"ჩემპიონატ.ქომ"-მა პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო ხუთი მეკარე დაასახელა, რომელთა შორის პირველი ადგილი ქართველ მეკარეს მიაკუთვნა
რუსულმა საიტმა "ჩემპიონატ.ქომ"-მა, ისარგებლა რა რუსეთის პრემიერლიგაში პაუზით, პირველი წრე შეაჯამა და საუკეთესო ხუთი მეკარე დაასახელა. საიტის მესვეურებმა რეიტინგის შედგენისას ყოველ ტურში მიკუთვნებული შეფასებებით იხელმძღვანელეს.

ქართველი გულშემატკივრების გასახარად, რეიტინგში პირველი ადგილი მახაჩყალის "ანჟის" გოლკიპერს ნუკრი რევიშვილს მიაკუთვნეს, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 12 ბურთი გაუშვა და საშუალო - 5,93 ქულით საუკეთესოა.

აი, რას წერს "ჩემპიონატ.ქომი" საქართველოს ნაკრების კარის დარაჯზე:

- ამაოდ შიშობდნენ, რომ გოლკიპერი "ანჟის" შემადგენლობაში ყველაზე სუსტი რგოლი იქნებოდა. საწყის 16 ტურში ნუკრი რევიშვილმა დაამტკიცა, რომ მისი კვალიფიკაცია სრულიად შეესაბამება პრემიერლიგის ლიდერი გუნდის მოთხოვნებს. რევიშვილი რუსეთში "სეივების" რაოდენობით საუკეთესოა და მის ანგარიშზე 7 "მშრალი" მატჩია. ამას გარდა, იყო რამდენიმე თამაში, რომელშიც "ანჟიმ" გამარჯვება სწორედ თავისი გოლკიპერის ჩინებული თამაშის წყალობით მოიპოვა.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა