ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

წარმატებული ისტორია - საქართველოს რაგბის კავშირი 60 წლისაა!

წარმატებული ისტორია - საქართველოს რაგბის კავშირი 60 წლისაა!

თბილისში, კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, იქ, სადაც 1961 წლის 1-ელ დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია დაარსდა, უჩვეულო ხალხმრავლობა იყო.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გამგეობის წევრები, ვეტერანი თუ მოქმედი მორაგბეები, იქ ამ ორგანიზაციის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიკრიბნენ. იქვე იყო 60 წლის წინანდელი მოვლენების მთავარი გმირი – გივი მრელაშვილი, რომლის ინიციატივით და თავდადებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, სადაც რაგბის მმართველი ორგანიზაცია – „რეგბის საქალაქო სექცია“ დაარსდა.

ასე დაიწყო უწყვეტი ჯაჭვი, რომელმაც ქართველ ერს უამრავი სიხარული მიანიჭა, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ქვეყანაში, სადაც ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა, რაგბი იქცა წარმატების სიმბოლოდ და დღეს ის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ათეულის მიჯნაზე დგას.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის ინიციატივას, შენობაზე განთავსებულიყო ამ დღის აღმნიშვნელი მემორიალური დაფა, დიდი სიხარულით შეხვდა მისი ამჟამინდელი მფლობელი, „აჭარა ჯგუფი“ და მისი დამფუძნებელი, ბატონი თემურ უგულავა.

"1-ელ დეკემბერს რაგბის კავშირის 60 წლის იუბილეა. ბედნიერებაა, რომ გივი მრელაშვილის სახით ცოცხალი გმირი გვყავს. ხაზგასმით ვამბობ, 24 წლის ასაკში მან ბოლომდე იბრძოლა და იქ, სადაც არაფერი იყო, პირველად საბჭოთა კავშირში, რაგბის სიყვარულით, საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია დააფუძნა“.

"ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, შენი საყვარელი საქმე და როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი ქვეყნის წარმატებისა და მომავლისთვის. დღეს აქ სწორედ იმისთვის ვიმყოფებით, რომ 1961 წლის ეს ღირსშესანიშნავი თარიღი აღვნიშნოთ და გავხსნათ მემორიალური დაფა. მიხარია, რომ ჩვენ გვერდით არის ბატონი გივი და ამდენი ვეტერანი მორაგბე“ – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

თავად გივი მრელაშვილი 60 წლის წინ ვერც კი იფიქრებდა, თუ მის წამოწყებას ასეთი უზარმაზარი ტალღა მოჰყვებოდა:

„მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა წლები და ქართველი ხალხი რაგბის ასე შეიყვარებდა. ეს იყო ახალგაზრდული მისწრაფება რაღაც ახლის, კარგის შექმნის. მაშინ არანაირი პირობები არ გვქონდა, არც ვარჯიშის, არც მომზადების და მიკვირს კიდეც, საიდან ჰქონდათ ბიჭებს ამდენი ენერგია, რომ ღამით, ყინვაში იკრიბებოდნენ და ვარჯიშობდნენ“.

„იმ დროს რაგბი სპორტის სახეობა თუ იყო, ხალხმა არც კი იცოდა და ეგონათ, სიმღერის ანსამბლს ვაყალიბებდით. დღეს უკვე ყველამ იცის ქართული რაგბის შესახებ და ბედნიერი კაცი ვარ, ამას რომ მოვესწარი. ეს არის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომელიც ზრუნავს მორაგბეებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, არ ივიწყებს ვეტერანებს. ასევე უდიდესი ქველმოქმედის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომლის წყალობით გვაქვს შესანიშნავი ბაზები“.

პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროს მრავალგზის მფლობელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი რაგბის კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის ამ პროცესებში საკუთარ მონაწილეობას ასე იხსენებს:

"დღეს ჩვენ ვიცით, როგორი წარმატებულია ქართული რაგბი და როგორ ელოდება ქართველი ხალხი მორაგბეებისგან კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მაშინ კი რაგბის შესახებ რამდენიმე ადამიანის გარდა, არავინ არაფერი იცოდა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა უკვე მოპოვებული მქონდა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. მითხრეს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბორის პაიჭაძე იქნებოდა, მე კი ვიცე-პრეზიდენტობას მთავაზობდნენ და ასე გავხდი ამ ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი“.

"იმ პერიოდში სათამაშოდ ინგლისში მივდიოდი და ადგილობრივი სპორტული ჟურნალისტის დახმარებით შევიძინე რაგბის წიგნი, რომელიც გადათარგმნეს და ასე დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა. მიხარია, რომ იმ თაობამ შექმნა საფუძველი იმისა, რაც დღეს ასეთი წარმატებულია და მინდა მორაგბეებს მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო“.

ქართული რაგბის მემატიანე ზაალ გიგინეიშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიის ცოდნა და გაფრთხილება ყველა ჩვენგანის ვალია:

"დღეს ქართული რაგბის იუბილეა. 60 წლის წინ სწორედ ამ შენობაში დაარსდა „თბილისის რეგბის სექცია“ და საქართველოში რაგბის განვითარების უწყვეტი ჯაჭვი დაიწყო. იცვლებოდა მხოლოდ სახელები, ორგანიზაცია კი ფუნქციონირებას აგრძელებდა და დღეს გვაქვს საქართველოს რაგბის კავშირი. მნიშვნელოვანია, რომ ისტორია დააფასოს ყველა სპორტმა, ყველა სპორტსმენმა და ადამიანმა, რადგან მისი დაუფასებლობა ბევრ არასასურველ რამეს იწვევს“.

ისტორიულ შენობაზე მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ, რომელიც ამიერიდან ყველას ამცნობს, რომ სწორედ აქ, 1961 წლის 1-ელ დეკემბერს, გივი მრელაშვილის თაოსნობით დაარსდა „საქალაქო რეგბის სექცია“, შეკრებილმა საზოგადოებამ „ავჭალის სარაგბო არენაზე“ გადაინაცვლა, სადაც გივი მრელაშვილის წიგნის – „ერთხელ თუ ითამაშე“ – პრეზენტაცია შედგა. წიგნში მოთხრობილია ქართული რაგბის პირველი ნაბიჯების შესახებ.

GeorgianRugby

• tngh

გილოცავთ!!!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!

საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება

ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან

ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება