რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში "კრილიამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.

ამრიგად, "თათრები" 18 ტურის თავზე 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი 26 თებერვალს, "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავენ.

უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს "კრილიას", რომელსაც 27 ქულა დაუგროვა და მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 26 თებერვალს "როსტოვის" პირისპირ ჩაატარებს.

გიო
კარგი რა, ესპანეთთან და საბერძნეთანაც ყარაულის თოფი გაუვარდა? თუ შვედებთან მეორე გოლი შემთხვევით გაიტანა?
ქომაგი
სწორი ანალიზია. უბრალოდ ერთს დავამატებ რომ ეს ჰაკშაბანოვიჩი ძალიან ნაბიჭვარი ფეხბურთელია, რასაც მაგას ვაკვირდები პასს უგვიანებს, ან არ უკეთებს როცა ხვიჩა გახსნილია. ამ თამაშიც ბევრჯერ არ გაუკეთა და თუ რამდენჯერმე მისცა, მაშინ გამოუვალ სიტუაციაში იყო. ისე მეჩვენება, რომ ხვიჩა ცოტა დამძიმებულია, თუმცა ტექნიკას მაგას ვერ წაართმევ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალ გუნდში ის თავისუფლად აკრიფავს სასურველ კონდიციებს და ძველებურად გაგვახარებს. ღმერთმა ქნას ამ ზამთარს გუნდი გამოიცვალოს.
ირაკლი
შეიძლება ყველას ყველაფერი დააბრალო, მაგრამ დიუპინი ( რუბინის მეკარე), “დირკა” ნამდვილად არ არის. მითუფრო იმ დროს, როცა მისმა მაღალმა კლასმა რუბინს არაერთი ქულა მოიპოვა… თქვენ ალბათ არ ადევნებთ მის მიერ ჩატარებულ მატჩებს თვალს და ზერელედ შემოიფარგლებით…
სულიკო
“ვაჯა მას” - ყველა გვერდზე კომენტარს რომ აკეთებთ და ყოვლისმცოდნე ხართ, ცოტა უხერხული ხომ არ არის თქვენი მხრიდან???
mees
დავიჯერო მართლა გჯერათ,რომ კვარა შეგნებულად არ თამაშობს ან კიდევ უფრო მაღალი დონის ჩემპიონათში დამცველები ფიანდაზებს დაუგებენ და მჭიდროდ არ ეთამაშებიან.პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ რუბინს, ამ ეტაპზე საერთოდ რომ ათამაშებს სასტარტოში,ტრამვისა და იმ სატრასფერო ისტერიის შემდეგ ბიჭმა ჯერ-ჯერობით ფორმა ვერ აკრიფა, რაც დღეაც აშკარად გამოჩნდა. იმედია მეორე წრეში ფორმასაც დაიბრუნებს და შედეგიანობაც იქნება. აქ დაწერეს ერთ-ერთ კომენტში და მეც მგონია რომ შვედედთან გატანილი ის გოლები უფრო [ყარაულის თოფის არ იყოს] შემთხვევით გავიდა.
სოსო
სამოშნიკოვის ტრავმამ,რუბინის მარცხენა ფლანგი ძალიან დაასუსტა.მას სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს და ხვიჩა იძულებულია დაცვას ხშირად დაეხმაროს.2 ნომერზე რადენიმე კაცი სცადეს,ახლა ზუევს უშვებენ,მაგრამ აშკარად სუსტია.ასევე მარჯვენა ფლანგზეც ,იძულებით ზოტოვი თამაშობს და ვერც ის აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს.სწორედ აქედან ექმნება ძირითადი სირთულეები რუბინს და ფლანგელი შემტევები,მათ დასახმარებლად დიდ დროს ატარებენ უკან.არც თავდასხმის ცენტრში ჰყავთ გოლის გამტანი(დესპოტი შეცვლაზე შემოჰყავთ,მაგრამ ჯერ შორსაა ფორმისაგან).ერთი სიტყვით გუნდს ძალიან ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი აკლია და ბზარებს ვერ ფარავს.თამაშიც მოიშალა.ფაქტია,რომ ხვიჩა ძველებურად ვეღარ ბრწყინავს.მისთვის, შარშან თამაში თუ დღესასწაული იყო,წელს მძიმე, იძულებით სამუშაოდ გადაიქცა და დიდი ენთუზიაზმი ნამდვილად არ ეტყობა.მგონი სხვებიც ასე არიან
კაპიტან გარდენბურგი
ჰაკშაბანოვიშმა რატომღა არ გაიბრწყინა ? უცნაურია )) კვარა არაფერ შუაში არაა! უაზრო ტრანსფერების ბრალია ეს რუბინის
სოსო
სრული ქაოსია გუნდში დაცვიდან დაწყებული: ეს აბილდგორი ძალიან ტლანქია და ხშირად აგვიანებს/ვერ ასწრებს რეაგირებას, ასევე არასწორ რისკიან პასებს აკეთებს, მარჯვენა დაცვის ფლანგი სრული კრახი. ხვიჩა სამოშნიკოვთან ერთად უფრო აწყობდა ხოლმე, რადგანაც ორივე სწრაფია და მეტი სივრცეც თვისუფლდებოდა. ეს ჰაკშაბანოვიჩი რისთვის იყიდეს საერთოდ???? ძალიან ნელა მოძრაობს, ვითომ თავის თავზე უნდა აიღოს რაღაცეები ან ხვიჩს პასს არ აძლევს, თითონაც დაბორიალობს ვერც ურტყამს, ბოლოს კარგავს ბურთს ანუ თამაშს კლავს. მოთამაშეები ისე მოქმედებენ, თითქოს ერთმანეთს ხელს უშლიან. ერთი ეს კორეელი ქმნის რაღაცეებს, მაგრამ ეგეც ცოტა ნელია და ფიზიკურად სუსტია.ასევე, არანაირად არ ჩანს, რომ ვარჯიშებზე რაიმე ნორმალურ კომბინაციებს/სტანდარტულებს და ა.შ.ამუშავებდნენ და ხვეწდნენ. წესით ყოველ თამაშზე უკეთესად უნდა ეწყობოდნენ და ამ დროს პირიქით- ხარისხი თანდათან უარესდება. იმედია სადმე უკეთეს გუნდში გადავა სადაც თავის ადგილსაც იპოვის და მეტი მოტივაციაც ექნება!!
Sasas
ერთადერთი ხვიჩა ცდილობდა რაღაცას და იმასაც 2-3 ფეხბურთელი კეტავდა. დანარჩენი გუნდი იყო 0.კრილია რუბინის საჯარიმოში დაფრინავდა რასაც ქვია. მერე დაწერენ რუსი გამშავებელი ჟურნალისტები ვერაფერს აკეთებსო. იმას არ უსვამენ ხაზს, რომ რუბინი არ ვარგა არაფრად. რუსეთზე რომ გული აქვს აცრუებული ეგ თავისთავად. ამ ბიჭს სჭირდება სხვა ქვეყანა და ნორმალური გუნდი. დავიჯერო იმდენიც არ შეიძლება ჩვენი მთავარი ტალანტი ნორმალურ გუნდში მოხვდეს?...
შოთა
იქნებ არა კიარა უბრალოდ ვეღარ თამაშობს? იმ ორი გოლის დროსაც შვედეთთან უბრალოდ გაუმართლა. რაც ტრავმა მოირჩინა ხვიჩას ვეღარ ვცნობ, სულ უფრო და უფრო უკლებს
ჯუჯი
აქ ორი ვარიანტია. ან იზოგავს თავს, ან ფიქრობს ასეთ დაბალი კლასის გუნდში თამაში არ მეკადრებაო და რაღაცას უცდის.თუ რას თვითონაც არ იცის. იმდენად დიდი გულშემატკივარი ვარ მისი, რომ ცოტა გულნატკენი ვარ და შეიძლება ვცდები კიდეც. ღმერთმა ზამთრის ბოლოს სულ სხვა დონეზე ნანახოს გამიხარდება.
კ ო მ ბ ლ ე
არ თამაშობს და სწორიც არის, მარა სხვაგან რო გადავა, მერე ძველებურად თამაში მოუნდება, თუ არა, შეძლებს, თუ ვერა აი ამაშია საქმე. თან ნუ დაგავიწყდებათ სად უწევს თამაში რა კლიმატურ პირობებში, კაზანში გუშინ მინუს 7 იყო დღეს მინუს ცხრა, 15 20 გრქდუსამდე ელოდებიან, მიდი და ირბინე თუ მაგარი ხარ, რკინა ვერ უძლებს და ტყდება, ძვალს რა მოუვა, თუ ყოველ წამს ურახუნეს ფეხებში, ღმერთმა არ ქნას და მერე? მერე ჩადგება ფორმაში? მეტი არაა ჩემი მტერი, მაგათ ყურადღება მიაქციონ, სწორე ქნა ანანიძემ, წველა სპარტაკი, წველა სანამ ძუძუსთან უშვებდნენ და მერე ჰაიდა მარა ფეხზე დადგომა გაიჭირდა ხედავთ ხო? აი ამაშია საქმე...
ვოოტ
თავად გუნდშია არაჯანსაღი სიტუაცია და ვისაც რამე პრასვეტი აქვს, ხვიჩა იქნება თუ სლუცკი, ჯობია დროზე აახვიონ სათათრეთიდან...
beqa
დააწყებინეს რუსული ფეხბურთი ბეი ბეგი
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ვუყურე თამაშს მოვალეობას იხდის არ თამაშობს აშკარად, ეს სლუცკი არანაირი ტაქტიკოსი არაა, გუნდელები კიდე ძალიან უკლასოები ჰყავს, ხვიჩას ფლანგზე რა ქაოსი იყო ვერ გავიგე სივრცე არ დაუტოვეს თვითონ გუნდელებმაც კი.
განაწყენებულია ალბათ და სჯის
შეიძლება ნაწყენია და სჯის ამით გუნდს. არ თამაშობს. არავინ იცის რა მოხდა ზაფზულში. ალბათ იყო ვარიანტები, თუნდაც აიაქსის და იწუწკა გუნდმა. არ გაუშვა 12 მილიონად როგორც იწერებოდა, არა და უფასოდ ჩაიგდეს ხელში. ჰოდა განაწყენდა რა, არ შეუსრულეს რასაც დაპირდნენ თავის დროზე და სჯის მაგით. აღარ იკლავს გუბდისთვის თავს. ფაქტია ბიჭმა გაწირა თავის გავიც და გუნდიც. ფიქრობს ალბათ, მე დავიბეუნებ ფორმას ნახევარი სეზონის მერეცო და იგდებს ფასს რომ აიძულოს გაყიდვა ზამთარში. სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს რაც ხდება. უბრალოდ აღარ თამაშობს გუნდში ტიპი. როგორც ჩანს ძალიან აწყეინეს და მანდ უკვე აგენტის გასაკეთებელია საქმე. უნდა ჩაერიოს და გააყიდინოს გუნდს. ნუ აძლევდნენ მაშინ იმედებს ბიჭს ტყუილად
ჯეკო
ვუყურე თამაშს. იმენნა - არ თამაშობს... თავს იზოგავს და შეიძლება სწორი ტაქტიკაცაა..
ზალიკო
იმედი მაქვს უკანასკნელი თამაში იყო რუსეთში
ვაჟა მასწავლებელი
რუბინელები კარში ვერ ურტყამენ, დაცვა და მეკარე "დირკაა", ხვიჩა კვარაცხელიაა სამჭყუაშვილი კი არაა ყველას მაგიერ ითამაშოს!
tngh
წარმატებები ხვიჩას!!!
smrzy))
დამშვიდდი, რატომ ნერვიულობ ახალგაზრდა კაცი
სახიჩარი
მეტი დასაწერი რომ არ არის. ქართველი რუბინის ძირითადში მოხვდა ვაშაა
სოსო
წინა თამაშში მეორე გაფრთხილება არ მიიღო?მე მგონი დისკვალიფიკაცია აქვს.
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება