ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე -96 კგ წონითი კატეგორიის B ჯგუფში შეჯიბრება დასრულდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა, 2020 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა ანტონ პლესნოიმ ატაცში 170 კილოგრამის დაძლევით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

აკვრაში კი ძალოსანმა პირველ მისვლაზე 190 კგ დაძლია, თუმცა ძველმა ტრავმამ თავი იჩინა, რის გამოც, მწვრთნელთა შტაბისა და სამედიცინო გუნდის გადაწყვეტილებით, სპორტსმენმა დანარჩენ მისვლებზე უარი განაცხადა.

პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 360 კილოგრამი დააგროვა, მე-6 ადგილზე გავიდა და გუნდს მნიშვნელოვანი ჩათვლითი ქულები მოუტანა.

დღესვე საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გობეჯიშვილი (-96) C ჯგუფში გამოვიდა, სადაც ატაცში 154/158 კგ დაძლია და ამ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ძალოსანი აკვრაში 183/188 ძლევით მე-5 ადგილზეა, ხოლო ორჭიდის ჯამში 346 კილოგრამით მე-2 პოზიციაზე.

შეგახსენებთ, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ნაკრების სახელით კიდევ ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს - ზაზა ლომინაძე, ირაკლი ჩხეიძე (ორივე -102 კგ), ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე (+109 კგ).

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

შაკო
პლესნოი - მაგარი კაცი!
ნოლსედმოი
ბ ჯგუფში რატო?
tngh
წარმატებები ჩვენს ძალოსნებს!!!
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ანტონ პლესნოიმ საქართველოს 2020 წელს პირველი ოქროს მედლები მოუპოვა!
ანტონ პლესნოიმ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოუტანა! [VIDEO]
9 აპრილს საქართველოს დროშა და ჰიმნი მოსკოვში - პლესნოის ტრიუმფი! [VIDEO]
რაჰიმ სტერლინგი "რეალში"? - 24 სექტემბრის დაიჯესტი
ანტონ პლესნოის ტრიუმფი - 3 ოქროს მედალი და ევროპის 4 რეკორდი ბუქარესტიდან! [VIDEO]
ანტონ პლესნოი: მუხლიც რომ ჩამშლოდა, საქართველოსთვის მედალი უნდა მომეპოვებინა