"რუბინის" კრიზისის პერიოდში 22 წლის სოლტმურად ბაკაევი პროგრესირებს - 4 მატჩში ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა.

ყაზანელები საშინელ ფორმაში არიან, მაგრამ ბაკაევს ინდივიდუალური გოლები გააქვს. მას მოედანზე გაცილებით ნაკლები დრო აქვს, ვიდრე კვარაცხელიას, თუმცა მაინც ქართველზე პროდუქტიულია - ხვიჩას მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ბაკაევმა კარიერაში 2 გოლის ოდენობით "რუბინში" უკვე საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა - წინ ჯერ კიდევ ნახევარი სეზონია.

"რუბინის" შემადგენლობაში 54 მატჩიდან 27-ში ბაკაევი სათადარიგო იყო. რა აკლია ნახევარმცველს კონკურენციის დასაძლევად?

სოლტმურადმა 4-2-3-1 სქემაში თავი ვერ გამოიჩინა, რადგან მეტოქის მცველებს ერთმანეთის დასაზღვევად მეტი დრო ჰქონდათ. ახალი განლაგების უპირატესობა ის იყო, რომ დრეიერის ცენტრალურ ზონაში გადასვლამ ბაკაევისა და ზოტოვისათვის (31 წლის) ფლანგზე მეტი სივრცე დატოვა.

"რუბინი" საუკეთესო ფორმაში არც გასულ სეზონში ყოფილა, თუმცა წარმატებას ინდივიდუალური ქმედებებით აღწევდა. ახლა დესპოტოვიჩს ტრავმა აქვს, ხვიჩა კი საკუთარი თავის შარშანდელ ვერსიას ეძებს. სლუცკიმ უნდა შეცვალოს სქემა და შემტევი მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა გამოიყენოს.

ბაკაევმა თავი მარცხენა ფლანგიდანაც (როცა ხვიჩამ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა) გამოიჩინა - ოლივერ აბილდგორი საგოლე გადაცემით მოამარაგა. მოედნის ცენტრიდან რეიდის შემდეგ სოლტმურადმა ორი მოთამაშე მასთან გადაიყვანა და თავისუფალ ზონაში პასი გააკეთა:

"მივხვდი, რომ ჩემზე ორი მოთამაშე გადმოდიოდა. თავი ავწიე, ოლი დავინახე და პასი ზუსტად მარცხენა ფეხთან გავუკეთე, რადგან ვიცი, რომ მას კარგად ფლობს“, - განაცხადა სალტმურადმა მატჩის შემდეგ. მაგრამ ზოგადად, ნახევარმცველი არ იყო ისეთი სასარგებლო, როგორც მარჯვენა ფლანგზე - ნაკლები პასები და ერთი-ერთზე თამაშის გამწვავება ჰქონდა.

"დინამოსთან" სლუცკიმ უფრო თავდაცვით სქემაზე გადასვლა გამოსცადა, ლეონ მუსაევი საყრდენ ზონაში დააყენა, მაგრამ ამისთვის მას ერთ-ერთი შემტევი ფეხბურთელის გაწირვა მოუწია - ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო. 4-1-4-1-დან 4-2-3-1-ზე გადასვლის შემდეგ “რუბინმა” მეტოქის კართან ვერაფერი შექმნა, მარცხენა ფლანგზე ბაკაევი სრულიად შეუმჩნეველი გახდა და მატჩის 82-ე წუთზე მოედანი დატოვა.

აღსანიშნავია, მარცხენა ფლანგზე სოლტმურადისგან ნაკლები სარგებელი აქვს, ვიდრე საპირისპიროდან. გარდა ამისა, ბაკაევმა კიდევ ერთხელ ვერ დაასრულა მატჩი ბოლომდე, რაც ფეხბურთელის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ავლენს - 90 წუთს ვერ თამაშობს.

"ბაკაევთან თამაშზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ის უბრალოდ არ არის მზად 90 წუთის თამაშისთვის", - თქვა ლეონიდ სლუცკი მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ბაკაევი მარჯვნიდან აშკარად უფრო პროდუქტიულია, თუმცა ძველ ფორმაციას რომ დავუბრუნდეთ, მაშინ ანდერს დრეიერი სასტარტოში ადგილს აუცილებლად დაიკავებს.

უმეტეს შემთხვევაში, ლეონიდ სლუცკის ურჩევნია მარჯვენა ფლანგზე დრეიერი გამოიყენოს. მას გოლები გააქვს, მაგრამ სტაბილურობით ვერ გამოირჩევა; შესანიშნავი დარტყმა აქვს, თუმცა ერთი-ერთზე თამაშში ბაკაევს ჩამოუვარდება. სტატისტიკა მაინც დანიელის მხარეზეა - მას მოაქვს შედეგი, ბაკაევი კი მხოლოდ ნოემბერში გახდა ის, ვინც თამაშს არა მარტო სათადარიგო სკამიდან, არამედ სასტარტო წუთებიდანაც აძლიერებს.

რთული ამოცანა მთავარი მწვრთნელისთვის: როგორ გადაანაწილოს მოედანზე დრეიერი, ბაკაევი და კვარაცხელია? ალბათ, ისევ 4-1-4-1-ს მიმართავს. სოლტმურადისთვის ეს სქემა მოსახერხებელია, მან ამ ფორმაციაში ორი გოლი გაიტანა. "ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩში სლუცკიმ შეხვედრის 52-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა, რაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ მწვრთნელის ნდობა დასასრულს უახლოვდება. პასუხისმგებლობის ტვირთი ახალგაზრდა გარემარბზე ზეწოლას ახდენს - მას სურს, თავი საუკეთესოდ წამოაჩინოს...

საერთოდ, დღეს "რუბინში" სტაბილურობა არც თამაშშია და არც შედეგებში. შეცდომებს აბსოლუტურად ყველა უშვებს: დუპენიდან კვარაცხელიამდე. ასეთ ვითარებაში ბაკაევი გახდა ერთ-ერთი გამამწვავებელი და ძლევამოსილი მოთამაშე შეტევაში, სადაც ჯორჯე დესპოტოვიჩის არყოფნის გამო აშკარა პრობლემებია. კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა, მისი პოზიცია სუსტდება და ბაკაევისთვის ეს ორივე ფლანგზე ასპარეზობის შესაძლებლობას იძლევა.

თავდაპირველად, ბაკაევი კვარაცხელიას კონკურენტად საერთოდ არ განიხილებოდა. დენის მაკაროვის წასვლის შემდეგაც, სოლტმურადმა საჭიროება ვერ დაამტკიცა. ანდერს დრეიერის მოსვლამდე, მარჯვენა ფლანგზე ადგილი ახალწვეულმა სეად ჰაკშაბანოვიჩმა დაიკავა. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ლეონიდ ჩერნოგორიელის გუნდში ინტეგრირებას ცდილობდა, თუმცა არა საკუთარ პოზიციაზე. თავის მხრივ, სოლტმურადი მშობლიურ ფლანგთან ცოტა შორს იყო - სადღაც სათადარიგოთა სკამზე, სლუცკის გვერდით. ნახევარმცველმა შემდეგ მეტი პრაქტიკა მიიღო.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

კაპიტან გარდენბურგი
ეხლა მე აქ სლუცკის და რუსებს დავუწერ და ვიცი რა რომ ისინიც ადევნებენ თვალყურს, წაიკითხონ: дуратский обзор! не бакаева с кварацхелией, или дрейера надо менять и приноравливать к команде, а этого сеада хакшабановича надо гнать в шею. или обяснить ему, что если игра командная, пусть не мешает хвиче и пусть ему пасы дает и видно, что у него гораздо меньше испонительской импровизацыи, чем у хвана. не для этой команды был парень, хотя против него лично нечего не имею. то, что работает много это + но тогда надо его на опорную зону и обяснить, чтобы как только получит мяч искал хвичу, дрейера и хвана. ქართველებისთვის, ვინც არ იცის რუსული ავხსნი: ჰაკშაბანოვიჩის მოსვლით აირია გუნდი. და მგონია რომ ხვიჩაზეც ეს მოქმედებს, რაღაც კომპლექსი გაუჩნდა თითქოს, რომ პასი უნდა გააკეთოს სულ. ერიდება თვითონ დრიბლინგებზე ხშირად წასვლა. სეადამდე აკეთებდა და ეტყობა გუნდელები გაგებით ეკიდებოდნენ და მგონია, რომ ამას ისეთი ჯმუხი გამომეტყველება აქვს რომ საყვედურს ეუბნება გასახდელში და ამის ხათრით იკავებს თავს. განა შიში და რამე, უბრალოდ მეგობარს არ უტეხავს, იმას რაღაც ვაჟნი უჭირავს და მოკლედ ერთი რომ ათამაშოს უსეადოთ ისევ გუნდი, საინტერესოა რა იქნება. ინ ბომი ბევრად მაგარი გამთამაშებელია, ვიდრე ეს
I
შენ გირჩევნია ზრდილობას მოუხმო და წესიერად მიმართო უცნობ ადამიანს,ჯერ ეგ ისწავლე და პოლემიკაში მერე შემოდი!
niko
რუბინის დაცვა არის ძალიან სუსტი განსაკუთრებით ცენნტრში და მარჯვენა ფლანგზე. როდესაც კვარას უკეთ სამოშნიკოვი თამაშობს მარცხენა ფლანგი დაცვაშიც უკეთ გამოიყურება და კვარასაც ბურთით უკეთესად ამარაგებს. მაკაროვის წასვლა აშკარად დაეტყო რუბინს და თავდასხმაში ბევ შანსებს უშვებენ. ჰაკშაბანოვიჩი საერთოდ მოედანზე რას აკეთებს? ან დრაიერი? ყველა თამაშს ვუყურებ ხვიჩას გამო. ხვიჩას გამო მანდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ რადგან ქართველია და ნიჭიერი ყველანაერად შეეცდებიან ყველაფრის მასძე დაბრალებას. ამ დროს სლუცკიმ დაკარგა გუნდის სადავეები და ბევვრად უფრო ნერვიულობს რომ სამუშაო არ დაკარგოს. თავის გადასარჩენად ეგენი ყველას გასწირავენ, თანი კარგად იციან რომ ხვიჩას გაყიდვას ხელი შეუშალეს, აგენტ ჯუღელის უსუსსურობა განსახილველიც არ არის. ხვიჩას კი ერთ ფლანგზე დგომა და ბურთის ლოდინი არაფერში წაადგება დღევანდელ ფეხბურთში. ფლანგებსაც უნდა იცვლიდეს და ცენტრშიც ხშირად გადადიოდეს , დაცვაში ჩამოდის მაგრამ უფრო ნაკლებ მონდომებულად ვიდრე შარშან. გარდა ამისა ჯინაში ჩადგომით ვერც ევერროპაში ითამაშებს დიდ გუნდებში და მეშინია გიორგი ჭანტურიას კარიერას არ დაემსგავსოს, რომელიც ბარსელონას ახალგაზრდულში წამყვანი ფეხბურთელი იყო, არ მოიცადა და რუსეთში გადასვლით თავიც და კარიერაც დაიღუპა.
zaza
დინამოსთან რომ მაგარი საგოლე პასი გააკეთა მაშინაც არ მომეწონა რომ ჟესტი აჩვენა გაჩუმდითო, კვარას აშკარას ფსიქოლოგიურად უჭირს, თან მისგან ითხოვენ 3-4 კაცის მოტყუებას. ეს რუსი ჟურნალისტები კიდევ გადაეკიდნენ რა, რა უნდათ ვერ გავიგე ითამაშებს მაგრად ეგრევე ბარსა რეალიო, ჩააგდებს თამაშებს რუბინში ზამენაში უნდა იყოსო. რეალურად მთავარი პრობლემა არის რუბინის თამაშის ორგანიზება, ძალიან ქაოტურად უტევს რუბინი და კვარას ვერ იყენებენ სათანადოდ, დაცვა კი დაბნეულად თამაშობს. კვარამ ეხლა მთავარია თავის საქმე გააკეთოს მშვიდად წყნარად. იმ თამაშში სადაც აკრიტიკებენ ორი მაგარი პასი გაჭრა და შეეძლოთ გამოეყენებინათ, უბრალოდ ვერ ხვდებიან მარტივ რამეს, სამოშნიკოვის გარეშე უჭირს კვარას, როგორც ნაკრებში აზაროვი ეხმარება იქ არ ჰყავს ეგეტი მცველი რომ გაათამაშონ ბურთი. თან ტრადიოცულიად პერსონალურად იჭერენ და რა დონის ფეხბურთელიც არ უნდა იყოს ძნელია პერსონალური მეურვის წინააღმდეგ თამაში.
zura222
ვაჟკაცურად ეს ზოგიერთები ღრუსები ღრუსებიო რომ გაიძახით რას ნიშნავს ? პირის ღრუს თუ სხვა რამეს ?? მერე რომ ამბობ კონტრაქტის დეო გაუვაო 4 წლიანი კომტრაქტი აქვს და კიდევ 2.5 წელი უნდა ელოდოს ???
zura222
და თუ არ ითამაშა და თავი არ გამოიჩინა ვინ იყიდის ? შვედებთან 2 გოლი არ აკმაყოფელებთ ეტყონა ტოპ ლიგის გუნდებს და სტაბილურ მაგარ თამაშს ელოდებიან ხვიჩასგან რუსეთში
ზურა
ყველას გვახსოვს შარშან თავს რო იკლავდა ვინ დაუფასა? ვნახეთ ბოღმა ღრუსები მოედანზე როგორც ეთამაშებოდნენ ტრავმის ზღვარზე,პირდაპირ ფეხებში,ასეთი შეძახილებიც მოვისმინეთ... ეხლა თავს მოუფრთხილდება რუსეთში და ნაკრებში არ დაზოგავს არაფერს,დროც გაუვა კონტრაქტის და ნაკრებიდან უფრო იშოვის კარგ გუნდს! ჯუღელი და რუბინის პრეზიდენტი დარჩებიან ხახამშრალი ვატყობ! ეს ბიჭი მუქთად წავა მაგარ კლუბში!!!
ზურა
გენიოს ბრუციანი ხო არ ხარ? ბიჭმა საბერძნეთს გაუტანა,ესპანეთს გაუტანა,შვედებს გაუტანა,მეტი რაღა ქნას? რა არის გაზვიადებული და სად ხედავ ბაქი ბუქს კვარაცხელიას თაობაზე? შეგნებულად ადებან მაგხელა ფასს ღრუსები,რომ არ გაიყიდოს,თორემ ამ ბიჭისთვის სიკეთე,რომ დომებოდათ აქამდე რეალურ ფასად გაყიდიდნენ კარგ კლუბში!
I
აი ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვთ ყველა სფეროში საკუთარი პროფესიის წინაშე იმიტომაც აღწევთ ხოლმე მერე წარმატებას,ასე გაზვიადებებით ბაქიბუქობით და ჰარეზე მოტანით არაფერი ხდება.ყველაფერს უნდა შრომა და თანაც ძალიან დიდი შრომა რომ რამეს მიაღწიო.გამგები გაიგებს რაც დავწერე.მადლობა ნახვამდის.
რომა
კაი თავს რო იტყუებთ ვხედავ :D ეხლა გაუშვით კვარა აღარ გჭირდებათ ხო ხედავ თან არც თამაში არ სცოდნია ვერც გოლებს ვერ იტანს და გაყიდეთ 5მილიონში. ;) კაის შვება კვარა როარ თამაშობს. მოინდომეს ათეულობით მილიონი 1-2წელში. აგენტს რატო არ იცვლის ის მიკვირს აგენტი კიარა სუფთა მაფიოზია
tngh
ხვიჩას ჩავარდნა დროებითია. მომავალ წელს ისევ გაიბრწყინებს!!!
Levan
კიდია ხვიჩას რუბინი- ჟურნალისტებს ხო არ ეტყვის განგებ არ ვიკლავ თავს სატრანსფერო ფანჯრის წინო.
ქ. გ.
მესი რომ ქართველი იყოს და რუსეთში თამაშობდეს, რას დაწერენ რუსები მის შესახებ, თუ იცით?
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია