ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ორშაბათს დაველოდოთ

ორშაბათს დაველოდოთ

ანა ტატიშვილმა "ბანკა რეგიონალე ეუროპეას" ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით 36 ქულა დაიბევა და სავარაუდოდ, ეს ასეულში მოსახვედრად ეყოფა
21 წლის ანა ტატიშვილს (118) კარიერის საუკეთესო ხანა უდგას - უიმბლდონის ტურნირზე ერთი ეტაპის გავლის შემდეგ, ჩვენმა თანამემამულემ არც იტალიაში შერიცხვინა თავი, სადაც ქალაქ კუნეოს "ბანკა რეგიონალე ეუროპეას" საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.

ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, ხოლო ანა განთესილთა შორის ვერ მოხვდა. პირველ წრეში ის 24 წლის მასპინძელ კარინ კნაპს (251) შეხვდა. კნაპი, იყო დრო, ელიტის წევრი გახლდათ (მსოფლიოს 35-ე ჩოგნობამდე აღზევდა) და არც ახლა აქვს მის კარიერას ხაზი გადასმული (სწორედ ქართველთან მატჩის დღეს გახდა 24 წლის), თუმცა კუნეოში მოსახვედრად "უაილდ ქარდი" დასჭირდა. მომქანცველი ორთაბრძოლა იტალიურ თიხნარზე ტატიშვილმა მოიგო სამ სეტში - 6:3, 4:6, 7:6 (3).

მერვედფინალში ჩვენებურს მე-8 ნომრად განთესილი ბელარუსი ანასტასია იაკიმოვა (100) გადაეყარა. ანამ ფავორიტს ძალიან იოლად, 6:2, 6:2 მოუგო და ბრძოლას აგრძელებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა 36 სარეიტინგო ქულა უკვე დაიბევა. ჩვენი გამოთვლით, ეს მას ასეულში შესასვლელად ჰყოფნის, თუმცა მაინც დაველოდოთ ორშაბათს და რეიტინგ-ლისტის ოფიციალურ გამოქვეყნებას. მეოთხედფინალში ტატიშვილის მეტოქე 25 წლის ფრანგი პოლინ პარმენტიეა (74), რომელიც კუნეოში მესამე ნომრად არის განთესილი. მოგების შემთხვევაში ანა 70 ქულას დაიბევებს.

ესპანურ პოსობლანკოში (50 ათასი დოლარი) ქართულ მერვედფინალს ამაოდ ველოდით, ორი ჩვენებურიდან პირველი წრე მხოლოდ ერთმა გადალახა: მაკა ჩახნაშვილმა (237) მე-7 ნომრად განთესილ ბრიტანელ ნაომი ბროდის (213) მოუგო - 3:6, 6:1, 6:2. სამწუხაროდ, სოფიო შაფათავა (292) ფრანგ ვიქტორია ლარიერთან (342) დამარცხდა - 3:6, 6:4, 3:6. ახლა ჩახნაშვილს ლარიერთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ფრანგულ დენაინში (25 ათასი) სოფიო ქვაცაბაიამ (406) პირველ წრეში გერმანელ ანე შეფერთან (360) წააგო - 6:7 (5), 6:7 (3). იზმირში (10 ათასი) ნათია გეგიამ (ურეიტინგო) სომეხ ანი ამირაღიანთან (862) დათმო - 4:6, 2:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• tengo

ანა-პარმენტიე 2=1(5\7;6\2;6\0)გილოცავთ!!!

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა