გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" ლიეჟის "სტანდარტი" 3:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო.

როგორც მატჩამდე ბელგიური voetbalnieuws-ი წერდა, კონფერენს ლიგაზე "ანორთოსისთან" (0:1) მარცხის შემდეგ "გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰაინ ვანზებრუკი რამდენიმე მოთამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და "სტანდარტის" წინააღმდეგ კვიპროსული განაცხადიდან 5 ფეხბურთელზე მეტი ამოიღო.

ჩაკვეტაძეს კონფერენს ლიგის დაპირისპირებაში საერთოდ არ უასპარეზია. შესაბამისად, გაუგებარია, რა გახდა ქართველი ნახევარმცველის განაცხადში არყოფნის მიზეზი.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, გიორგი გუნდში აღარ ჩანს. შეგახსენებთ, ის ტრავმის გამო ვილი სანიოლმა უზბეკეთთან შეხვედრამდე გაათავისუფლა, შვედეთთან კი მონაწილეობა არ მიუღია.

ბელგიის ჩემპიონატში "გენტი" 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 1-ელ დეკემბერს ბელგიის თასზე "ლომელს" ესტუმრება, 4-ში კი ჟუპილერ ლიგის ფარგლებში - ლევან შენგელიას "ლეუვენს".

სოსო
რომა,გუჯა კახაძემ რაც იცის,იმაზე ლაპარაკობს და ფეხბურთის მწვრთნელი არ არის,რომ უფრო კარგად თამაში ასწავლოს.კაცი ადვილად ტრავმას რომ აღარ მიიღებს და არც დაიღლება,ეს ოსტატობის დახვეწაში არ დაეხმარება?ჩვენი ბიჭები,70 წუთის შემდეგ,უკვე არაქათ გაცლილნი იყვნენ ხოლმე და სწორედ ამის შემდეგ ვუშვებდით გოლებს და ვიღებდით ტრავმებს.5 შეცვლა რომ არ დაეშვათ,ახლაც იგივე ფსკერზე ვიქნებოდით ალბათ,რაც ადრე.ახლა შეცვლების ხარჯზე,უფრო მეტს უძლებენ.ახალგაზრდების თამაშს თუ უყურე,ინგლისთან,3-0 ვიგებდით,მაგრამ 70 წუთის შემდეგ,ყოველ გაქცევაზე ვიღაცას ეჭიმებოდა კუნთები და თამაში ჩერდებოდა.2 გოლიც ამის შემდეგ გავუშვით.
რომა
მართალია ვილიც და გენკის მწვრთნელიც არაა ჩაკვე იმ კონდიციაში რომ ფეხი აუწყოს დღევანდელ რიტმს ბევრი მუშაობა მართებს მარტო მატაობა არაა ფეხბურთი... რაც შეეხება გუჯა კახაძეს რაც ჩამოთვალე ყველაფერში გეთანხმები ნაკითხი კაცი ხარ მაგ მხრივ მაგრამ... თქვენთან რომელი ფეხბურთელიც მოვიდა შედეგი ვერ ნახა ასე რომ პროფესორობას შეეშვი კაკულია ნუ გამოხვედი :D გაგებული გაქვს რაც ჩამოთვალე და იმას იმეორებ სულ
ისიდორე
ჩამოვიყვანეთ ეს ფეხბურთელი საქართველოში.
Ttt
სჭირს ის რაც ყენია მჭედლიძეს, ჯანოს და ა,შ არ უშველის მაგას გარემოს და ჰაერის შეცვლა სამწუხაროდ.
გუგა
უნდა შეიცვალოს გუნდი. ატმოსფეროს შეცვლა შველის.
Guja Kakhadze
სამწუხაროდ ჩვენს ყველაზე ნიჭიერ შემტევს არავინ ასწავლა, რომ ტრავმების სწრაფად მოშუშების მიმდევრობა ასეთია: 1) გადაიღეთ როგორ დარბიხართ და კარგად დააკვირდით რა შეცდომებს უშვებთ... 2) მოძრაობის დროს ტერფებით როგორც ეხებით გრუნტს ისე აყალიბებთ თქვენს ფიზიკურ სხეულს, განსაკუთრებით კი ხერხემალს... 3) ქართველი ფეხბურთელების ძირითადი პრობლემა, ცუდი ფიზიკური კონდიციები, გრუნტთან არასწორად შეხებით არის გამოწვეული და ხშირი ტრავმიანობის ძირითად მიზეზად გვევლინება, რაც მოგვიანებით სპორტსმენის ფსიქიკასაც აზიანებს... 4) მუხლი ყველაზე სუსტი სახსარია, ამიტომ ყველაზე ადრე ზიანდება... 5) სწორად სუნთქვა იწვევს სწორად აზროვნებას, სწორად აზროვნება იწვევს სწორად მოძრაობას, სწორად მოძრაობა კი იწვევს ადამიანის ორგანიზმის სრულ გაჯანსაღებას... 6) ქართველმა ფეხბურთელებმა მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილის შესწავლა სწორად სუნთქვის და გრუნტთან ტერფების სწორად შეხების შესწავლით უნდა დაიწყონ და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებაც ბევრად გაადვილდება... 7) მუდამ გვახსოვდეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი თავისი აგებულებით ურთულესი აპარატია, სადაც ყველაფერი ურთიერთკავშირშია... 8) მოიშორეთ ტრავმის გამომწვევი მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ გაჯანსაღებას... თუ სწავლის სურვილი არ გაქვთ, ვერავინ დაგეხმარებათ... თუ გადაწყვეტილი და განზრახული გაქვთ რომ ისწავლოთ, ვერავინ შეგაჩერებთ!
Irakli
ჩაკვე უმაგრესი ფეხბურთელია. რაც აქამდე გააკეთა ნაკრებისთვის უკვე მაგისთვის ეკუთვნის დიდი მადლობა, მაგრამ ჯერ სანიოლი დარჩა უკმაყოფილო, ახლა ფაქტია გენტის მწვრთნელიც არ ენდობა, ყველა მწვრთნელი ვერ იქნება მტყუანი, ე.ი. საქმე სხვა რამეშია და ჩაკვემ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. წარმატებები მას!
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება