ყაზანის "რუბინმა" 2021 საფეხბურთო წელი მე-10 ადგილზე დაასრულა. უკანასკნელ 3 შეხვედრაში გუნდი საერთო ანგარიშით 3:7 დამარცხდა. კონფერენს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "რუბინმა" 14 მატჩი გამართა, საიდანაც ნახევარში დამარცხდა, 4-ში ფრედ ითამაშა და მხოლოდ სამში გაიმარჯვა. შეგვიძლია ვისაუბროთ ტრავმებსა თუ სხვა მიზეზებზე, თუმცა ფაქტია, რომ სლუცკის გუნდმა სეზონის ნახევარი მთლიანად ჩააგდო და რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს აღმაფრენას მეორე ნაწილშიც.

უკვე ყველამ აღნიშნა, რომ კვარაცხელიას მეორე სეზონის სინდრომი აქვს. გასაგებია, რომ ხვიჩას ძალიან ეწყინა, როცა "რუბინი" ვერ დატოვა. თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია მოთამაშის შეზღუდვა იმ ინფორმაციისგან, რომელიც მის გარშემო ტრიალებს. ცხადია, ის ბაზაზე იმყოფებოდა და "მილანის", "ბაიერნისა" და "ტოტენჰემის" შესახებ ჭორებს უსმენდა. შემდეგ ის რჩება ყაზანში, კლუბი კი ევროპული შეჯიბრებიდანაც ვარდება, სადაც მისი ტრანსფერი უფრო მომგებიანად იყო შესაძლებელი.

დარჩა მხოლოდ ეროვნული ნაკრები, სადაც კვარაცხელიამ გაიბრწყინა - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩები დაასრულა და ამხანაგურ შეხვედრებში ფეხბურთელებს არავინ აკვირდება. კვარაცხელია ნაწყენია, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჩარჩა და პერსპექტივა არ ჩანს - ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია".

რაც შეეხება "რუბინს" - გუნდს შემქმნელი მოთამაშეები აკლია - მათი შეტევები ფლანგიდან არაზუსტი პასით ან შორეული დარტყმით სრულდება.

მომზადებულია kazanfirst-ის მიხედვით

სოსო
ზენიტში ქართველი მართლაც ვერ ითამაშებს.თუნდაც იმიტომ რომ რასაც ეგენი დარბიან და ჭიდაობენ,ვერა ქართველი ვერ გაუძლებს.რა თქმა უნდა,კლასითაც უფრო მაღალი კლასის გუნდია.

არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებ. პირიქით როცა ხელფასზე ჰკითხეს ძალიან თავმდაბლურად უპასუხა ფული არ მაინტერესებსო. რეალური ინფორმაციები იკითხეთ და მოუსმინეთ ფეხბურთელის ინტერვიუებს თუ გაინტერესებთ რათქმაუნდა, თუ არადა ჭორებს ნუ უგონებთ, ვინმე მაინც დაიჯერებს და ცოდოა :დ
კკკ
რუსები უსპობენ კარიერა? თუ დახამებული აგენტი და ოჯახი? ტიპს ჯერ არაფერი არ გაუკეთებია და უკვე გაყიდული ჰყავდათ ბაიერნებში და მილანებში იმ აგენტისთვის რო გეკითხა.
tngh
ხვიჩა მომავალი წლიდან ისევ ჩვეულ ფორმაში იქნება!!! პირადად ჩემთვის მთავარია, რომ ნაკრებში ბოლომდე იხარჯება და საუკეთესოდ თამაშობს... წარმატებები ხვიჩას!!!
gio
ძალიან მიყვარს ეს ბიჭი , მაგის გულისთვის ბევრჯერ რუბინის თამაშსაც მიყურებია, მაგრაამ ლოკომოტივიდან რომ გამოაგდეს რუბინმა შეიფარა და ყველანაირად ხელი შეუწყო, სამარტლიანად თუ ვიმსჯელებთ არცერთ გუნდში არ გადავიდოდი რუსეთში, ან ევროპა ან რუბინი, ცოტა დიდი წარმოდგენები არ უნდა შეიქმნა შენ თავზე, იშრომე იწვალე და ყველაფერი თვითონ მოვა, ფეხბუღტელის გაფუჭებაში რუსებს ბადალი არ ყავთ ეგ თავიდან უნდა ეფიქრა სადაც გარბოდა.
qomagi
ჯერ კიდევ როდის ვიძახდი, რომ რუსები ისევე მოუსპობენ კარიერას ამ ბიჭს, როგორც საბა კვირიველიას, ჯანო ანანიძეს და სხვ. არ გაუშვებენ არსად არც ამ სეზონში.
დათო
ფეხბურთის გარდა, ცოტა ფართოდ შევხედოთ საკითხს, "ზენიტში ვერასდროს ვერ ერთი ქართველი ვერ იქნება, ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია, სხვაგან კიდე შეიძლება. ყველა კომენტარს თან ახლავს აგრესია და ნეგატივი რუსეთის მიმართ(სამართლიანი), და როგორ წარმოგიდგენიათ პუტინის ქალაქში, რუსეთის ეკონომიკის ფლაგმან კომპანიის კუთვნილ კლუბში "გრუზინი"?
ჯუჯი
ცუდი სტატისტიკა აქვს, მთხოვნელიც აღარ ყავს მგონი. სამწუხაროა.ფსიქოლოგიური პრობლემებიცაა აქვს როგორც სჩანს.
სანი
"ზენიტში" ვერასდროს ვერც ერთი ქართველი ვერ იქნება, ეს პოლიტიკაა.
ტაროს
რა ბოღმა გჭირს ამ ბიჭის ვიღაც ძალაში არ იყოს. მარტო ბოღმით სავსე ბოროტი თუ იტყვის იმას რომ ხვიჩა თურმე ვერაა კარგი ფეხბურთელი))) და ვერც პიროვნება))). ძალიან კარგი ფეხბურთელია და პიროვნება ძალიან საყვარელი.
ქართველო
საიდან მოიტანე რომ ასე ლაპარაკობს. თუ ზუსტად არ იცი ნუ დაწერ და შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანს
KATOK.
უტიფარი ხარ შენ შე *****ის ჭია
Asteroid
ესეიგი კოკორინი უნდა იყოს იტალიაში და კვარაცხელია ზენიტში ან სპარტაკში ხომ
დავით 67
სლუცკის ვინ ეკითხება ??
დავით 67
სად გაიგე ეს? ჩვენც გვითხარი
დათო
მოტივაცია დაკარგა ოცი წლის ბიჭმა. როდესაც რაღაცას მიაღწევ აუცილებელია წინსვლა. რუსებმა კი ის სპეციალურად გადამეტებული ფასით გააჩერეს. ბორბალში დრინის გაჩხერა კარგად გამოსდით.
ტარო
ეს კვარაცხელია საერთოდ რას თამაშობს ძალიან ცუდია როგორც ფეხბურთელი და პიროვნულად უსაშინელესი თანაც,ყველასთან იქედნურად იქცევა,მე რა თანხასაც ვიღებ არც კი დაგესიზმრებათო ასე თქვა ამ უტიფარმა..
ilia
მხოლოდ ბრიყვები ვერ ხვდებიან,რა თქმა უნდა ,უნდა წავიდეს თუნდაც ანორთოზისში.ქეცბაია მაგას უშველის,ერთად მაგარ შედეგს დადებენ და მერე ვნახოთ.ღმერთმა სიკეთე მისცეს.
რეზო
ხოდა თუ ასეა, საკუთარ თავს დაუშავებს პირველ რიგში. ევროპელებს არ უყვართ ასეთები...
Semi
სამწუხაროდ ჯერ ისიც არ დაუმტკიცებია რომ ზენიტში თამაშს იმსახურებს, უყურეთ ჩელსისთან ზენიტის თამაშს და გულახდილად თქვით რომელ ზენიტის ფეხბურთელს ჯობია?!
მეგრელი
მარტვილის მერანში. მარტვილში ფეხბურთის მხვრივ ინვესტიციები ხორციელდება და მომავალ სეზონში კვარაცხელიას დახმარებით კიდევ ერთი ახალი ჩემპიონი გვეყოლება
გიორგი
სპეციალურად არ თამაშობს უეჭველი, შეთანხმებულია რომელიმე კლუბთან რომ ფასი დაიგდოს, აბა ისე რუსები არ უშვებენ ნორმალურ ფასად ფაქტია.
ქ. გ.
ზაფხულში სლუცკიმ არ გაუშვა. სლუცკის ჰქონდა ილუზიები, რომ რუბინი დიდ გამარჯვებებს მოიპოვებდა.
ლუკა
და ვინ წაიყვანს? ანორთოსისი? დინამო თბ.?
ზურა
მიხვდა ერთია, მაგრამ ასეთივსტატისტიკისას ვინ დააგლიჯავს კალთებს?
თენგო
ხვიჩას უჩალიჩებენ ზენიტში ან სპარტაკში? აი რა ხდება თურმე!!!
ქ. გ.
ხვიჩა დიდი ხანია მიხვდა, რომ უნდა წავიდეს რუსეთიდან. თებერვალში უკვე აღარ იქნება რუსულ კლუბში. სატრანსფერო ფანჯარა: საფრანგეთი - 1 იანვარი - 31 იანვარი; ინგლისი - 1 იანვარი - 31 იანვარი; იტალია - 2 იანვარი - 31 იანვარი; ესპანეთი - 1 იანვარი - 2 თებერვალი; გერმანია - 1 იანვარი - 2 თებერვალი.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?