20 დეკემბერს "ფერენცვაროშის" მწვრთნელად, რომლის ღირსებასაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იცავენ, რუსეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი სტანისლავ ჩერჩესოვი დანიშნეს. რუსული პრესა სისტემატურად აღნიშნავს, რომ ჩერჩესოვი საკმაოდ რთული ხასიათისაა და ხშირად აქვს კონფლიქტი ჟურნალისტებთან და ფეხბურთელებთან. ამის შესახებ РБ Спорт-თან ინტერვიუში "ამკარის" ექსკაპიტანმა ალეკსეი პოპოვმა ისაუბრა:

"თუ ჩერჩესოვი არაფერს გააფუჭებს, ვფიქრობ, "ფერენცვაროში" ისევ ჩემპიონი გახდება. რაც შეეხება დანიშვნას, ამაში გასაკვირი არაფერია. ადამიანმა, როგორც ბევრი თვლის, რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში გაიყვანა. ბუნებრივია, ეს მრავალი ქვეყნისთვის მიღწევაა.

ეს ჩვენთან ყველამ იცის, ვინაა ჩერჩესოვი და რას წარმოადგენს. შესაძლოა, ამიტომ ვერ იშოვა აქ სამუშაო. ზარემამ ("სპარტაკის" მფლობელ ლეონიდ ფედუნის მეუღლე) ხომ თქვა, ჩვენთან მხოლოდ ჩემს ცხედარზე გადაბიჯებით მოვაო. შეიძლება რუსეთში ასე ბევრი ფიქრობს.

მარტინ იაკუბკომ (რუსეთში მოთამაშე ყოფილი სლოვაკი თავდამსხმელი) რაც მასზე თქვა, რა თქმა უნდა, წავიკითხე. მასზე იგივე შეუძლია რუსეთში ყოველმა მეორე ფეხბურთელმა თქვას, ყველამ ყველაფერი იცის, დასამალი არაფერია. ჟურნალისტებმაც იციან, მათ როგორ ეპყრობა. თუ რეპორტიორებს პირდაპირ ეთერში ასე ეუხეშებოდა, თქვენ ფიქრობთ, რომ ის ფეხბურთელებს ადამიანებად მიიჩნევს? რა თქმა უნდა, არა.

პოლონეთშიც მოთამაშეები ჩერჩესოვზე იმავეს ამბობდნენ ("ლეგიას" მწვრთნელი იყო - რედ.). როდესაც შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემთან უნდა გაერკვია ურთიერთობა. გაუმართლა. კისერზე კინაღამ შარფი შემოვუჭირე. ეს "ამკარში" მოხდა. საქმე ლამის ჩხუბამდე მივიდა. არ მინდა ჩავუღრმავდე".

Galyago
ჩერჩესოვი ტიპიური ლობანოვსკის ხაზის საკმაოდ მკაცრი დისციპლინის მომთხოვი მწვრთნელია დამატებული მაღალი ფიზიკური ინტენსივობის ტრენინგებით, რაც ბევრ ფეხბურთელს არ შეუძლია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. ისე კი ნორმალური მწვრთნელია და იმედია ქართველებს მიცემს თავის გამოჩენის ფართო არეალს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?" - ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
"რატომ შეუძლია საქართველოს ევროპირველობაზე გასვლა, აზერბაიჯანს კი - არა" - რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კითხვაზე უპასუხა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ყაზახეთის ნაკრებში ჩერჩესოვის შემცვლელის ვინაობა ცნობილია
ყაზახეთის ნაკრებს სტანისლავ ჩერჩესოვი გაწვრთნის
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
რობი კინმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს