დვალიშვილმა გაიტანა, მაგრამ...

გუშინ ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის სხვა საპასუხო მატჩებიც გაიმართა, რომლებშAი ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს. ლადო დვალიშვილის "მაქაბი" მინსკში 1-გოლიანი უპირატესობით ჩავიდა - ჰაიფაში გუნდმა ლადო დვალიშვილის გოლის წყალობით გაიმარჯვა - 1:0. მინსკშიც თითქოს ყველაფერი შესანიშნავად იყო ებრაული გუნდისთვის - ქართველმა ლიდერმა "მაქაბი" 27-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ საბოლოოდ მინსკის "დინამომ" 3:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 3:2 იმარჯვა და პლეი ოფში გააღწია. ლადო 74-ე წუთზე შეცვალეს, მინსკელებმა კი ბოლო წუთზე გაიტანეს გადამწყვეტი გოლი.

აზერბაიჯანულმა "ყარაბახმა" საპასუხო მატჩშიც აჯობა პოლონურ "ვისლას" და ევროპის ლიგაზე ასპარეზობა განაგრძო. პირველი მატჩი აზერბაიჯანელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს, საპასუხოში კი მატჩის ბედი პირველ 35 წუთში გადაწყვიტეს, როცა სამი გოლი გაიტანეს, პოლონელები მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო - 2:3. გიორგი ადამია საკმაოდ აქტიური იყო მასპინძელთა რიგებში. აზერბაიჯანელთა 77-ე ნომერი მატჩის 81-ე წუთზე შეცვალეს.

უკრაინულმა "დნიპრომ" ზლატიბორ ვოდას "სპარტაკი" 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო. უკრაინელთა ქართველმა მარჯვენა მცველმა უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა "დნიპროს" შემადგენლობაში.

შინ 0:1 წაგების შემდეგ რატი ალექსიძის "დიორი ეტომ" სტუმრად იმავე ანგარიშით დაამარცხა ფრანგული "მონპელიე". შესაბამისად დაინიშნა ჯერ დამატებითი ორი ტაიმი შემდეგ კი პენალტების სერია. რატიმ 120 წუთი ითამაშა, პენალტების სერიაში კი ვერ გაიტანა, თუმცა უნგრელებმა პენალტებით 5:3 მოიგეს და წყვილის ფავორიტი გათამაშების მიღმა დატოვეს.

ლელო

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა