ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თედიაშვილი და იაძე გადადგნენ

თედიაშვილი და იაძე გადადგნენ

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თასზე" გამოსვლა არ შერჩათ

მოსახდენი მოხდა - დღეს თანამდებობებიდან გადადგნენ საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან თედიაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ იაძე, რომელიც ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტობასაც ითავსებდა.

ეს ცვლილებები სამბოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე მოხდა, თუმცა ხმები ამ შესახებ მას შემდეგ დაირხა, როცა საქართველოს ნაკრები 27-29 მაისს მოსკოვში გამართულ მსოფლიოს თასის მეორე ეტაპად წოდებულ "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თასზე" გამოვიდა. იქ წასასვლელად ჩვენებს სამინისტრო არ აფინანსებდა, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსკოვში საკუთარი ხარჯებით გამგზავრებულიყვნენ, ოღონდ ამის შესახებ სამინისტრო საქმის კურსში არ ჩააყენა.

ზემდგომნიც სწორედ ამან გაანაწყენა, თუმცა იყო კიდევ ერთი ფაქტორი - ტურნირზე ჩვენები მესამეზე გავიდნენ, დაჯილდოების ცერემონიალზე კი, რომელიც რუსეთის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, იაძეს თასი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გადასცა და ხელიც ჩამოართვა. წითელი ნაჭერის როლიც ამან შეასრულა - ნაკრები მოსკოვიდან დაბრუნებულიც არ იყო, როცა დაირხა ხმები მისი გადაყენების შესახებ, ახლა კი მას თედიაშვილიც ზედ მიაყოლეს, რომელიც სახელისუფლებო წრეებისთვის ასევე მიუღებელი პერსონაა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ყრილობამ ფედერაციის პრეზიდენტად თემურ გიორგაძე აირჩია, რომელიც ქართული ჭიდაობის ფედერაციასაც ხელმძღვანელობს, პარალელურად კი სახელმწიფო სამსახურშიცაა - საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ზემოაღნიშნული ცვლილებები რეგლამენტის სრული დაცვით განხორციელდა, თუმცა იაძე არც უარჰყოფს, რომ მისი და თედიაშვილის გადადგომა სპორტის მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილის მოთხოვნა იყო. მისი თქმით, მინისტრს არაკაცებმა არასწორი ხმები მიუტანეს და მიზეზიც ეს იყო, თორემ მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ვარძელაშვილთან, ასევე - მის მოადგილეებთან. იაძე არ უარჰყოფს, რომ შეჯიბრებაზე წასვლის შესახებ ხელმძღვანელობა საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა, მაგრამ მიაჩნია, რომ ამის გამო გადაყენებას არ იმსახურებდა.

სამბოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი კი გაირკვა, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ღიად რჩება ნაკრების მთავარი მწვრთნელი საკითხი. როგორც ამბობენ, ამ პოსტსაც გიორგაძე შეითავსებს. იაძეს ეეჭვება, რომ ის ამდენი საქმის გაძღოლას ვერ შეძლებს და ამბობს, რომ გიორგაძე ძალიან კარგს იზამს, თუ მწვრთნელად ბადრი ჯანიაშვილს ან ემილ რაშს მიყვანს. შეგახსენებთ, რომ ორივე იაძის ფორმაციის სამწვრთნელო შტაბიდანაა - ჯანიაშვილი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რაში - ჭაბუკებისა.

თავად იაძე მზადაა, ნაკრებს რიგით ჯარისკაცად ემსახუროს, თუ ახალი ხელმძღვანელობა ამას მოისურვებს, მისი გეგმები კი ისევ საქართველოს უკავშირდება. ის სამუშაოდ უცხოეთში წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ აქ გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას, მომავალში კი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე აპირებს კენჭისყრას. "ნაკრების უმეტესობა ჩემი გაზრდილია და ახლა მეტი დრო მექნება მათთან სამუშაოდ. ამდენად, იქნებ ჩემი გათავისუფლება კარგიც იყოს, კარიერას კი ფედერაციის პრეზიდენტის რანგში დავასრულებ" - განაცხადა იაძემ.

ალბათ, არავინ შეგვედავება იმაში, რომ საქართველოში სამბო დღევანდლამდე იაძემ მოიტანა. იმ ძნელბედობის წლებში, როცა სპორტისთვის არავის ეცალა, იაძეს მართლაც რკინის ქალამნები ეცვა და ხან შიმშილობით, ხანაც სხვა სახის აქტივობებით აღწევდა ტურნირებზე წასასვლელად საჭირო დაფინანსების მიღებას. მოსკოვში "პრეზიდენტის თასზე" ხელისუფლებამ ის არც შარშან გაუშვა, თუმცა მერე რუსებმა კინაღამ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა წაგვართვეს. სხვათა შორის, მაშინ ეს პრობლემაც იაძის მოსკოვში ჩასვლით მოგვარდა.

• Leo-dzia

Tediashvili msoflio donis varskvlavi da nagdi vajkaci kacia da asetad darcheba,amatma ikitxon tore. .

• david

ოლეგ იაძე ადრე იყო გასაგდები...

• MMerk

მე იმ ფედერაციის და სახელმწიფოსი რა ვთქვი თედიაშვილს რო მოხსნიან, ალბათ მაგის ადგილას ვინმე ვარძელაშვილისნაირ ტიპს დანიშნავენ. ეჰ ლევან, როგორ არ გაგიმართლა საქართველოში რომ დაიბადე...

• Shoda

გაგვიბატონდა ძამიკო, სირეგვნე შეუწონარი! ამ სირეგვნეზე ვაჟა 100 წლის წინ გვეუბნება.

• mamuka

მაგარი სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს ტედიაშვილს და იაძეს რომ გაუშვებს ვარძელაშვილი და გიორგაძეს დანიშნავს. ოლოლო თქვენ ქართველებო.

• buxuti

ძალიან მაგარია! ამ ვარძელაშვილებმა და ვიღაცეებმა სხვა საქმე ვერ ნახეს? წავიდნენ და წავიდნენე, ჩამოართვეს და ჩამოართვეს, ჩინოვნიკების რა საქმეა? ეს სახელმწიფო კაპიტალიზმიც აღარ არის, ტოტალური ვარძელაშვილიზმია :(

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა