საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ინტენსიური სავარჯიშო პროცესი დაიწყო. ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში საქართველოს მეტოქე ფინეთის ნაკრებია, რომელსაც ორმატჩიან პლეი-ოფში ვეთამაშებით. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 5 იანვარს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, მეორეს კი 9 იანვარს სტუმრად გამართავს. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში გადაინაცვლებს.

მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, სამი მოთამაშეა შეცვლილი: გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდებიან ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე, ხოლო გამოცდილმა რატი მსხვილიძემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ჩვენს ნაკრებს უბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიის 10-გზის ჩემპიონ „ვინტერთურის“ წევრი გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა. სანაკრებო დებიუტი ექნება ახალგაზრდა აკაკი პატაშურს. ის ბერძნული „არგოსის“ ღირსებას იცავს. გუნდს ასევე შეუერთდა „ქუთაისის“ მოთამაშე ლექსო წითელიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე „პრილეპი“ ჩრდ. მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე („ვინტერთური“, შვეიცარია), გიორგი დიხამინჯია („ლიუბენაუ“, გერმანია), ერეკლე არსენაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი („კონსტანცა“, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („კოკსი“, ფინეთი), აკაკი პატაშური („არგოსი“, საბერძნეთი), ირაკლი კბილაშვილი („სუჩავა“, რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, უჩა მაისურაძე (სამივე - ბსბ), ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია ( ორივე - „ქუთაისი“).

geohandball.ge

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება