სენიორ დელიომ თავისი მოსაზრებები “კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტს გაუზიარა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა
“ინტერის” მთავარი მწვრთნელობის დიდი სურვილი ჰქონდა დელიო როსის, მაგრამ მილანური გრანდის მესვეურებმა არჩევანი ჯანპიერო გასპერინიზე შეაჩერეს - საერთოდ, ამბობენ, რომ როსი უიღბლო სპეციალისტია, რომელსაც ისე არ აფასებენ, როგორც იმსახურებს. სენიორ დელიომ თავისი მოსაზრებები “კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტს გაუზიარა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა...

ინტერი

არაერთხელ და ღიად განვაცხადე იმის შესახებ, რომ “ინტერის” მთავარი მწვრთნელობა მსურდა, მაგრამ მასიმო მორატიმ არჩევანი ჯანპიერო გასპერინიზე შეაჩერა. ჯანპიერო ჩემი მეგობარია, შესანიშნავი სპეციალისტი და მინდა მას წარმატებები ვუსურვო. მორატიმ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, ვფიქრობ, რომ გასპერინი კარგად გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს და “ინტერს” თავის ხელს მალევე დაატყობს.

თუმცა, არის მეორე ფაქტორი, რასაც მორატის ვერაფრით გავუგებ - როდესაც ჟოზე მოურინიო წავიდა გუნდიდან, მის შემვლელად ლეონარდო დაინიშნა, რომელიც გასპერინისგან რადიკალურად განსხვავებული სპეციალისტია. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ “ინტერს” არავითარი საფეხბურთო ფილოსოფია არ აქვს, რაც ჩემი აზრით დიდი მინუსია. შევხედოთ “ბარსელონას”, რომელიც დღეს აშკარად საუკეთესო გუნდია მსოფლიოში - ამ გუნდს აქვს თავისი სტილი და მწვრთნელები თუ ფეხბურთელები სწორედ ამის მიხედვით ირჩევიან. ამიტომაც არის, რომ “ბარსა” უკონკურენციოა.

მწვრთნელები იტალიაში

იყო მწვრთნელი, ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი იტალიაში, სადაც შეიძლება ერთი მარცხის გამო პოსტიდან გაგათავისუფლონ. ჩემი აზრით, “ლაციოში” და “პალერმოში” კარგად ვიმუშავე - არაფრით გამორჩეულ გუნდებს იტალიის თასი მოვაგებინე, ფინალში გავიყვანე და ევროტურნირების საგზური მოვაპოვებინე - მიუხედავად ამისა, კლუბების მესვეურებმა გაწეული სამუშაო უარყოფითად შეაფასეს და დამითხოვეს.

იტალია ის ქვეყანაა, სადაც გრძელვადიან, რამდენიმეწლიან გეგმებზე ლაპარაკობენ და შემდეგ, სამ კვირაში ყველაფერი თავდაყირა დგება. საკმარისია ერთი თამაში წააგო, მეორე ფრედ ითამაშო, რომ უმალ მწვრთნელის შეცვლის საკითხი დგება დღის წესრიგში. დარწმუნებული ვარ, ალექს ფერგიუსონს რომ იტალიაში გაეტარებინა სამწვრთნელო კარიერა, იმის ნახევარსაც ვერ შეძლებდა, რასაც ინგლისში მიაღწია. ამიტომ, ხშირად მიფიქრია უცხოეთში წასვლაზე და ძალების სხვაგან მოსინჯვაზე, მაგრამ ჯერჯერობით საინტერესო წინადადებით არავის მოუმართავს. იყო შემოთავაზება აზიური გუნდებიდან, თუმცა მე ევროპაში მუშაობა მსურს - ჩემთვის სპორტული ინტერესი ყოველთვის უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ფინანსური მხარე.

პრეზიდენტები

რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, დიდწილად სწორედ პრეზიდენტებს ეხებოდა. იტალიური კლუბების პრეზიდენტები ზედმეტად აქტიურად არიან ჩართულნი მწვრთნელის საქმეებში და ერევიან ყველაფერში, რაც გუნდს ეხება. ამიტომ არის, რომ პრეზიდენტებს ყველა იცნობს და მათი საქმიანობის თითოეული დეტალი საჯარო ხდება. შეგიძლიათ მითხრათ ვინ არის “არსენალის”, ან “ლივერპულის” მფლობელი? - დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მიპასუხებთ. სამაგიეროდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ სილვიო ბერლუსკონი “მილანის” პრეზიდენტია, მასიმო მორატი “ინტერის”, ანდრეა დელა ვალე “ფიორენტინასი”, მაურიციო ძამპარინი “პალერმოსი”, “იუვენტუსი” კი ანიელების ოჯახს ეკუთვნის. ჩვენთან ყველაფერი ცნობილია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტები ყველგან და ყველაფერში ცხვირს ყოფენ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან.

სამომავლო გეგმები

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდი სურვილი მაქვს, რომ უცხოეთში მოვსინჯო ძალები და რომელიმე ევროპულ გუნდს ჩავუდგე სათავეში. ეს ახალი გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის, რომელსაც თუ საშუალება მომეცა სიამოვნებით მივიღებ. გარკვეული პერიოდი კარგად დასვენება მჭირდება, შემდეგ კი წინადადებებს განვიხილავ და სასურველ ვარიანტზე შევჩერდები. უკვე მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, ძირითადად იტალიური გუნდებიდან და ვნახოთ, მალე ყველაფერი გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე