31 წლის ლევან ყენიამ კარიერა განაახლა და სეზონის მეორე ნახევარში გერმანიის მე-4 ბუნდესლიგის ბინადარ "უერდინგენში" იასპარეზებს.

ჩვენებურმა 8 იანვარს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი გუნდი "ობერჰაუზენთან" 1:6 დამარცხდა.

ლევანი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიდა მოედანზე, როდესაც ანგარიში 1:1 გახლდათ.

"უერდინგენს" 15 და 16 იანვარს ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული, 22 იანვარს კი შიდა ჩემპიონატს განაახლებს.

კლუბი მე-4 ლიგაში ღრმა აუტსაიდერია და 9 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყენია "უერდინგენში" მწვრთნელადაც მუშაობდა და ის კლუბის დამრიგებლის, დიმიტრი ვორონოვის ასისტენტი გახლდათ. რუსი ნოემბერში გაათავისუფლეს და ახლა გერმანულ გუნდს სათავეში ალექსანდრ ვოგტი უდგას.

სოსო
კარგი რა ხალხო!კაცმა ამდენი წელი იბრძოლა,უამრავი ოპერაცია და სამკურნალო კურსი გაიარა,რომ როგორმე მწყობრში ჩამდგარიყო.ახლა მწვრთნელობას იწყებს და ნულიდან აწყობენ გუნდს.ლევანს იმდენი კლასი კი აქვს,რომ სისწრაფე თუ აღარ ექნება,პასები მაინც დაურიგოს თანაგუნდელებს.ყოველ შემთხვევაში შეეცდება მაინც და თან ფეხბურთის თამაშის წყურვილსაც მოიკლავს.რა ნახეთ ამაში ცუდი,საძრახისი ან დასაცინი?თქვენ ხომ ჯანმრთელები ხართ,გადით და მასზე მეტი გააკეთეთ!ვინმეს რაიმე დაუშავა,ასე ბოღმას და სარკაზმს რომ ანთხევთ?კაცი ახალ საქმიანობას იწყებს და თუ ძველი ხელობით რაიმეში დაეხმარება,ამაში რა არის ცუდი?მეოთხე ლიგაა,ბუნდესლიგაში ხომ არ იწყებს.თუ მისი კარიერა არ გახსოვთ,შალკეში 19 წლისა,უკვე ძირითადში თამაშობდა და ეს გუნდი,ბაიერნს ებრძოდა ჩემპიონობისათვის.ის და ივან რაკიტიჩი,რომელიც მასზე ცოტა უფროსია,თანაბარ დროს ატარებდნენ მოედანზე.მერე ლევანმა ის დაწყევლილი ტრავმა მიიღო,რაკიტიჩი კი,ჯერ სევილიას,მერე ბარსელონას ვარსკვლავი იყო,ახლა, კვლავ სევილიას კაპიტანია.ამ დონის ტალანტის კონკურენტი იყო და თქვენი დასაცინი რაც სჭირს?ქათამმა წყალი დალია და ცას შეხედაო!თქვენც აიხედეთ რა ,მაღლა!
Achi
Eseti ragaceebi ar unda dacero prosta ra vixac ro (kaifobs prosta)
მეგრელი
ვუყურე თამაშს და ძალიან მაგრა ითამაშა, სათადარიგო იყო როგორც ყველა კლუბში, მაგრამ დაგლიჯა. იმედია ჩადგება ფორმაში და ნაკრებს დაეხმარება. პ.ს. მე 4 ლიგაში ბოლო ადგილზეა გუნდი და მანდ ზამენაზეა ტიპი. ვაიმე
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ყენიამ პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა და კარიერას გერმანიაში განაგრძობს
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ