ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზესტაფონმა კარპატები ვერ დაიპყრო

ზესტაფონმა კარპატები ვერ დაიპყრო

"ზესტაფონისთვის" ლვოვის "კარპატის" ბარიერი გადაულახავი აღმოჩნდა. არადა, უკრაინული გუნდი სულაც არ ჩანდა იმ კალიბრის, რომ...

"ზესტაფონისთვის" ლვოვის "კარპატის" ბარიერი გადაულახავი აღმოჩნდა. არადა, უკრაინული გუნდი სულაც არ ჩანდა იმ კალიბრის, რომ სტუმრად წაგებული 0:1-ის შემდეგ ფეროელებს მასთან შინ მოგების შანსი არ ჰქონოდათ. სამწუხაროდ, გია გეგუჩაძის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა თავისი საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა, ქართველებს ბევრი წუნი ჰქონდათ და მათი სისუსტე სტუმრებმა კარგად გამოიყენეს. ზესტაფონელებმა ისე ითამაშეს, რისი საშუალებაც მათ უკრაინელებმა მისცეს. კანონოვის გუნდმა პრაგმატული, თუმცა ტაქტიკურად გამართული ფეხბურთით შეძლო ზესტაფონური ბარიერის გადალახვა.

ერთთვიანმა გვალვამ ზესტაფონის სტადიონს შესამჩნევი დაღი დაატყო, მინდორი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში, თითქმის გადატყავებული იყო. სხვა მხრივ, ფეროელთა ქალაქში კარგი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა. სტადიონი ბოლომდე გადაიჭედა და გულშემატკივრებისთვის ინდივიდუალური სკამები საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრას მრავლად დაესწრნენ უკრაინელი გულშემატკივრებიც, რომლებსაც ერთი სექტორი მთლიანად ეკავათ და თავიანთ გუნდს მხურვალედ ქომაგობდნენ. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაიაც ესწრებოდნენ.

როგორც ჩანს, ზესტაფონელებს გეგუჩაძისგან სწრაფი გოლი ჰქონდათ დავალებული და მათი პირველივე შეტევა ძალზედ სახიფათო გამოდგა, დვალის გადაცემის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში გელაშვილი შეიჭრა და უკრაინელ მცველთან შეხებისას დაეცა, თუმცა ნორვეგიელმა მსაჯმა ამ ეპიზოდში წესების დარღვეა ვერ შეამჩნია. უკრაინელებმა მალევე უპასუხეს, თუმცა ფედეცკი შორეული დარტყმა საკმაო მანძილით ასცდა მიზანს. მასპინძლები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, თუმცა დვალისა და დაუშვილის დარტყმები არაზუსტი გამოდგა. უკრაინელები საკმაოდ მწყობრად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებითაც "მწარედ იკბინებოდნენ".

მე-16 წუთზე ოშიპკოს ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ტკაჩუკი თავით ურყამდა და ბურთი ხარიხას გადასცდა. თამაშის შუაწელიდან უკრაინელები მთლიანად დაეუფლნენ ცენტრს, ტკაჩუკი, გოდვინი და ხუდობიაკი ზესტაფონელთა ლიდერებს გასაქანს არ აძლევდნენ. დვალს და აფციაურს მინიმუმ ორი უკრაინელი მუდმივად გვერდით ჰყავდათ და ბურთის მიღებისა და თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უკრაინელები უპირატესობას ეუფლებოდნენ, როცა, 34-ე წუთზე ზესტაფონის სტადიონზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა - დენი გამოირთო და მატჩი მთელი 20 წუთით შეწყდა.

შეხვედრა მასპინძლების შეტევებით განახლდა, მაგრამ ზესტაფონელთა იერიშებს სიმწვავე აშკარად აკლდათ. ქართველები მაღალი ჩაწოდებებით სცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა საჯარიმოსკენ გაგზავნილი ყველა ბურთი ტანმაღალი უკრაინელი მცველების ნადავლი ხდებოდა. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად რეალური მომენტი ქართველებმა პირველი ტაიმის მიწურულს შექმნეს, როცა დვალისა და გრიგალაშვილის აქტიურობის შემდეგ გელაშვილი შემობრუნებით ურტყამდა, თუმცა ზესტაფონელთა ბომბარდირს სიზუსტე დააკლდა.

სტუმრებს, ტრავმების გამო პირველ ტაიმში ორი იძულებითი შეცვლის შესრულება მოუწიათ. ჯერ განაპირა მცველი ოშიპკო დაშავდა, ტაიმის ბოლოს კი ზენიოვმა მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად მოედანზე "კარპატის" ქართველი ლეგიონერი სანდრო გურული შემოვიდა. გურული წარმოშობით ზესტაფონიდანაა და მოედანზე გამოსვლისას ადგილობრივებმა შესძახეს "ჩვენ წინააღმდეგ ნუ მეიკლავ თავსო", თუმცა გურულმა თანამემამულეების "თხოვნა" არ შეისმინა და თამაშში აქტიურად ჩაერო, მეორე ტაიმში კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

მატჩის სცენარი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა ზესტაფონელები უტევდნენ, მაგრამ მათი "იერიშები" ძირითადად ლვოველთა საჯარიმოსთან იფუშებოდა. ბევრი წუნი ჰქონდათ გადაცემებში, გარდა ამისა, ზესტაფონელები ძალიან დიდ დროს ანდომებდნენ საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანას. 57-წუთზე დვალის გადაცემის შემდეგ გელაშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მცველი გადაეფარა და ხეირიანად დარტყმა ვერ მოახერხა. ორიოდე წუთში გრიგალაშვილის კუთხურს გელაშვილმა თავური დარტყმა მიაყოლა, თუმცა ისევ უზუსტოდ. ამის შემდეგ, გეგუჩაძემ ცვლილებებს მიმართა ძარიას მაგივრად ბაბუნაშვილი შემოიყვანა. ცოტა ხანში, მოედნიდან დვალიც გაიყვანა და თამაშში წინამძღვრიშვილი ჩართო. დროის სვლასთან ერთად დაძაბულობამაც პიკს მიაღწია, ვაიგულშემატკივარი აქაც გამოერია და თამაშით უკმაყოფილომ მოედანზე პლასტმასის ბოთლი ისროლა.

სომეხმა დელეგატმა არნო სარგსიანმა დაგვინდო და ოქმში ეს ფაქტი არ დააფიქსირა, თორემ ალბათ, "ზესტაფონს" სანქციები არ ასცდებოდა. მე-80 წუთზე ვერცხლის წყალივით მოძრავი გურული გრიგალაშვილს გასცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, კვასხვაძემ შეძლო ბურთის მოგერიება. ზესტაფონელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და ტლუმაკის კართან 5-წუთიანი შტურმისმაგვარი მოაწყვეს. ჯერ იყო და აფციაური ჩვეული ფინტებით გაუსწორდა ოთხ მეტოქეს, მაგრამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა. შემდეგ, ბენაშვილის საჯარიმო დარტყმა მოხვდა მცველს და მისგან ასხლეტილი ბურთი ტლუმაკმა მოიგერია. 83-ე წუთზე კი აფციაურის ჩაწოდების შემდეგ წინამძღვრიშვილმა თავით ხარიხას გადააცილა.

მასპინძლებმა შეტევებში ენერგია უშედეგოდ დახარჯეს, მატჩის მიწურულს კი უკრაინელთა კონტრშეტევა გამოეპარათ, გურულისა და ბატისტას აქტიურობის შემდეგ ბურთი ხუდობიაკს მიუვიდა, რომელმაც კარიდან სამიოდე მეტრში მყოფი კოჟანოვი მოძებნა და ამანაც ზესტაფონის საევროთასებო პერსპექტივებს საბოლოო წერტილი დაუსვა - 0:1.

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე: "მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით გუნდის თამაშში პროგრესს ვხედავ. ძლიერი მეტოქე გვყავდა, კარგი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, ქომაგმა ისიამოვნა იმ ატმოსფეროთი, რომელიც სტადიონზე იყო შექმნილი. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "კარპატს" წარმატებებს ვუსურვებ ევროსარბიელზე. მომდევნო მატჩებში მე მათ ვუქომაგებ".

ოლეგ კანონოვი: "ზესტაფონის ინფრასტრუქტურა ვნახე, გუნდსაც გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ძლიერი მეტოქე გვყავდა და კარგი თამაში გამოვიდა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. ორგანიზებულად ვითამაშეთ და მეტოქეს საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება არ მივეცით, რამაც საბოლოოდ ჩვენი წარმატება განაპირობა".

05.08. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 5 000 მაყურებელი.

ზესტაფონი-კარპატი 0:1

0:1 კოჟანოვი (90. ხუდობიაკის პასით)

ზესტაფონი: კვასხვაძე - ალადაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - ძარია (60. ბაბუნაშვილი), დაუშვილი (80. ბენაშვილი), გრიგალაშვილი, აფციაური - გელაშვილი, დვალი (67. წინამძღვრიშვილი).

კარპატი: ტლუმაკი - ფედეცკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ოშიპკო (32. აველარი) - ზენიოვი (46. გურული), ტკაჩუკი, გოდვინი, ხუდობიაკი - კოჟანოვი (90. გ. ბარანეცი), ბატისტა.

გაფრთხილება: ონიანი (44), ბატისტა (66), ტუბიჩი (70).

არბიტრი: ტომი შერვენი (ნორვეგია)

• state

შენც ზესტაფონი? დაჯექი! შენც ორიანი... დიდ ფეხბურთზე გვინდა ვილაპარაკოთ და არა პატარა შეცდომებზე...

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან

[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?