მარცვალაძის ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მათ შორის, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა
მოსახდენი მოხდა და ვეღარ დაიმალა - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ხელმძღვანელებმა დაადასტურეს ის, რისი დაჯერებაც კლუბის გულშემატკივრებს არ სურდათ - გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი ოთარ მარცვალაძე "კრასნოდარში" გაყიდეს.

ოთარი კლუბს თავაწეული დაემშვიდობა: აუტსაიდერი გუნდიდან მოხვდა პრემიერლიგის ტოპფეხბურთელთა ათეულში და ტოპთავდამსხმელთა სამეულში, პრემიერლიგაში 5 გოლი გაიტანა, ბოლო ტურში კი "ტომთან" დუბლის, საგოლე გადაცემისა და ჩინებული თამაშის გამო ლამის ყველა გამოცემამ დაასახელა სიმბოლურ ნაკრებში, ტურის ფეხბურთელად და ტურის გოლის ავტორად.

"ვოლგას" გულშემატკივრებს ძალიან ვაფასებ და მიყვარს, რადგან ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ნიჟნი ნოვგოროდში ყოფნისას ეს ქალაქი ჩემთვის მშობლიური გახდა. მაგრამ ახლა წასვლის დროა. "კრასნოდარში" გაცილებით უკეთესი პირობები შემომთავაზეს, ცხოვრებას კი თავისი ლოგიკა აქვს. ამის მიუხედავად, "ვოლგას" ხელმძღვანელებთან და თანაგუნდელებთან კვლავ ვიმეგობრებ", - ამბობს ნიჟნინოვგოროდული კლუბის ვებგვერდზე ქართველი თავდამსხმელი, რომელიც "კრასნოდარს" 3 ივლისს შეკრებაზე შეუერთდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს პრემიერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა და ამბიციურმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი ორი კვირის წინ გაუფორმა. მართალია, 26 წლის ქართველის ტრანსფერი "ვოლგამ" სეზონის დასაწყისში გამოისყიდა, მაგრამ კონტრაქტში მითითებული იყო კონკრეტული თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც დაინტერესებული კლუბი მისი გადაყვანის უფლებას იღებდა.

ასეთივე პუნქტი იყო ჩადებული "კაისერისა" და ალეკო ამისულაშვილის კონტრაქტში - 3 მილიონი ევრო. "კრასნოდარმა" უკან არ დაიხია, თანხა გადაიხადა და თებერვალში ამისულაშვილი დაიმატა, რომელიც დღეს გუნდის კაპიტანია.

კლუბის მეპატრონე სერგეი გალიცკიმ მარცვალაძის შემთხვევაშიც იმავე პუნქტით ისარგებლა. მართალია, ამ ტრანსფერის საზღაურს რუსული კლუბები არ ამხელენ, თუმცა საქმეში ჩახედულებმა გაგვიმხილეს. ჯერ ის ვთქვათ, რომ "ტრანსფერმარკტის" შეფასებით, მარცვალაძის სატრანსფერო ღირებულება შარშანდელთან შედარებით 400 ათასი ევროთი გაიზარდა და 1.200.000 ევრო გახდა. თუმცა "ვოლგას" ქართველი ლიდერი ასე იაფად არ დაუთმია - მარცვალაძის კონტრაქტში ხელშეკრულების გაწყვეტის საფასურად მილიონი ევრო კი ეწერა, მაგრამ "კრასნოდარმა" 2,6 მილიონი ევრო გადაიხადაო.

"კრასნოდარი" მარცვალაძის მეექვსე კლუბია: "ვიტ ჯორჯიას" შემდეგ იყო კიევის "დინამოში", უჟგოროდის "ზაკარპატიეში", მახაჩყალის "ანჟიში", 2010 წლის დასაწყისში კი "ვოლგაში" ჩაირიცხა და 21 გოლით პირველი ლიგის ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ოთარ მარცვალაძის ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მათ შორის, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა. მართალია, თანხის ოდენობა ხშირად კონფიდენციალურია, მაგრამ მაინც არ იმალება.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერების ტოპათეულს:

ფეხბურთელი წელი ძველი კლუბი ახალი კლუბი თანხა

კახა კალაძე 2001 "დინამო" კიევი "მილანი" 16 მილიონი დოლარი

გიორგი ქინქლაძე 1998 "მანჩესტერ სიტი" "აიაქსი" 8 მილიონი დოლარი (5 მილიონი გირვანქა)

გიორგი დემეტრაძე 2000 "დინამო" კიევი "სოსიედადი" 4,5 მილიონი დოლარი

ალეკო ამისულაშვილი 2011 "კაისერი" "კრასნოდარი" 3,6 მილიონი დოლარი (3 მილიონი ევრო)

გიორგი ქინქლაძე 1995 "დინამო" თბილისი "მანჩესტერ სიტი" 3,2 მილიონი დოლარი

შოთა არველაძე 2001 "აიაქსი" "გლაზგო რეინჯერსი" 2 მილიონი გირვანქა (3,2 მილიონი დოლარი).

უჩა ლობჟანიძე 2010 "ზესტაფონი" "დნიპრო" 2,6 მილიონი დოლარი (2 მილიონი ევრო)

გოგა გახოკიძე 1998 "ალანია" "ეინდჰოვენი" 2 მილიონი დოლარი.

ბექა გოცირიძე 2009 "ზესტაფონი" "დნიპრო" 1,3 მილიონი დოლარი (1 მილიონი ევრო)

მიხეილ აშვეთია 2001 "ტორპედო" ქუთაისი "კოპენჰაგენი" 1 მილიონი დოლარი

მალხაზ ასათიანი 2003 "ტორპედო" ქუთაისი "ლოკომოტივი" 1 მილიონი დოლარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო