ქართველმა ტანმოვარჯიშემ სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე "ისტამბულ კაპზე" იუნიორთა შორის ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე "ისტამბულ კაპ ", წარმატებით იასპარეზა , "ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემია და სპორტული კლუბი გრაციას" ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ, რომელმაც იუნიორთა ასპარეზობაში ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა.

სალომე ოთხივე საგნით (ბურთი, ბაფთა, რგოლი, გურზები) ვარჯიშში საუკეთესო იყო და, შესაბამისად, მრავალჭიდშიც პირველობა არავის დაუთმო. ჩვენმა ტანმოვარჯიშემ უკრაინელ ეკატერინა ზაიცევას და თურქ ბასაკ ერტიკინს ორ ქულაზე მეტი მოუგო, რაც ასეთი რანგის ტურნირებში საკმაოდ დიდი სხვაობაა. მათ გარდა სალომე ფაჟავას პირველობას ეცილებოდნენ, ბულგარელი, რუსი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, სირიელი, მოლდოველი, რუმინელი და სხვა (სულ 12 ქვეყანა) ძლიერი სატანვარჯიშო სკოლის სპორტსმენები.

"ჩემთვის სიხარული და სიამაყაის გრძნობა, მრავალი წლების მანძილზე, არაერთხელ მოუტანიათ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს, რომელთა სახელებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში. სტამბოლში გამართულმა ტურნირმა დამიბრუნა ოდინდელი ემოციების შეგრძნება.

ცხადია, სალომე ფაჟავას მიერ მაღალი ქულებით მოპოვებული გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ, როცა გულშემატკივრების რჩეული ხდები, სულ სხვაა. თავად განსაჯეთ, მსაჯებიც კი, შეფასების შემდეგ, ტაშს უკრავდნენ ქართველ სპორტსმენს. ეს უკვე სხვა განზომილების წარმატებაა.

მეამაყება, რომ ჩვენ გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანეთ. მინდა მივულოცო ეს წარმატება ჩვენი აკადემიის მწვრთნელებს, წარსულში სახელოვან ტანმოვარჯიშეებს, ელისო ბედოშვილს, ინგა სააკაშვილს, ლალი დოლიძეს, ნინო თევზაძეს, რომლებიც წარმატებულად შრომობენ. ამასთან, ვუსურვებ, რომ მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც იუნიორები ინდივიდუალური პროგრამით გამოვლენ, ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულად იასპარეზონ" - თქვა "მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიისა და სპორტული კლუბ გრაციას" პრეზიდენტმა ნელი სალაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა