ბელარუსის ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი დმიტრი ანტილევსკი კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ანტილევსკის ბოლო კლუბი ჟოდინოს "ტორპედო" გახლდათ. 2021 წლის სეზონში აღნიშნული გუნდის მაისურით შემტევმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვს გოლთან ერთად ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დმიტრი ანტილევსკი ბორისოვის "ბატეს" აღზრდილია. ამავე კლუბის ძირითადი გუნდის გარდა, სხვადასხვა დროს მას მოგილევის "დნეპრში", საფეხბურთო კლუბ "მინსკსა" და "დინამო მინსკში" უასპარეზია.

ანტილევსკის ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად, ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს. შემტევს ბელარუსის ეროვნულ ნაკრებში რვა მატჩი აქვს ჩატარებული. ანტილევსკიმ ბელარუსთა შემადგენლობაში ბოლოს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ითამაშა. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს, 17-წლამდელთა ნაკრებში ანტილევსკის ანგარიშზე ხუთ მატჩში გატანილი ორი გოლია. 19-წლამდელთა შემადგენლობაში შემტევმა ანალოგიური რაოდენობის შეხვედრები გამართა და სამი გოლის გატანა მოახერხა. ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრებში კი ანტილევსკიმ თორმეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ექვსჯერ აიღო.

საკლუბო კარიერა

2015-16 | "ბატე" | 6 მატჩი

2017 | "დნეპრ მოგილევი"| 21 მატჩი | 2 საგოლე გადაცემა

2018 | "მინსკი" | 16 მატჩი | 4 გოლი | 6 საგოლე გადაცემა

2018-19 | "დინამო მინსკი" | 12 მატჩი

2020-21 | "ტორპედო ჟოდინო" | 59 მატჩი | 16 გოლი | 10 საგოლე გადაცემა

სანაკრებო კარიერა

2013-14 | ბელარუსი U17 | 5 მატჩი | 2 გოლი

2015 | ბელარუსი U19 | 5 მატჩი | 3 გოლი

2017-18 | ბელარუსი U21 | 12 მატჩი | 6 გოლი

2020 - | ბელარუსი | 8 მატჩი

FC Dinamo Tbilisi

ვახო
აბა ვის ელოდებით საქართველოს ჩემპიონატში?ბრაზილიის და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ჩამოვლენ და გააგორებენ ბურთს?ცოტა რეალურად შევხედოთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას.მშვენიერი შენაძენია წარმატებები დინამოს.
Levani
ბათუმმა დაიმატა მონტენეგროელი ფორვარდი.წინა სეზონში ყაზახეთის კაისარში 27 თამაშში 2 გოლი გაიტანა.ალბათ უხელფასოდ დათანხმდა თამაშს
გ.ხ.
,,გაძლიერდა” - ხმამაღალი ნათქვამი მგონია. ის უკრაინელიც ბანძია. სამწუხაროდ, ვერც ბათუმი ძლიერდება როგორც ჩანს
misha
ნეტავ ვიცოდე საიდან მოყავთ ესენი.
Tornike
სტატისტიკა კარგი აქვს, ნაკრების ფეხბურთელი თუნდაც ბელარუსის სულაც არაა ცუდი ვარიანტი. თან სლავებს სირბილი უყვართ და მეორე სართულზე თამაში!
din
სანდოხაძე დაბრუნეთ დაცვის ცენტრში და ვინმე ნორმალური მცველიი გჭირდრბათ აუცილებლად და კარგი 10-იანი!!
შაკო
ამას კიდე არაუშავს შედარებით
რობი
სტატისტიკა კარგი აქვს ჟოდნოში
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა