ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მოგებულები და წაგებულები

მოგებულები და წაგებულები

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დრაფტის ცერემონია გაიმართა და რამდენიმე საინტერესო ტრეიდი განხორციელდა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დრაფტის ცერემონია გაიმართა და პარალელურად რამდენიმე საინტერესო ტრეიდი განხორციელდა. საინტერესოა, ვინ რა მოიგო და რა დაკარგა ამ გარიგებებით?

ატლანტა

თავის დროზე, პირველ რაუნდში არჩევანი "ჰოქსმა" ტრეიდში ჩართო, რითაც კირკ ჰაინრიხი გადაიბირა. ამ დრაფტზე ერთადერთი შენაძენი გახდა ოკლენდის ცენტრი კიტ ბენსონი. საკმაოდ კარგი არჩევანი 48-ე ნომრის პირობაზე.

ბოსტონი

"სელტიქსმა" დრაფტი თავის სტილში ჩაატარა: აიყვანა მოთამაშეები, რომელიც მას სჭირდებოდა და რომლებიც ბრძოლითა და შრომისუნარიანობით გამოირჩევიან. "ნეტსთან" ტრეიდით გადაიბირა ფორვარდი დაჟუან ჯონსონი, მეორე რაუნდში აიყვანა მცველი იტაუნ მურაი. ორივე კალათბურთელი პერდიუს უნივერსიტეტიდანაა და ორივენი მოხვდებიან ახალ სეზონში შემადგენლობაში.

შარლოტი

ეს გუნდი დრაფტის ერთ-ერთი გამარჯვებულია. "ბობკეტსმა" იხეირა "მილუოკისთან" და "საკრამენტოსთან" გარიგებით, აგრეთვე დრაფტიც შესანიშნავად წარმართა. მეშვიდე ნომრად აირჩია საუკეთესო დამცველი ბისმაკ ბიიომბო, მეცხრე ნომრად - სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც იცის გამარჯვების გემო და ნამდვილი ლიდერია - კემბა უოკერი.

ჩიკაგო

"ხარებს" დრაფტზე მნიშვნელოვანი გაძლიერების იმედი არ ჰქონდათ, ამიტომაც განსაკუთრებით არ უაქტიურიათ. მათი ორი არჩევანი ვერ ბრწყინავს - ნიკოლა მიროტიჩი ევროპაში დარჩება, ჯიმი ბატლერი კი საუკეთესო შემთხვევაში კარგი სათადარიგო იქნება.

კლივლენდი

დრაფტის პირველი ნომრის მფლობელმა ძალიან მოინდომა და გამოუვიდა კიდეც. პირველ ნომრად აირჩია კაირი ირვინგი, რაც არ იყო გასაკვირი - ის დრაფტის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. მეოთხე ნომრად აიყვანეს ტრისტან ტომპსონი. ეს არჩევანი ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ "კავალიერსი", ალბათ, სწორად მოიქცა კანადელის აყვანით. მეორე რაუნდში გუნდს ერგო მილან მაჩვანი.

დალასი

ახალ ჩემპიონს არავინ აუყვანია, მაგრამ დრაფტის წყალობით რუდი ფერნანდესი მიიღო.

დენვერი

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც კმაყოფილი უნდა იყოს დრაფტით. "პორტლენდთან" და "დალასთან" ტრეიდში "დენვერი" გამარჯვებული გამოვიდა. მან მოიშორა მისთვის უსარგებლო ფელტონი - ის ანდრე მილერით შეცვალა, რომლის კონტრაქტი იწურება. მიიღო ჯორდან ჰემილტონი, რომელიც დრაფტზე შესამჩნევად დაეშვა ქვემოთ, მაგრამ ძალიან პერსპექტიულია. ასევე "ნაგეტსმა" დაიმატა კენეტ ფარიდი, ვინც გუნდს მეტ ენერგიასა და ათლეტიზმს მოუტანს. და კიდევ, გუნდში მივიდა ჩუკვუდიბერე მადუაბუმი.

დეტროიტი

"პისტონზს" წარმატებული დრაფტი ჰქონდა. პირველ რაუნდში მათ ხელში ჩაუვარდათ ბრენდონ ნაითი, რომელსაც ბევრი პირველ ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდა. მეორე რაუნდში გუნდმა მიიღო კაილ სინგლერი და ვერნონ მაკლინი. ეს ორი ბიჭი, ეჭვგარეშეა, დაეხმარება "დეტროიტს". მერვე ნომერი ნაითის სახით, გუნდმა კარგი გამთამაშებელი იპოვნა - როდნი სტაკი ამ დონემდე ვერ ქაჩავდა.

გოლდენ სტეიტი

"მეომრებმა" მე-11 ნომრად აირჩიეს მცველი კლეი ტომპსონი. მართალია, მარკ ჯექსონი ამბობდა, რომ მისი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერება იქნებოდა, მაგრამ ტომპსონის არჩევანი კარგი ჩანს. მეორე რაუნდში "გოლდენ სტეიტმა" მიიღო ჯერემი ტაილერი და ჩარლზ ჯენკინსი. ახლა მთავარი ამოცანა მონტა ელისის გაცვლაა.

ჰიუსტონი

ამ დრაფტზე "ჰიუსტონმა" ვერ გაისროლა. კლუბმა სამი ფორვარდი აიყვანა: პირველ რაუნდში მარკუს მორისი და დონატას მოტეიუნასი, მეორეში - ჩენდლერ პარსონი. ასევე "მინესოტადან" გადაიბირეს ჯონი ფლინი. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე ითამაშებს მორისი, მოტეიუნასი კი ამ დრაფტის იქს-ფაქტორი უნდა გახდეს. გარდა ამისა, "მინესოტასთან" ტრეიდით "ჰიუსტონმა" დაკარგა მომავალი წრის დრაფტზე პირველი რაუნდი.

ინდიანა

"პეისერსმა" თავისი ორი არჩევანი გაუცვალა "სან ანტონიოს" ჯორჯ ჰილში. საკმაოდ სარფიანი გარიგება იყო.

კლიპერსი

"კლიპერსს" არ ჰქონდა არჩევანი პირველ რაუნდში. მეორეში აიყვანა ორი მოთამაშე ჯორჯიადან - ტრეი ტომპკინსი და ტრევის ლესლი.

ლეიკერსი

მეორე კალიფორნიულ კლუბსაც არ აუყვანია მოთამაშე პირველ რაუნდში. მეორე რაუნდში კი სამი კალათბურთელი აირჩიეს: დარიუს მორისი, ენდრიუ გუდლოკი და ატერ მაიოკი. მორისმა სროლა არ იცის, მაგრამ შეუძლია დიდხანს დამკვიდრდეს NBA-ში, სამაგიეროდ, კარგი ტყორცნა აქვს გუდლოკს.

მემფისი

49-ე ნომრამდე დაეშვა ჯოშ სელბი. "მემფისს" ძალიან გაუმართლა, რადგან ერთი-ორი წლის შემდეგ ეს არჩევანი შეიძლება წარატებულად ჩაითვალოს. რომ არა ასაკის შეზღუდვა, შარშან სელბი აუცილებლად დრაფტის ათეულში მოხვდებოდა.

მაიამი

"მინესოტასთან" ტრეიდის მეშვეობით მიიღეს ნორის კოული - კარგი გამთამაშებელი, რომელსაც შეუძლია გუნდის მოქმედებაზე კონტროლი და პერიმეტრზე კარგი დაცვა.

მილუოკი

"ირმებმა" კარგად ჩაატარეს ეს დრაფტი. "კინგზთან" და "ბობკეტსთან" ტრეიდით შეამცირეს სახელფასო ბიუჯეტი, გარდა ამისა, დრაფტზე აიყვანეს ტობიას ჰარისი და ჯონ ლეუერი. ჰარისი კარგი მოთამაშეა, რომელიც ვარსკვლავი ვერ გახდება, მაგრამ მისგან სარგებელი დიდი იქნება, ლეუერი კი ადგილობრივი აღზრდილია, რომელიც ფანების საყვარელი მოთამაშე გახდება.

მინესოტა

მართალია, ფორვარდის პოზიციაზე "მგლებს" გაუგებარი სიტუაცია აქვთ, მაგრამ დერიკ უილიამსის არჩევანი სავსებით ლოგიკური იყო. იმ მომენტისთვის ის დრაფტზე საუკეთესო მოთამაშე იყო. ასევე, მინესოტამ" მიიღო მალკოლმ ლი მეორე რაუნდიდან - ასევე კარგი სვლა. 57-ე ნომრად კი ტარგაი ნგომბო ერგო.

ნიუ ჯერსი

"ნეტსმა" საკმაოდ კარგი სამუშაო ჩაატარა. "ბოსტონთან" გარიგებისას მათ მიიღეს მაშონ ბრუქსი, რომელიც უფრო მაღალ ნომერს იმსახურებდა. ასევე "ნიუ ჯერსიში" წავიდა ბოიან ბოგდანოვიჩი. საკუთარი არჩევანით მეორე რაუნდში მიიღეს მერილენდის ცენტრი ჯორდან უილიამსი საკმაოდ კარგი პოტენციალით.

ნიუ ორლეანი

მეორე რაუნდში "ჰორნეტსმა" კენტუკიდან ჯონ ჰარელსონი აიყვანა, მაგრამ შემდეგ ფულზე გაცვალა. მეტი არჩევანი ამ გუნდს არ ჰქონია.

ნიუ იორკი

"ნიქსმა" პირველ რაუნდში აირჩია მცველი იმან შუმპერტი - ეს არჩევანი სულაც არ ჩანს წარმატებული. ასევე "ნიუ ორლეანს" "წაართვეს" ჰალერსონი.

ოკლაჰომა

"თანდერის" ერთადერთი არჩევანი გახდა რეჯი ჯექსონი - გამთამაშებელი "ბოსტონ კოლეჯიდან". მას მუხლებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, საქმისადმი მიდგომაც ეჭვს იწვევს, თუმცა ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია.

ორლანდო

"ორლანდომ" "კლივლენდთან" გარიგებით მიიღო ათლეტური, უნივერსალური და მაღალი პოტენციალის ფორვარდი ჯასტინ ჰარპერი. ასევე მეორე რაუნდში "მეჯიქმა" თავისი არჩევანით აიყვანა დეანდრე ლიგინსი - შესანიშნავი შემტევი მცველი, რომელსაც არ ეშინია "შავი" სამუშაოსი და სასარგებლო მოთამაშე უნდა გახდეს.

ფილადელფია

"სიქსერზს" სჭირდებოდა მაღალი კალათბურთელი და ამ მხრივ კლუბს ხელი მიუწვდა ნიკოლა ვუჩევიჩზე. ის თამაშის მანერითა და ათლეტიზმით ჰგავს სპენსერ ჰოვსს. მეორე რაუნდში არჩეული ლავოი ალენი სავარაუდოდ ვერ მოხვდება გუნდში.

ფინიქსი

ამ დრაფტზე "სანზის" ერთადერთი არჩევანი გახდა ერთ-ერთი ძმა მორისი, კერძოდ, მარკიფი, რომელიც პროგნოზების მიუხედავად, თავის ძმაზე ადრე აირჩიეს. ძმისგან განსხვავებით, მარკიფს მკაფიო პოზიცია აქვს - ის უნივერსალია და ბევრი რამ შეუძლია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ ვერ შეძლებს "სანზის" ადგილიდან დაძვრას.

პორტლენდი

"პორტლენდმა" დრაფტი წარუმატებლად ჩაატარა. თავიდან იყო ცუდი ტრეიდი "დალასთან" და "დენვერთან", არც ნოლან სმიტის არჩევანია წარმატებული. მიუხედავად ამისა, სმიტი შეიძლება კარგი სათადარიგო გამთამაშებელი გახდეს. მეორე რაუნდში აიყვანეს ჯონ დიბლერი - კარგი სნაიპერი ოჰაიო სტეიტიდან.

საკრამენტო

ჯიმერ ფრედეტისა ბევრს არ სჯერა, თუმცა მისი ნიჭის უგულვებელყოფაც არ შეიძლება. "კინგზმა" არც თუ ისე წარმატებული ტრეიდი განახორციელა "შარლოტთან" და "მილუოკისთან". შემდეგ აიყვანა რეკლამირებული ფრედეტი, რომელიც ჯერ გაუგებრია, როგორ წარმოაჩენს თავს NBA-ში. მეორე მხრივ, "კინგზმა" კარგად ჩაატარა მეორე რაუნდი. თავიდან აიყვანა ტაილერ ჰანიკატი, შესანიშნავი მოთამაშე, რომელსაც ძალისმიერი თამაში არ ეხერხება. სამაგიეროდ, ამ მხრივ პრობლემა არ აქვს კლუბის კიდევ ერთ ახალწვეულს აიზეა ტომასს.

სან ანტონიო

"სპურსს" წარმატებული დრაფტი ჰქონდა. მათ "ინდიანას" დასტყუეს კავაი ლეონარდი და დევის ბერტრამსი (ჯორჯ ჰილის ნაცვლად). ლეონარდი ათეულის პოტენციური წევრი იყო, მაგრამ დრაფტზე დაქვეითდა. მიუხედავად ამისა, სულ მალე ის კარგ მოთამაშედ უნდა იქცეს და სასტარტო ხუთეულიც არ იქნება პრობლემა. ასევე "სან ანტონიოს" დარჩა გამთამაშებელი კორი ჯოზეფი, რომელსაც კარგი პოტენციალი გააჩნია. და კიდევ, 59-ე ნომრად აირჩიეს ადამ ჰანგი.

ტორონტო

"ტორონტოს" სასწრაფოდ დღესვე სჭირდებოდა გაძლიერება, მაგრამ მან თავისი მეხუთე არჩევანი იონას ვალანჩუნასზე დახარჯა, რომელიც წესით კიდევ ერთი წელი დარჩება ევროპაში. ბრაიან კოლანჯელოს მორიგი ცუდი სვლა. ასეა თუ ისე, ლიტველს უდიდესი პერსპექტივები აქვს.

იუტა

"ჯაზმენებმა" ბრწყინვალედ იმოქმედეს. მათ დარჩათ დრაფტის საუკეთესო ცენტრი და საუკეთესო შემტევი მცველი - ენეს კანტერი და ალექს ბრუქსი. ისინი პირველივე დღიდან გააძლიერებენ გუნდს.

ვაშინგტონი

საუკეთესო დრაფტი კი "ვაშინგტონს" ჰქონდა - ვესელი და სინგლტონი სასტარტო ხუთეულის წევრები უნდა გახდნენ. გაუგებარია, რატომ დაეცა სინგლტონის პოზიციები. მაგრამ მისი არჩევა ანდრე ბლეტჩის უმტკივნეულო ტრეიდის საშუალებას იძლევა. ასევე მეორე რაუნდში აირჩიეს შელვინ მაკი, რომელიც ჯონ უოლის დუბლიორად უნდა იქცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nika

ise me mirchevnoda rogorgac gadzlierebuliyo chikago bulls-i ehhhhhhhhhhhhhhh

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა