მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისი საქართველომ უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის, ფრისკის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში გაიმართება. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებამდე საქართველოს მთის კურორტებმა უკვე უმასპინძლეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ევროპის და მსოფლიო თასის ეტაპებს. 2022 წლის სეზონისთვისაც სამზადისი დაწყებულია. უკვე ცნობილია, რომ 19 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება ევროპის თასის გათამაშების ეტაპი სნოუბორდის პარალელურ სლალომში, 20 თებერვალს კი - გიგატურ სლალომში.

ევროპის თასების გათამაშების ეტაპების გარდა, საქართველოში კიდევ ორი მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი ჩატარდება: 5 მარტს ბაკურიანი ფრისკის, ხოლო 6 მარტს სნოუბორდის ეტაპს უმასპინძლებს. ორივე შეჯიბრებაზე სპორტსმენები სლოუფსთაილის სახეობაში იასპარეზებენ.

2022 წლის სეზონის დაწყებამდე საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პრესკონფერენცია გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„სეზონისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ჩვენი პარტნიორებისა და უცხოელი ტექნიკური პერსონალის მიერ მზადდება ტრასები. ვეცნობით საერთაშორისო სათხილამური ფედერაციის მიერ შემუშავებულ კოვიდ-პროტოკოლს, რომლითაც ფედერაციები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ზამთრის კურორტზე ხელმძღვანელობენ. მკაცრად იქნება დაცული ყველა მითითება იმისთვის, რომ სპორტსმენებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წარმატებით მივუახლოვდებით მსოფლიო ჩემპიონატს“, - განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

„2023 წლისთვის აქტიურად ვემზადებით. განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მოახლოებული სეზონისთვის მიმდინარეობს მიწის სპეციალური საფარის სამუშაოები, რაც ხელოვნურ გათოვლიანებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“ - განმარტა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არა მხოლოდ ამ კურორტების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების დახვეწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ინფრასტრუქტურის დანერგვას უწყობს ხელს. ამ წარმატების მიღწევაში, სახელმწიფოსთან ერთად, მთის კურორტების განვითარების კომპანიას, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და მის გენერალურ სპონსორს, კომპანია "სილქნეტს", უდიდესი როლი მიუძღვის.

„კომპანია "სილქნეტი" მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებასა და ქვეყანაში ზამთრის სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. "სილქნეტს", როგორც ფედერაციის პარტნიორს, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, რომელსაც საქართველომ წარმატებით უნდა უმასპინძლოს“, - დავით ბირმანი, "სილქნეტის" პროდუქტებისა და ბრენდის მართვის დირექტორი.

საქართველოს მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის საქართველოს შიდა ეტაპების ჩატარებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო დონის ღონისძიებების მასპინძლობა. 2022 წელს საქართველოს სხვადასხვა კურორტზე იანვრიდან აპრილამდე 10 ეტაპია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი სპორტსმენები მიიღებენ. 2022 წლის სეზონი ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის საკმაოდ დატვირთული და სანახაობრივი იქნება.

R

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე