პროფესორ რანგნიკის განხორციელებული და გასახორციელებელი გეგმები
ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ჯერ თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ გერმანული კლუბები უკვე გამალებულ მზადებაში არიან. ყველაზე ბევრი რამ ამ ეტაპზე „შალკეში“ ხდება – გუნდის ახალი მწვრთნელი რალფ რანგნიკი სერიოზულ რეორგანიზაციას ატარებს. მან უკვე გაუშვა 13 ფეხბურთელი და ამბობს, წმენდა კიდევ გაგრძელდება, რადგან ფელიქს მაგათს ზედმეტად ბევრი მოთამაშე ჰყავდა, მე კი ამხელა განაცხადი არ მჭირდებაო. ამასთან, „შალკეში“ ახალ ფეხბურთელებზეც ფიქრობენ. გარდა ამისა, ჯერაც გაურკვეველია, ვინ იქნება გუნდის ახალი კაპიტანი მას მერე, რაც მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ გადავიდა.

გერმანიის თასის მფლობელი „შალკე“ ახალი სეზონისთვის ორშაბათის შემდეგ ემზადება. ტაქტიკისა თუ ფიზიკური კონდიციების აღდგენის გარდა, მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკსა და მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს საკადრო სამუშაოების მხრივაც ძალიან ბევრი საქმე აქვთ. მათ უკვე დაითხოვეს 13 ფეხბურთელი (ამაზე რამდენიმე დღის წინაც ვწერდით და ახლა აღარ დავკონკრეტდებით) და კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან გამოთხოვებას გეგმავენ, რადგან „პროფესორ რალფს“ განაცხადში 24-25 ფეხბურთელზე მეტი არ სჭირდება.

წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსია, რომელიც რანგნიკის წინამორბედმა მაგათმა მოკვეთა და აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელმა გასული სეზონი არენდით „ბლექბერნში“ გაატარა. „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რანგნიკი ამბობს, ჯონსმა მითხრა, რომ ინგლისში თავს ძალიან კარგად გრძნობდა და იქ დარჩენა უნდაო. ახლა მთავარი ისაა, რომ „ბლექბერნმა“ „შალკეს“ კონკრეტული წინადადებით მიმართოს.

ჯონსისგან განსხვავებით, რანგნიკს აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრება ჯეფერსონ ფარფანთან დაკავშირებით. პერუელ გარემარბს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული, რანგნიკს და ჰელდტს კი უნდათ, რომ ხელშეკრულება ახლავე გაუგრძელონ – 2015 წლამდე. მათ 26 წლის ფეხბურთელს უკვე მიმართეს კონკრეტული წინადადებით, ფარფანმა კი მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. „ფარფანს არაფრისდიდებით არ დავთმობთ, მე ის ძალიან მჭირდება,“ - აცხადებს რანგნიკი.

მასთან ერთად, შეუცვლელი ფიგურაა ცენტრალური მცველი ბენედიქტ ჰიოვედესიც. მეტიც: დიდია იმის შანსი, რომ ეს უკანასკნელი სულაც გუნდის კაპიტანი გახდეს. „გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჰიოვედესზე სერიოზულად ვფიქრობ, - ამბობს რანგნიკი „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ გუნდის თავი გახდეს, ბენედიქტი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.“

ჰოლტბი მე-10 ნომრით ითამაშებს

„შალკეს“ ყოფილ თავკაც ფელიქს მაგათს ექსპერტებმა ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად ლუის ჰოლტბის „მაინცში“ განათხოვრება ჩაუთვალეს, რადგან 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასული სეზონი „მაინცის“ რიგებში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გერმანიის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა გახდა. ახლა კი, ჰოლტბი ისევ „შალკეში“ დაბრუნდა და რაც ყველაზე საინტერესოა, ლევან ყენიას კლუბში მე-10 ნომრით ითამაშებს, რაც მის პასუხისმგებლობას აორმაგებს.

„შალკეში“ ჩემი მიზანი ის არის, რომ რეგულარულად ვითამაშო და გუნდს მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. 10-ნომრიანი მაისურა არ მითხოვა, მწვრთნელმა და ხელმძღვანელებმა თავიანთი ინიციატივით გადმომცეს და ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი იყო. მართალია, საბოლოო ჯამში სულერთია, რომელი ნომრით ვითამაშებ, მაგრამ „ათიანის“ მნიშვნელობა კარგად მესმის,“ - აცხადებს ჰოლტბი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში უკვე ორი თამაში აქვს ჩატარებული.

„პროფესორი რალფი“ კი ახალი ფეხბურთელების შეძენაზეც ფიქრობს. „შალკეში“ გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი „ბრესტის“ ფეხბურთელი ნოლან რუა, რომელმაც „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ გელზენკირხენში ეპატიჟებიან. აღსანიშნავია, რომ „ბრესტი“ 23 წლის თავდამსხმელში 8 მილიონ ევროს ითხოვს.

მეკარის საკითხი მოიცდის

ჯერ კიდევ გაურკვევლობაა მეკარის საკითხთან დაკავშირებით და როგორც იცით, ეს საკითხი მანუელ ნოიერის „ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ გახდა აქტუალური. ფაქტია, რომ ვეტერანი იენს ლემანი „შალკეში“ არ ითამაშებს და ამის შესახებ დაწვრილებით უკვე ვწერდით. ამ ეტაპზე რანგნიკი ახალწვეულ რალფ ფერმანს ენდობა, მეორე მეკარე კი გამოცდილი მათიას შობერია. თუმცა თუ მოსამზადებელი შეკრების შემდეგ „პროფესორი რალფი“ დარწმუნდება, რომ ფერმანი პირველობას თავს ვერ გაართმევს, აუცილებლად იფიქრებს ახალ მეკარეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა