მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ორთაბრძოლა UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა გამართულიყო, თუმცა რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაუფიქსირდა და დაპირისპირებაც ჩაიშალა. ამ ფაქტის შემდეგ ქართველმა მოვსარს "ტვიტერის" მეშვეობით მიმართა:

"ჰეი შენ, პატარა ვირთხა! მე ეს ყველაფერი არ დამიწყია, შენ დაიწყე. მითხრეს, რომ 23 იანვარს ლოს-ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი, სადაც თავს მოგაძრობდი და მე უკვე აქ ვარ. საიდანაც ვარ, თუ იქ 2 კაცი ჩხუბობს და ერთ-ერთი არ გამოჩნდება, მშიშარას ეძახიან. მამაცი ინტერნეტში ხარ, ტელეფონის უკან ამოფარებული. დაუმარცხებლის სტატუსი რვაკუთხედში გაუსვლელად დაკარგე. ვირთხა ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი" - წერს ილია საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ქართველსა და რუსს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევლოევმა "მატადორს" ჩვარი უწოდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

გიო
ნუ ხართ მშვიდობის მტრედები, თქვენ ის ხალხი არ ხართ ერთმანეთს რომ კლავთ და გეზიზღებათ?! ღრუსები სულ სულში გვაფურთხებენ რა არა?! ილია ძმა ხარ ეგრე უნდა!!! გაუმარჯოს შენს გამჩენს!
ზურა
სუფთა შოუს თემაა და მეტი არაფერი
lasha
შეურაცყოფას რომ აყენებ ამით ძალა გემატება?!!
ირაკლი
გავიგეთ, რომ ეს UFC სპორტის ნაწილთან ერთად შოუს და მარკეტინგის ელემენტებს შეიცავს, უკეთესი შემოსავლებისთვის და მეტი ყურებადობისთვის. კიბატონო. კარგია. მაგრამ იმ ქვეყანაში საიდანაც ხარ, კლავიატურიდან და ვიდეოდან მუქარა და ლანძღვა არაა მთლად კაი ტონი, ამიტო შენს ქვეყანას ნუ ახსენებ ხოლმე იმ კონტექსტში, სადაც ეს სიმართლე არაა. თორე შენს სპორტულ შესაძლებლობებში არავის გვეპარება ეჭვი.
qomagi
ვერ აღვიქვავ ამას სპორტის სახეობად, პრინციპში არც არის. წლების წინ მიწისქვეშეთში რომ იმართებოდა და აკრძალული იყო ამის ჩვენება, დღეს უკვე მიწის ზემოთაა და წარმოადგენს სარფიან ბიზნესს ადამიანების დასახიჩრების ხარჯზე. არანაერი ესთეტიკა და რესპექტი არ გააჩნია ასეთ ბრძოლას
Tazo
ააა ანუ შოუა, არასერიოზულია და ყველაფერი მოსულა (?!) დედისგინებაც მარა ხუმრობით რათქმაუნდა
კახა
გაიგეთ ეს ყველაფერი არის მაყურებლის მოსაზიდად ანუ რეიტინგის თვის და მებრძოლებმა იციან რომ არასერიოზულია თუმცა ალბათ ყველაფერში ზომიერებას საჭირო და ჭკვიანურად შეიძლება გააკეთო შეურაცხყოფის გარეშე.
გიო
ასე არ შეიძლება კაცი ავადაა და ვერ იჩხუბა ინტერნეტში ჩემი აზრით არ შეიძლება ასე აგინო და კუნთები ათამაშო ალბათ ასეთი დავალება აქვთ UF ში ან კონტრაქტში უდევთ რომ მერე ასე მოიხსენიონ არადა კარგი მებრძოლია ის ინგუში
სოსო
დათო,სპორტის არც ერთი სახეობა არ იწონებს,მეტოქის დამცირებას ან დაცინვას.რასაც სპორტის ეს ამ სახეობის ნაწილს უძახი,ეს ფსონების ასაწევად გამიზნული რეკლამის ნაწილია და სწორედ ეგ არ მომწონს.ოღონდ ხალხი მიიზიდონ და ბევრი ფული იშოვნონ,მებრძოლებს ავალდებულებენ,ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ და პირველ რიგში,ამით,ამ მებრძოლებს ამცირებინებენ თავს.ვინმეს სერიოზულად სჯერა,რომ ან ილიაა ჩვარი და ან კიდევ ევლოევი ვირთხა?როდის იყო მშიშარები საბრძოლველად გადიოდნენ რინგზე?ეს ვაჟკაცების სპორტია,რომლითაც უღირსი ადამიანები მდიდრდებიან.რინგზე შოუს მოწყობა,მუჰამედ ალიმ დაიწყო და თანდათან გავრცელდა,რადგან მეტ ხალხს იზიდავდა,შესაბამისად მეტ შემოსავალს.ამ ბოლო ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილს ფინალში რომ მოუგო,იმ ამერიკელმაც გაიმეორა მეტოქის დამცირება,ტაჰა აკგულთან შეხვედრაში და სამუდამოდ შემაზიზღა თავი.ცუდი მაგალითი გადამდებიაო,ნათქვამია და მალე ჭიდაობაშიც იტყვიან,მეტოქის დამცირება,ამ სპორტის ნაწილიაო.ამერიკა და ევროპა,საკმაოდ ტრადიციული ქვეყნები იყო,მაგრამ სექსუალური რევოლუციის შემდეგ,შემთხვევითი ურთიერთობები და ქორწინების გარეშე ურთიერთობები,ნორმად გადაიქცა,ჩვენთან ეს ჯერ კიდევ ბოზობად ითვლება(იმედი მაქვს რომ ჯერ კიდევ) და თუ ყველაფერში მათ ავყევით,ჩვენთანაც ნორმად გახდება.მთელი ქართული მასმედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები გააფთრებით გვებრძვიან მაგის მისაღწევად.შენ თუ შენსას არ გაუფრთხილდი,სხვა თავისას მოგახვევს და სწორედ ეს არ მსურს.მათგან კარგი შევითვისოთ,ცუდი კი უარვყოთ.ეს ყველფერს შეეხება,მათ შორის სპორტსაც და ქცევასაც.
asbdfjg
ის რუსია ეს ესპანელი ისე ცნობისთვის, სადღეგრძელოებით რო გამოხვედით ზოგიერთი კავკასიის შვილებიო :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
პელე
მართალი ხარ, ინგუშები არაფერ შუაში არიან. ქვევით კომენტარები უბრალოდ ქართული შეგნების დაბალ დონეზე მიუთითებს და არა ქართულ-ინგუშურ ურთიერთობებზე.
სასწაულები ხართ
ადამიანს კოვიდი აქვს რა შუაშია შიში,
კახა ქ.
ვინც ამას სპორტი დაარქვა,მე მაგის......ჯერ მარტო შეჯიბრის წინ ერთმანეთის პირისპირ რომ დგებიან პრე-კონფერენციაზე და ბოლო სიტყვებით რომ ამკობენ ერთმანეს მარტო მაგის გულისთვისაა ასაკრძალი
status quo
არ დაივიწყოთ,რომ ინგუშები ჩვენი მოძმე და მონათესავე ერია და ასე უდიერად არ უნდა მიმართოთ ერთმანეთს.ინგუშს არასოდეს აუწევია ხელი ქართველის წინააღმდეგ და ეს ევლოევსაც უნდა გააგებინოთ კორექტულად.
aqsadaqsa
მოიცა კაცო, იმან რომ უთხრა ქალივით გათრევ და გაგაფარჩაკებო მაშინარ იყო ინგუში ან ეს ქართველი? ილიას რა ინგუშებისთვის აქ რამე ნათქვამი? ამბობს ერთ ადამიანზე და ამით არ ნიშნავს რომ ინგუშებს რამე აკადრა. გამოვიდა ტიპი ევლოევი დაემუქრა ამას გიზამ იმას გიზამ და აღარ გამოდის, რა ქვია ასეთ საქციელს? შიში ხო? თუ ამრთლა კორონაა რას ვიზამთ. ხო შიში თუ ქონდა რაღას იქადნებოდა და მერე რაღტო დაიმალა? მაგას რა ქვია? კრისობა, ხოდა ეგ უთხრა სხვა არაფერი. კიდევ ერთხელ ეს ძიუდო არაა და რაგბი არაა რომ რაღც ცენზი არსებობდეს ამ სპორტში მოსულა და ილიაც ამ სპორტის ნაწილია.
დათო
ეს ამ სპორტის ნაწილია და აქ ვაჟკაცობა არაფერ შუაშია, თუ ვერ ერკვევი ეგეთი კომენტარიც არ უნდა გააკეთო.
იჰოოო
ენას კბილი დააჭირე შვილო,ყველაფერზე პირა ნუ აღებ ჭორიკანასავით,მითუმეტეს ინგუშებთან!
სოსო
თოფურიაც და ევლოევიც კავკასიის შვილები არიან და მეტოქისადმი ასეთი მიმართვები არ შეჰფერით.სხვები,სხვა ქვეყნის შვილები, თავისი მორალით იქცევიან,ჩვენში კი ასეთი რამე,არასოდეს იყო მოსაწონი.კავკასიელები ხშირად გადიან რინგზე ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილები და რაკი ასეა,მაშინ მის შესაბამისადაც უნდა მოიქცნენ..ეს მხოლოდ ილიას ან მოვსადს არ ეხება,ყველა კავკასიელს ვგულისხმობ.ერთ ძველ ისტორიას გავიხსენებ.იმ დროს,როცა რუსეთი ჩრდილო კავკასიის დასაპყრობად იბრძოდა,ლეკიანობით გაწამებულმა საქართველომ,მათი მხარე დაიჭირა.თუშებმა დრო იხელთეს და მეზობელი ხეობები დაარბიეს,საქონელი გამოირეკეს.ომიდან დაბრუნებულმა ლეკებმა თუ ქისტებმა(ზუსტად არ მახსოვს),ეს რომ ნახეს,დიდი ჯარით გამოილაშქრეს მათზე.საზღვართან განლაგებულ სოფლებს,წინააღმდეგობის საშუალება არ ჰქონდათ,თან არც მართლები იყვნენ და მომდგარ მრავალრიცხოვან მტერს,იარაღი არ დააღირეს,შეტრიალდნენ და ზურგშექცეულები გაჩერდნენ.გააფთრებულმა მტრებმა,ეს რომ დაინახეს,ხელი ვეღარ აღმართეს უიარაღოებზე,უბრალოდ დაიბრუნეს მათგან წამოღებული და უკან გატრიალდნენ.მათ შორის უამრავი სისხლიანი ბრძოლაც მომხდარა,მაგრამ ვაჟკაცობის კოდექსს,თითქმის ყველა და ყოველთვის იცავდნენ.ეს არ დავივიწყოთ!
ელგუჯა
წინასწარ ბაქიაობა არა ქართული საქციელია
Shoda
ეს სიმყრალე, რომელსაც სპორტს უძახიან, უნდა აიკრძალოს!
[VIDEO] ჩიმაევის პირველი მარცხი კარიერაში - შონ სტრიკლენდი საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონია
[VIDEO] მეგობარი დაიცვა - ილია თოფურიას ღირსეული ქმედება პრესკონფერენციაზე
[VIDEO] დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილია თოფურიას შეხვდა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] დუეების ემოციური საღამო - მამამ იტირა, შვილმა ძმაზე ემოციური კომენტარი გააკეთა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" "რიო ავეს" მოუგო
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-0 გაგრა. შეწყვეტილი მოუგებელი სერია და გზა ფსკერისკენ
კარში მამარდაშვილი, შეტევაში გაფურჩქვნის ასაკში მყოფი ბარკოლა - როგორი იქნება ინგლისური მედიის აზრით, გარდასახული "ლივერპული"
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
[PHOTO/VIDEO] "მიდი, წინ" - როგორ გამოხატა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მიერ "რეალის" დამარცხება
WU16 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
[VIDEO] დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილია თოფურიას შეხვდა
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
[VIDEO] მეგობარი დაიცვა - ილია თოფურიას ღირსეული ქმედება პრესკონფერენციაზე
"პატარა ნაძირალა, იდიოტი და გამოშტერებეულია... მდიდარიც არ ხარ და..." - თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!