როდესაც "იუვეს" მთავარი მწვრთნელი ხარ, მხოლოდ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი
"იუვენტუსის" გულშემატკივრები ოპტიმიზმით არიან აღსავსე, რადგან მათი საყვარელი გუნდი მომდევნო სეზონს საგრძნობლად გაძლიერებული შეხვდება. "ბიანკონერის" მესვეურებმა უკვე გაჩარხეს რამდენიმე მეტად საინტერესო ტრანსფერი და უახლოეს პერიოდში, კიდევ ველოდებით სიახლეებს.

პირველ რიგში, სერხიო აგუერო გვყავს მხედველობაში, რომლის ტურინში გადაბარგების ალბათობა საკმაოდ დიდია და ამას უკვე აღარავინ უარყოფს. ეს ყველაფერი "იუვეს" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს კარნახით ხდება და ბუნებრივია, რომ ჟურნალისტები მას მოსვენებას არ აძლევენ. საერთოდ, კონტეს არ უყვარს მედიასთან ურთიერთობა, თუმცა ისიც კარგად ესმის, რომ როდესაც "იუვეს" მთავარი მწვრთნელი ხარ, მხოლოდ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი.

სწორედ ამ თემით დაიწყო კონტემ "კორიერე დელო სპორთან" საუბარი და შემდეგ, ახალწვეულები სათითაოდ დაახასიათა...

მედიასთან ურთიერთობა

ხშირად ამბობენ, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ მიყვარს და ამაში არის სიმართლის მარცვალი. მედია სკანდალზეა ორიენტირებული და კონტაქტშიც იმიტომ შემოდის, რომ რაიმე სენსაციური დაგტყუოს. აქამდე ჟურნალისტებს იოლად გავურბოდი, მაგრამ როდესაც "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ხარ, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ბიანკონერის" მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, რომლებსაც აინტერესებთ, რას ფიქრობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ამა თუ იმ საკითხზე. ამიტომ, მინდა თუ არ მინდა, უფრო მეტად გახსნილი უნდა ვიყო მედიისთვის, ვიდრე აქამდე.

უახლოესი გეგმები

მალე შეკრება დაიწყება და ამ დღეს მოუთმენლად ველოდები. ფეხბურთელთა დიდ ნაწილს ვიცნობ, "იუვე" ჩემი მეორე სახლია და ადაპტაციისთვის დრო ნამდვილად არ დამჭირდება. უმალ შევუდგებით ინტენსიურ წვრთნებს და შევეცდებით, რომ სეზონის სტარტს კარგად მომზადებულნი შევხვდეთ. გამოცდილება მკარნახობს, რომ პირველი ათი ტურის შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - თუ გუნდმა რიხით დაიწყო, სეზონს კარგადაც დაასრულებს. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, თავიდანვე უნდა იგრძნო, რომ დიდი მიზნების მიღწევა შეგიძლია.

ანდრეა პირლო

სახელი და გვარი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - დიდი ჩემპიონი, რომელსაც გასული სეზონი ჩაუვარდა და სურს, რომ რეაბილიტაცია მოახდინოს. საამისოდ შესანიშნავი გუნდი იპოვნა, რადგან ჩვენ ყველანაირად გვერდში დავუდგებით. როდესაც ვამბობ, რომ პირლოს რეაბლიტირება სურს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდური ინტერესები მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია - პირიქით, პირლო სწორედ იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყველაზე წინ გუნდს და შედეგს აყენებენ. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის საშუალება მომეცემა, ანდრეა ნამდვილი ჩემპიონია.

მიკელე პაციენცა

ხშირად წამიკითხავს და მსმენია იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" წარმატების მთავარი ფაქტორი ედინსონ კავანია, ანაც ესეკილ ლავეცი, რასაც ვერაფრით დავეთანხმები. ნეაპოლელთა ძალა გუნდურობაა და ამ მექანიზმში თავისი როლი მიკელე პაციენცასაც ეკავა. სწორედ მისი და გარგანოს დამსახურებაა ის, რომ სამხრეთელთა შუახაზი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ცენტრს არავის უთმობდა. ამიტომ, როდესაც მიკელეს გადაბირების შანსი მომეცა, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ ისე გადავდგი ეს ნაბიჯი. დიდი იმედი მაქვს, რომ "იუვეში" კიიდევ უკეთესად ითამაშებს.

რეტო ციგლერი

პირლოსი არ იყოს, რეტო ციგლერსაც არ ჰქონდა მთლად კარგი სეზონი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ფეხბურთელია. პირიქით, მას დიდი ხანია ვაკვირდები და ყოველთვის მსურდა, რომ ჩემ გუნდში მეხილა - კარგი პასი აქვს, ზუსტი დარტყმა და ძლიერი "ძრავა". სწორედ ციგლერი მჭირდებოდა დაცვაში და ბედნიერი ვარ, რომ მისი გადაბირება შევძელით. ამასთან, ვფიქრობ, რომ თუ საჭირო გახდა, ნახევარდაცვაშიც უპრობლემოდ ითამაშებს და დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს.

კონტეს სავარაუდო ტრანსფერებზეც ჩამოუგდეს სიტყვა, თუმცა მწვრთნელმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტი კლუბის სპორტულ დირექტორთან გადაამისამართა. ჯუზეპე მაროტამ არ დაიზარა და "კორიერეს" საკმაოდ ვრცელი კომენტარი მისცა:

"ყველამ იცის, რომ ჩვენი პრიორიტეტული მიზანი სერხიო აგუეროს გადაბირებაა და საამისოდ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. თუმცა, ამით არ შემოვიფარგლებით და პარალელურად ალექსის სანჩესთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჩილელზე ხელი გვქონდა ჩაქნეული, რადგან, თითქოს, მისი "ბარსელონაში" გადასვლა იყო გადაწყვეტილი, თუმცა მოვლენები რადიკალურად შეიცვალა. ამიტომ, მის საკითხს მივუბრუნდით და ვნახოთ რა გამოვა ამ საქმისგან. დაინტერესებულნი ვართ მირკო ვუჩინიჩის გადაბირებითაც, თუმცა ჯერჯერობით "რომას"' მესვეურებისთვის წინადადებით არ მიგვიმართავს. ბუნებრივია, სამივე ჩამოთვლილ შემტევს ერთად ვერ ავიყვანთ, მაგრამ ერთ-ერთს აუცილებლად დავიმატებთ.

ხშირად მესმის, ხავიერ პასტორეს "იუვეში" გადმოსვლის შესახებ, თუმცა ეს უკვე აშკარა ჭორია - არგენტინელის შესახებ კონტეს უკვე ვესაუბრე და მითხრა, რომ მის გეგმებში ვერ ჯდება. სიამოვნებით გადავიბირებდით ედინსონ კავანის, მაგრამ ესეც გამორიცხულია, რადგან ნეაპოლელები მას 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან. ისე, ჩვენც ვაპირებთ რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას და მათ აუცილებლად დავაყენებთ ტრანსფერზე - თუმცა, დღეს გვარების დასახელებას ნუ მომთხოვთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ