბაბი როგორ მოგეწონათ?

- ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვნახე, როგორი გოლი გაუტანა კანადას და მის შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. თანაც, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვს.

- ძალიან დიდი ხანია, უმაღლეს დონეზე თამაშობთ. როგორ ახერხებთ ამას?

- არასდროს ვნებდები და მაქსიმუმს ვაკეთებ იმისათვის, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო. ასეთი მონდომებითა და კონცენტრაციით რომ არ ვიმუშავო, სხვები აუცილებლად მაჯობებენ, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა: მარტას კიდევ დიდხანს ვერ აჯობებთ!

makho
დინამოში რობერტინიოს მაგივრად კაი ინქებოდა ეს :D:D
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა