საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდეტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს.

თავდაცვის სამინისტრო ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც მშენებლობას აწარმოებს, უზრუნველყოფს სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, მის შემადგენლობაში ბრუნდება რაგბის კლუბი "არმია". რაგბის კავშირი კლუბს და თავდაცვის სამინისტროს რაგბის განვითარების კუთხით სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს.

პირველი ბაზა, ორი მოედნით, აეროპორტის გზატკეცილზე, სამხედრო დასახლებასთან აშენდება. იოსებ ტყემალაძემ ჯუანშერ ბურჭულაძეს გააცნო ბაზის მაკეტი და ესკიზები, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" ხელმოწერებით დამშვენებული კვართი და ბურთი, ასევე, გივი მრელაშვილის წიგნი „ერთხელ თუ ითამაშე“ გადასცა.

იოსებ ტყემალაძე: "დღევანდელ დღეზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – რაგბი დაბრუნდა სახლში! რაგბი, როგორც გუნდური, სტრატეგიული ბრძოლისა და ინდივიდუალური გმირობის მაგალითი, ჩვენი ისტორიის და ჯარის ნაწილია. მადლობა ბატონ ჯუანშერს ასე სწრაფი გამოხმაურებისთვის და ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში აშენდება სარაგბო მოედანი, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე ქართული ჯარისთვის და მისი მშენებლობა 2022 წლიდან დაიწყება. ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროსა და რაგბის კლუბ "არმიას" თანაარსებობა. წლების წინ ეს ურთიერთობა გაწყდა და მოხარული ვარ, ახლა მისი აღდგენა რომ მოხერხდა“.

ჯუანშერ ბურჭულაძე: "თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ რაგბის კლუბი "არმია" თავის წიაღს დაუბრუნდა. ჩვენ ზოგადად გვერდში ვუდგავართ ქართულ სპორტს, თუმცა რაგბი თავდაცვის ძალებისთვის გამორჩეულია. იმ პროექტების ფარგლებში, სადაც მშენებლობები გვაქვს, რაგბის და ჩვენი კლუბის ინტერესებს გავითვალისწინებთ, შევქმნით მატერიალურ ბაზას, რათა ჩვენი ახალგაზრდები და მათი ოჯახის წევრები რაგბით დაკავდნენ.“

GeorgianRugby

გიორგი
ტყემალაძე, მწვრთნელი მოძებნე, მწვრთნელი! თუ ეს არ შეგიძლია, წადი, მოშორდი ფედერაციას!!!
გოჩა
გუნდები არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან მორჩა და გათავდა.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება