ხვიჩა კვარაცხელია 2001 წლის თებერვალში თბილისში დაიბადა. როგორც საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში დაბადებული და გაზრდილი ფეხბურთელების დიდი ნაწილისა, ხვიჩას კარიერაც თბილისის "დინამოში" დაიწყო.

თბილისელთა შემადგენლობაში ის ხუთ მატჩში გაიტანს გოლს და საგოლე გადაცემას შეასრულებს, შემდეგ კი სხვა ქართულ გუნდში, "რუსთავში" გადადის. თხუთმეტ მატჩში სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა საკმარისია იმისათვის, რომ ქართველი ტალანტი მოსკოვის "ლოკომოტივში" აღმოჩნდეს, ოღონდ იჯარის წესით.

"რკინიგზელთა" თავკაცი იური სიომინი იმედგაცრუებული დარჩა, როცა მისმა გუნდმა კვარაცხელია ვერ შეინარჩუნა და ის რუსეთის სხვა კლუბში, ყაზანის "რუბინში" გადავიდა, სადაც დღემდე გამოდის. ყაზანურმა კლუბმა ფეხბურთელი მოსკოვურ გუნდში იჯარის დასრულების შემდეგ შეიძინა.

ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები ხშირად საბჭოთა ჩრდილში რჩებოდნენ, რამდენიმე მათგანმა კი ფართო ასპარეზზე გასვლა შეძლო.

კახა კალაძის მშვენიერ მილანურ კარიერას თავი რომ დავანებოთ, შეგვიძლია ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია დავასახელოთ. სამწუხაროდ, უკანასკნელი 3 სახელი ტრავმის, არასწორი არჩევანისა თუ ხასიათის სირთულის გამო სრულად ვერ რეალიზდა.

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის შავ-ბნელ პერიოდში იმედის ნაპერწკალია. მან ეს შვედეთთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოავლინა, როცა დუბლი შეასრულა და სკანდინავიელები პლეი-ოფისთვის გასწირა.

დაახლოებით 183 სმ სიმაღლის კვარაცხელია მარცხენა გარემარბია, რომელიც ძირითადად, მარჯვენა ფეხით თამაშობს, თუმცა მარცხენასაც ძალიან კარგად იყენებს. მიუხედავად მცირე ასაკისა, ხვიჩას პლეიმეიკერის ხედვა აქვს, რომელიც თანაგუნდელებს შეტევის დროს სივრცეებს უხსნის.

დრიბლინგი კვარაცხელიას ძლიერი მხარეა. ასევე, ის თავისი ელვისებური სწრაფი მოძრაობებით მეტოქეების მოტყუებას ახერხებს.

ყაზანის "რუბინში" 2019 წლიდან დღემდე მან 68 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თუ რამდენად ალტრუისტია მოედანზე და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს.

საქართველოში ყველა იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა კვარაცხელია ოდესმე მათ ახალ მწვერვალზე აიყვანს...

მომზადებულია vocidicitta-ს მიხედვით

Anomalia
ჭანტურია იტალიელებს რატომ ახსოვთ? როცა ქართველებს საერთოდ აღარ ახსოვთ. იმის მიუხედავად რომ იტალიაში არ უთამაშია. ალბათ ბარსელონაში ყოფნის შედეგია ეგ, რადგან ცნობილი ტალანტი იყო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს