ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ მის ტრანსფერზე, რუსი ჟურნალისტების კრიტიკასა და ლეონიდ სლუცკისთან ინციდენტზე ისაუბრა.

"ტრანსფერზე ჯერ არ ვარ ინფორმირებული არაფერი არ ვიცი წინასწარ... ვარ "რუბინის" ფეხბურთელი და თუ რამე სიახლე იქნება, ამას ყველა ერთად გავიგებთ.

განვაგრძობ მომზადებას რათა სეზონი განვაახლოთ კარგად და წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.

რუსი ჟურნალისიტების კრიტიკა ჩემზე დიდ როლს არ თამაშობს... ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას და დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

მთავარი არის თუ რას ფიქრობ შენ და არც ვცდილობ, რომ რაიმე ვიკითხო.

რაც შეეხება სლუცკისთან ინციდენტს, ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული, რადგან არც ისე კარგი თამაში მქონდა... ალბათ, ემოციურობამ იჩინა თავი.

უბრალოდ ხელთათმანი დავაგდე ქვევით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, სწორი საქციელი არ იყო. ესეთი მომენტებიდანაც ბევრს ვსწავლობთ, შეცდომა იყო და მეც ბევრი ვისწავლე", - თქვა კვარაცხელიამ.

Michael
მომწონს როგორც საუბრობს. გამართულად, სერიოზულად, პროფესიონალურად. არ მესმის ასეთ ადამიანს და სპორტსმენს პატივი როგორ არ უნდა სცე და ცუდი კომენტარები დაუწერო. მაგ ცუდ კომენტარებზეც თქვა, ყველას აქვა აზრის გამოთქმის უფლება, ამას პატივს ვცემ და პრობლემას ვერ ვხედავო. იმედია იმ ადამიანებისაც ესმის, ვინც გულწრფელად ურჩევს რუსეთიდან წამოსვლას. ეს არანაირი აკვიატება არ არის, უბრალოდ ვიცით და წინ ბევრი მაგალითი გვაქვს, რა დაემართათ ჩვენს ტალანტებს რუსეთში. ამაზე თუ დაფიქრდება კარგს იზამს.
ბექა
ცოტა მოთმინება ხვიჩა და მაქვს მოლოდინი რომ დიდ კლუბში ითამაშებ!!! ლოგიკურია ხვიცას დიდ გუნდში გადასვლა. ღვთის შეწევნით მალე წახვალ სასურველ ჩემპიონატში!!!
ლევანი
თან მოინდომე, თან ნეჟნად ითამაშე რომ არ დაგამტვრიონ. მაგარი ლოგიკაა. ვ ობშჩემ რა.
Skeleton
ვუყურე ინტერვიუს თავიდან ბოლომდე, ძალიან ჩამოყალიბებულად და კარგად ისაუბრა. ალბათ ასე იშვიათად იმიტომ იძლევა ინტერვიუს, რომ სულ ერთი და იგივეს ეკითხებიან და უბრალოდ დაიღალა. როგორ უნდა თქვას წინასწარ სად გადადის, როცა ჯერ არაფერი იცის.ფეხბურთელი ბოლოს იგებს მსგავს ინფორმაციას, პირველას აგენტი და გუნდი იგებენ, ამიტომ უადგილოა ამხელა ზეწოლა ამ ბიჭზე. ჯუღელს რაც შეეხება, თქვა 100% ით ვენდობიო. ამ ფაქტს ვერ შევცვლით. ენდობა და დავუტოვოთ ამის უფლება. თუ ცუდად განვითარდება მისი კარიერა (ღმერთმა ნუ ქნას) მერე მიხვდება თავადაც. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და აქვს შეცდომების დაშვების უფლება. იმედია შედგება ეს ტრანსფერი და სადმე დაბალი დონის რუსულ გუნდში არ ჩაკარგავს თავის ტალანტს. საქართველოში ასე არცერთი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია. ჯუღელიანად თუ ჯუღელის გარეშე უდიდეს წარმატებას ვუსურვებ კვარას...
დიმო
ქინქლაძის მერე შენნაირი ტალანტი არ გვყოლია. უნდა გამოიყენო ეს ნიჭი!!!
zura222
ხვიჩინიოო გული არ გაიტეხო მომავალ წელს აუვილებლად წახვალ ტოპ ლიგაში მთავარია უფრო მეტი ივარჯიშო და მოინდომი და ამავე დროს თავი არ შეაკლა რუს ვირგლა მცველებს !
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა