მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ განახლდა "კასტროლის" რეიტინგი, რომელიც ნებისმიერი სერიის ბოლო 12 თვის შედეგებს ითვალისწინებს
მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ განახლდა "კასტროლის" რეიტინგი, რომელიც ნებისმიერი სერიის ბოლო 12 თვის შედეგებს ითვალისწინებს.

გასული უქმეების მთავარი რბოლა ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი გახლდათ და მართალია, ვალენსიაში ევროპის გრანპრიზე საინტერესო მომენტი არც ისე ბევრი იყო, სტატისტიკის მხრივ ამ ეტაპმა ბევრი საინტერესო მოგვიტანა.

ამ უქმეების შემდეგ ფორმულა 1-ის პილოტებს ჩამოაკლდათ შარშან მონრეალში მოპოვებული ქულები, სამაგიეროდ, მარაგი შეავსეს ევროპის გრანპრიზე მიღებული ქულებით. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სებასტიან ფეტელმა ლიდერობის განმტკიცების მხრივ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, რადგან შარშან მონრეალში ის პოდიუმზე ვერ ავიდა, ვალენსიაში კი გამარჯვება მოიპოვა.

ასე რომ, სებასტიანი უკონკურენციოდაა "კასტროლის" კლასიფიკაციაში, სამაგიეროდ, საინტერესო ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის. მარკ უებერი თითქმის ერთი წელი ინარჩუნებდა ამ პოზიციას, მაგრამ ერთი კვირით მას რალისტმა სებასტიან ლოებმა გაუსწრო. შემდეგ "რედ ბულის" პილოტმა დაიბრუნა დაკარგული ადგილი. ახლა კი ვალენსიაში მოპოვებული მეორე ადგილის ხარჯზე ლოებს "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომაც გაუსწრო და მესამე პოზიციაზე გადავიდა. ამ პროექტის ისტორია საკმაოდ ხანმოკლეა, ამიტომაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის ეს შედეგი საუკეთესოა.

დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა პირველ ხუთეულში ადგილი ლუის ჰემილტონმა - ბრიტანელმა ძალიან ბევრი ქულა დაკარგა, რადგან შარშან მონრეალში პირველი იყო, თუმცა მაინც არ გაუშვა წინ ინდიკარის პილოტი უილ პაუერი. ლუისს გაუმართლა, რადგან პაუერი აიოვაში გამართულ ეტაპზე ავარიაში მოხვდა. სამაგიეროდ, ოკეანის გაღმა სერიის მეორე პილოტმა - დარიო ფრანკიტიმ იმავე რბოლაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ამით ჯენსონ ბატონს გაუსწრო.

ქვეყნების ჩათვლაში კვლავინდებურად გერმანია, ავსტრალია და ბრიტანეთი ლიდერობენ.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 29 658

2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 014

3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 916

4. ს. ლოები (რალი) 19 869

5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 368

6. უ. პაუერი (IndyCar) 18 317

7. დ. ფრანკიტი (IndyCar) 17 730

8. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 17 613

9. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 809

10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 025

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად