ოლიმპიურ სეზონზე მორის ყვითელაშვილის დამსახურებული გამარჯვება გრან პრის ეტაპზე და კიდევ ერთი ისტორიული შედეგი ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.

დღეს, სოჭში გამართულ გრან პრის მეექვე ეტაპზე, მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა მამაკაცებს შორის, სადაც ერთდროულად ორი ქართველი სპორტსმენი: მორის ყვითელაშვილი და სენიორების ეტაპების დებიუტანტი ნიკა ეგაძე - მონაწილეობდა. საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში, დაძაბული ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ორი პროგრამის ჯამში, 266.33 ქულით სოჭის ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი გახდა. ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი, რომელშიც მონაწილეობდა 8 ქვეყნის რეიტინგული 12 მონაწილე, პირველი შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში. თავისუფალ პროგრამაში შესრულებული სამი ოთხმაგი ნახტომი, პროგრამის მხატვრული წარმოდგენა და სრიალის ხარისხი მსაჯების მიერ შეფასდა მაღალი ქულებით და მსოფლიო რეიტინგულ ნუსხაში მორის ყვითელაშვილი წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების წინ.

მოკლე პროგრამაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ურთულესი ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა სენიორების დებიუტანტმა ნიკა ეგაძემ, რომელმაც ორი ოთხმაგი ნახტომითა და სხვადასხვა სირთულის სამმაგი ნახტომებით შეძლო ჯამში 159,82 ქულის დაგროვება და თავისუფალ პროგრამაში მე-7 პოზიციის ჩვენება, ჯამში კი 210.17 ქულით მე-11 ადგილით დაასრულა ტურნირი.

ამასთან, ნიკას მიერ პროგრამის ტექნიკურ ნაწილში მიღებული 89.18 ქულა მეორე შედეგი აღმოჩნდა შეფასების ამ სეგმენტში. ვულოცავთ ქართველ მოციგურავეებს ამ ღირსეულ გამოსვლას, რაც კიდევ ერთი დასტურია ქართველი მოციგურავეების მზაობისა ევროპისა და ოლიმპიური თამაშების წინ.

წყარო: საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]
ყვითელაშვილი, გუბანოვა... - მსოფლიოზე ოლიმპიადის მონაწილეებით
ყვითელაშვილის ახალი სიმაღლე [VIDEO]
ყვითელაშვილის პირველი კომენტარი - ფინალში ქართველის გამოსვლის ნომერი ცნობილია
34-ე ადგილი სამთო-თხილამურებში და ყვითელაშვილი ამჯერად ინდივიდუალური პროგრამით
ყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]