"ლილმა" მიკაელ ლანდროს ღირსეული დუბლიორი უპოვა

“ლილის” ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმის, რომ შარშანდელი შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგაში ნაკლებად კონკურენტული იქნება, შესაბამისად, პრეზიდენტი მიშელ სეიდუ ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ნაკლი გამოსწორდეს.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში “ძაღლებმა” რამდენიმე ახალი ფეხბურთელის შეძენის შესახებ გააკეთეს ოფიციალური განცხადებები. გუშინწინ კლუბმა გულშემატკივრებს “მონაკოდან” პარკ ჩუ იანგის შეძენა ახარა. პირველი, ვინც ეს ამბავი საზოგადოებას ამცნო, ფეხბურთელის აგენტი იყო. ამის შემდეგ ინფორმაცია კლუბის წარმომად¬გენ¬ლე¬ბ¬მ¬აც დაადასტურეს. ფეხბურთელის ღირებულებაზე არავინ ლაპარაკობს, თუმცა იქამდე ცნობილი იყო, რომ მონეგასკები 25 წლის შემტევში 8 მილიონ ევროს ითხოვდნენ. უცნობია, დათანხმდა თუ არა ჩემპიონი ამ მოთხოვნას. თუკი ეს დადასტურდა, გამოდის, რომ სამხრეთკორეელი “ლილის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. აქამდე რეკორდი ჟერვინიოს ეკუთვნოდა. ლუის გარსია დარწმუნებულია, რომ მისი და დიმიტრი პაიეს დუეტი კლუბის შემტევ პოტენციალს ერთიორად მოაძლიერებს.

დავიდ როზენალს რომ ახალწვეული ვუწოდოთ, ამისთვის ენა არ მოგვიბრუნდება, შარშანდელი სეზონი 31 წლის მცველმა “ძაღლების” შემადგენლობაში გაატარა, მაგრამ მაშინ ის იჯარით გახლდათ მივლენილი. მართალია, ტრავმების გამო სულ 13 თამაში ჩაატარა, მაგრამ გუნდს უკვე შეჩვეულია და დებიუტანტად ვეღარ ჩაითვლება. "პარი სენ-ჟერმენის”, “ლაციოს”, “ნიუკასლისა” და “ჰამბურგის” ყოფილმა მოთამაშემ კლუბთან ახლა სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. “ეს მშვენიერი ინფორმაცია იყო პირადად ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. ლილში მშვენივრად ვგრძნობთ თავს,” - განაცხადა კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვეტერანმა ჩეხმა.

3-წლიანი კონტრაქტით დაუკავშირა თავისი ბედი კლუბს ნიგერიელმა მეკარემ, 28 წლის ვენსან ენიემამ. ის 2007 წლიდან თელ-ავივის “ჰაპოელში” ასპარეზობდა, სადაც 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ცნობილია, რომ ებრაულმა კლუბმა ვენსანში 0,5 მილიონი ევრო მიიღო. დიდი ალბათობით, რუდი გარსია ნიგერიელს მეორე მეკარედ განიხილავს, რადგან პირველი აქამდეც ცნობილი იყო, ეს საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯი მიკაელ ლანდროა. საერთო ჯამში “ლილმა” უკვე 5 ფეხბურთელი გადაიბირა – დიმიტრი პაიე, რონი როდელინი, მარკო ბაშა, დავიდ როზენალი და პარკ ჩუ იანგი.

ახლა რაც შეეხება სავარაუდო დანაკარგებს: უკვე ყველა შეეგუა, რომ ჟერვინიო “არსენალში” გადავა, ხოლო წავა თუ არა ედენ აზარი, ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 20 წლის უნიჭიერეს ბელგიელს ძველ-ახალი მთხოვნელი გამოუჩნდა. მის მიმართ პსჟ-ს ინტერესეზე 1 თვის წინ გაკვრით წერდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ მიშელ სეიდუს მაგიდაზე პარიზელების ოფიციალური წინადადება უდევსო – 31 მილიონი ევრო და პლუს მევლუთ ერდინგი. “ეკიპი” კიდევ უფრო შორს მიდის და წერს, ვითომ ფეხბურთელს ახლობლებისთვის პირად საუბრებში უთქვამს, რომ საცხოვრებლად პარიზში გადადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...