Matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის იმ ფეხბურთელების შესახებ დაწერა, რომლებიც სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს შეიცვლიან.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. აი, რას წერს საიტი ჩვენებურზე:

"ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო საგა გრძელდება, თუმცა სიტუაცია ახლა შეცვლილია. სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, "რუბინი" ახლა ევროტურნირების მონაწილე აღარ არის, გუნდმა სეზონის პირველი ნაწილი ჩააგდო და ეს ხვიჩას პროდუქტიულობაზეც აისახა, თუმცა ამას არ უმოქმედია მის მიმართ ინტერესზე.

მის სტატისტიკაზე გუნდი იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას, რამდენადაც გულშემატკივრები. ხვიჩა ისევ იმ ფეხბურთელად დარჩა, ვისაც დიდებული პასი და დრიბლინგი აქვს.

"რუბინის" ვარდნა მხოლოდ შანსი შეიძლება იყოს სხვა გუნდებისთვის, რომ "რუბინს" ხვიჩაზე ფასი დააწევინონ და მოლაპარაკებაზე დაიყოლიონ.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი ზამთარში უფრო რეალურია, ვიდრე ეს ზაფხულში იყო, როდესაც "რუბინმა" მას ძალიან დიდი ფასი დაადო.

ამჟამად ინტერესი პრემიერლიგის გუნდებიდანაა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ჩაერთო საქმეში საფეხბურთი აგენტი კრისტიან ემილე, რომელიც ლეონიდ სლუცკის წარმომადგენელიც არის", - წერია საიტზე.

გივი ხუცურაული
რუსები უეჭველი აფარებენ ხვიჩას თამაშს ხელს და მის მიმართ ცუდ კომენტარებს აკეთებენ რადგან სხვა კლუბებს ინტერესი გაუქრეთ მაგრამ ეს ესე არ მოხდება და იმედია გააღწევს ამ საზიზღარ კლუბიდან და გადავა მართლა მაღალ ლიგებში
Felisio
სადმე ეწერა რომ ახალი აგენტი ჩაერთო?
Rusets Ra?
შენ რა საიმანოვის ლექსიკით ლაპარაკობ. ტაში კაცო. და სად უნდა ითამაშონ, რუსეთში???
გაბო
ხვიჩას აგენტი რომ ჰყოლოდა ნორმალური,ის ზაფხულში უკვე კარგ გუნდში მოხვდებოდა.ყველა ცდილობს ხვიჩათი ხვიჩაზე მეტი ფული გააკეთონ და ასე არ გამოვა.თუ ეხლა სხვა აგენტი ჩაერთო,იქნებ ის მაინც გამოდგეს პროფესიონალი და რეალური ვარიანტი გამოუძებნოს.
А
ხვიჩა ჩვენი ბრილიანტია, რომლის ირგვლივ უნდა აშენდეს გუნდი, რომელიც მიაღწევს იმას, რასაც მთელი საქართველო წლებია ელოდება, ერთი-ორი სუპერვარსკვლავის გარეშე არავის და არასოდეს არაფრისთვის არ მიუღწევია, კარგი ისაა, რომ ისეთი თაობა შეიძლება შეიკრას, რომ მეკარიდან დაწყებული ფორვარდით დამთავრებული გახდეს სუპერგუნდი, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, გაგნიძე არ დაგავიწყდეთ და ვინ იცის კიდევ ვინ სად და როდის მოუმატებს, მთავარია მოინდომონ და პროგრესი გააგრძელონ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ.
წარმატება ხვიჩას! არავითარი, ცუდი კომენტარები!
პირიქით, კარგი კომენტარებით, წავახალისოთ ხვიჩა, რომ დაიმუხტოს დადებითი ენერგიით! ქომაგობას და ქომაგების მხარდაჭერას, უდიდესი მნიშვნელობა აქვსს!
გოჩა
რომ არ დაიღალეთ,ჩინეთის გუნდი ყიდულობს 100 მილიოად.
ნიკო
სლუცკი კარგი ადამიანია და იცის რომ გუნდი ხვიჩასთვის ვერ ქაჩავს. ყველა თამაშს ვუყურე და მარტო ეს ფლანგზე თამაშით ვერ მოიგებს როდესაც დაცვა არის საშინელი და ნახევრ დაცვას როცა მოუნდება მაშინ თამაშობს. ჰაკშაბანოვიჩ ნამდვილად ვერ ქაჩავს და ბევრ შეცდომებს უშვებს. ესეც ვიჩას დააბრალეს რადგან მის ადგილზე თამაშობსო... მოკლედ რუსების მოსმენას აზრი არ აქვს. ქონდა ერთო ორი თამაში როდესაც ცოტა ინერტულად გამოიყურებოდა მაგრამ სხვებთან შედარებით ბევრად მაღალ დონეზეა. ფიზიკის მომატება კიდევ ყველასთვის ყოველთვის საჭიროა, მითუმეტეს რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშის სურვილი გაქვს. პრემიერ ლიგის დონეზე ფიზიკა ყველაზე ბევრად არის მოთხოვნილი გაშლილი თამაშის გამო და ბევრი სივრცეები იხსნება და დროულად უნდა მათ ათვისება. ყველაფერი უდუდეს სისწრაფეზე ხდება. ე მგონია გაქაჩავს და კიდევ მოუმატებს განსაკუთრებით თავიდანვე თუ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.
zura222
და უბედურებაც იმაშია რომ ის დურაქი საიმანოვი ფეხს არ უცვლის 20 მილიონს @@@
Winter
ანუ ზაფხულამდე მაინც იქ უნდა იყოს და მოდი ნუღა შევესევით რუბინის გვერდს აგრესიული კომენტარებით. ცუდად არ იმოქმედოს ხვიჩაზე და ცუდად არ განეწყონ მის მიმართ ამდენი სიძულვილი რომ მიდის ჩვენგან. უფრო უარესი სიტუაცია არ გაუჩალიჩონ. ყველაფერს ველი მე პირადად რუსებისგან. რამდენი ნეგატიური კომენტარია რუბინის გვერდზე რომ შეხვალთ და ყველა ქართული. თარგმნიან ყველაფერს სხვათაშორის. ამ ბიჭის მომავალი ვისაც აწუხებს ჩემი აზრით თავი უნდა შეიკავოს მსგავსი კომენტარებისგან. იცის ალბათ ჩვენზე უკეთ თავისი საქმე და თუ ვერაფერში ვეხმარებით ხელს მაინც ნუ შევუშლით იმ გუნდის და მწვრთნელის გინებით, სადაც არის და იქნება კიდე რამდენიმე ხანი. თავიდანვე არ უნდა ჩავარდნილიყო მაგათ ხელში. ახლა უკვე გვიანია და მხოლოდ რუსების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მიხვდება ოდესმე ამასაც.
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს