თუ სასწაული არ მოხდა, მიხაელს გაისად "ლევერკუზენიდანაც" გაუშვებენ

ორი აზრი არ არსებობს: მიხაელ ბალაკს საშინელი სეზონი ჰქონდა. 34 წლის ნახევარმცველმა ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ფაქტობრივად მთელი სეზონი გაუცდა, მსოფლიოს ჩემპიონატზეც სწორედ ამ ტრავმის გამო არ უთამაშია, ჯერ ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს, ახლა კი ბუნდესგუნდიდან საერთოდ მოკვეთეს.

ვითომ, ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბალაკის მდგომარეობა მხოლოდ მძიმდება.

„ლევერკუზენთან“ მას კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და თუ კარიერის დამთავრება ჯერ არ უნდა, სწორედ მომავალ სეზონში უნდა დაამტკიცოს ის, რომ ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე თამაშის ღირსია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არც „ლევერკუზენში“ დატოვებენ და ტორსტენ ფრინგსის დარად, ან ამერიკაში ან სხვა, ვეტერანთა მორიგ თავშესაფარში წასვლა მოუწევს, ანაც ბურთების ლურსმანზე ჩამოკიდება. ფაქტი ის არის, რომ დღევანდელი გადასახედიდან, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელები მიხაელს ახალ ხელშეკრუკებას არაფრისდიდებით არ გაუფორმებენ. თამამად უნდა ითქვას, რომ „ბაიერმა“ ბალაკით ხეირი დღემდე ვერ ნახა. ცხადია, მიხაელის გადაბირებას არც სხვა რომელიმე გერმანული კლუბი მოისურვებს.

ერთი სიტყვით, მიხაელი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას: ნაკრებიდან ხომ ფაქტობრივად შერცხვენილი და შეურაცხყოფილი წავიდა და დიდი შანსია, რომ ახლა ბუნდესლიგაშიც იგივე დაემართოს. ცხადია ისიც, რომ ბალაკი ძალიან მონდომებულია და აშკარად უნდა, რომ ყველას ყველაფერი დაუმტკიცოს. თანაც, მას უნდა, რომ კიდევ ერთხელ გაიბრწყინოს ჩემპიონთა ლიგაში და მთელ საფეხბურთო ევროპას თავი შეახსენოს. არადა, „ლევერკუზენის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა საკმაოდ გაუჭირდება, რადგან სიმონ როლფესის, არტურო ვიდალისა და ლარს ბენდერის სახით ძალიან სერიოზული კონკურენტები ჰყავს. ამას იცის ემატება, რომ ლევერკუზენელთა ახალ დამრიგებელ რობინ დუტს არ უყვარს მუდმივად ერთი და იგივე შემადგენლობით თამაში, როტაციას ხშირად მიმართავს ხოლმე. ფეხბურთელებს კი სასტარტოში თამაშის გარანტიას არასდროს აძლევს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო