არველაძის "კაისერისპორი" 15 ივლისს, საკუთარ სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურად უმასპინძლებს
შოთა არველაძის "კაისერისპორი", რომელმაც ახლახან ზურაბ ხიზანიშვილი დაიმატა, 15 ივლისს საკუთარ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურად უმასპინძლებს.

ქართველი ახალგაზრდების დამრიგებელმა ოთარ გაბელიამ გვითხრა, რომ მატჩისწინა შეკრებას არ გეგმავს.

"ნაკრების კანდიდატების ნაწილი ევროთასებზე ითამაშებს ან კლუბებში სეზონისთვის ემზადებიან და შეკრების მოწყობა გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომ ასე გადავწყვიტთ - გუნდი 14 ივნისს შეიკრიბება და თურქეთში გავემგზავრებით. შეხვედრა 15 ივნისს არის დანიშნული და იმავე დღეს უკან გამოვბრუნდებით.

გამიხარდა, მატჩის გამართვა თავად შოთა არველაძემ რომ შემოგვთავაზა. შესაძლოა, ევროთასებზე გასული გუნდების წევრები არ გამოვიძახოთ, სამაგიეროდ, იმ ბავშვებზე დაკვირვების შანსი გვეძლევა, რომლებიც 60-კაციან სიაში არიან და აქამდე ვერ ვნახეთ. ცხადია, მათაც მოვიწვევთ, რომლებიც ევროთასებზე არ თამაშობენ. თურქეთში 18 ფეხბურთელს წავიყვანთ, საბოლოო სიას კი სამ დღეში დავასახელებ", - გვითხრა გაბელიამ.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იმედოვნებს, რომ შემდეგ საკონტროლო შეხვედრამდე, რომელიც 10 აგვისტოს მოლდოვასთან კიშინიოვში გაიმართება, მორიგ ორმხრივ შეხვედრასაც ჩაატარებს და კანდიდატებს კიდევ ერთხელ დააკვირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა