"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ხელმძღვანელობამ ტრავმებით გაწამებულ ცენტრ გრეგ ოდენს წელიწადში 8.8 მილიონი დოლარი შესთავაზა
ამერიკულ პრესაში გაჩნდა "ფილადელფია სიქსერზის" ლიდერის ანდრე იგუოდალას გაცვლის მორიგი ვარიანტი. ამჯერად, გაზეთი "ნიუ იორკ პოსტი" მას "ლეიკერსში" უშვებს. საპირისპირო მიმართულებით უნდა გაემგზავრონ ლამარ ოდომი და ლიუკ უოლსტონი.

კალიფორნიული კლუბისთვის ძალიან კარგი ვარიანტია, ისევე როგორც, კალათბურთელისთვის, რომელიც ბედნიერი იქნება მშობლიურ ქალაქში თამაშით, თანაც ასეთ გრანდში. მაგრამ ამასთან, "სიქსერზის" ხელმვღვანელობა არ ივიწყებს ლოს ანჯელესის მეორე კლუბის - "კლიპერსის" ვარიანტს, რადგან ძალიან მოსწონს კრის კამანის 12-მილიონიანი კონტრაქტი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ ეწურება ვადა. როგორც არ უნდა უმძიმდეს იგუოდალასთან განშორება, სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვა "ფილადელფიას" სჭირდება.

"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ შეინარჩუნებს ტრავმებით გაწამებულ ცენტრ გრეგ ოდენს. კლუბმა ახალგაზრდა კალათბურთელს კვალიფიციური წინადადება შემთავაზა - 8.8 მილიონი დოლარი წელიწადში.

ასე რომ, ახლა ოდენი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტია და მის ამჟამინდელ კლუბს შეუძლია გაიმეოროს ნებისმიერი წინადადება, რომელსაც ცენტრი სხვა გუნდებისგან მიიღებს. ამ შემთხვევაში გრეგი "პორტლენდს" დარჩება.

23 წლის ოდენს გასულ სეზონში არ უთამაშია მარცხენა მუხლის ტრავმის გამო. გარდა ამისა, მარჯვენა მუხლზე პრობლემების მიზეზით გამოტოვა სადებიუტო სეზონი (2007-08). სულ ორი წლის განმავლობაში მან მხოლოდ 82 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 9.4 ქულა და 7.3 მოხსნა დააგროვა.

"მილუოკის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოიყენოს თავისი ერთ-ერთი ლიდერის - ბრენდონ ჯენინგსის კონტრაქტში არსებული პუნქტი და გააგრძელოს მასთან ხელშეკრულება. იგივე არ გააკეთა კლუბმა ფორვარდ ლარი სანდერსთან მიმართებაში.

ჯენინგსის ახალი ხელშეკრულება ერთ წელზეა გათვლილი. გასულ სეზონში ჯენინგსი საშუალოდ 16.2 ქულას, 4.8 პასს, 3.7 მოხსნასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ბრენდონი 2009 წლის დრაფტის მეათე ნომერია.

"გოლდენ სტეიტმა" ორი წლით გააგრძელა კონტრაქტი კლუბის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშესთან - სტივენ კერისთან. გასულ სეზონში საშუალოდ მატჩში მცველის მონაგარი იყო 18.6 ქულა, 5.8 პასი და 3.9 მოხსნა.

კალათბურთელმა ჯერ ბოლომდე ვერ მოირჩინა ფეხის ტრავმა, მაგრამ რეგულარული ჩემპიონატის სტარტისთვის მწყობრში უნდა ჩადგეს. ასევე "უორიორზმა" ხელშეკრულება გაახანგრძლივა ფორვარდ ეკპე უდოსთან.

"დალასის" მცველი და წლევანდელი პლეი ოფის ერთ-ერთი გმირი ხოსე ხუან ბარეა სამშობლოში, პუერტო რიკოში ისვენებს. იქ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მავერიქსში" დარჩენის დიდი სურვილი აქვს (ამ ზაფხულს ეს კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება), თუმცა არსებობს კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში და თქვენ წარმოიდგინეთ, მაიამიშიც კი.

"კლივლენდის" ძირითადი გამთამაშებელი ბაირონ დევისი UCLA-ის უნივერსიტეტში დაბრუნდა, ოღონდ არა სათამაშოდ, არამედ სწავლის დასასრულებლად. ალბათ, ვეტერანი ვარსკვლავი სწორად იქცევა. წლევანდელ დრაფტზე პირველ ნომრად აყვანილი კაირი ირვინგის (ისიც გამთამაშებელია) გადამკიდე, მას სწავლისთვის საკმარისზე მეტი დრო დარჩება.

წარსულში ცნობილი ფორვარდი, დღეს უმუშევარი ანტუან უოკერი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ყალბი საკრედიტო ქვითრების საქმეში. "მაიამის" შემადგენლობაში 2006 წლის ჩემპიონი ლას ვეგასის კაზინოში ცდილობდა 750 ათასი დოლარის სანაცვლოდ გაენაღდებინა საეჭვო წარმოშობის ქვითრები. სწორედ ამ ოდენობის ვალი ჰქონდა აღნიშნულ კაზინოში კალათბურთელს.

ახლა, "ბოსტონის" ყოფილ ლიდერს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება და უოკერს ჯარიმას, პირობით სასჯელს ან რაიმე საზოგადოებრივ სამუშაოს დაუწესებენ, მაგრამ ის კი ცნობილი გახდა, რატომ სურს მას ასე დაჟინებით კარიერის განახლება ანტუანს - ვალები აქვს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...