ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გიგა ჭიკაძე გაკრიტიკა. ავსტრალიელი ჩემპიონი იმედოვნებს, რომ ქართველმა ლას-ვეგასში გამართული ორთაბრძოლის შემდეგ გაკვეთილი აითვისა. შეგახსენებთ, გასულ კვირას, UFC-ის მორიგ ღონისძიებამდე გიგა ალექსანდრისა და "კორეელი ზომბის" ბრძოლის ჩანიშვნის გამო გაღიზიანდა და სატიტულო დაპირისპირება 10-ეულში ყველაზე მარტივად მოიხსენია.

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბინძურ საუბარს ირჩევენ ("თრეშ-თოქი"). ყველას გვესმის, რომ ეს UFC-ის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ეს ყოველგვარი უპატივცემულობის გამოხატვაა. არა მხოლოდ საკუთარ თავს ვგულისხმობ, არამედ კელვინ კატარის სიტუაციასაც. როდესაც შენ წინ ქამრისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდიდატი დგას, ისე არ უნდა მოიქცე, თითქოსდა უბრალოდ გადაუვლი. მით უმეტეს, ჯერ გაიმარჯვე და შემდეგ გააგრძელე. ზოგადად, შეხვედრის მიმდინარეობისას უამრავი რამ ხდება. ასევე, როცა ამბობ, რომ მარტივი გზა ავირჩიე, ეს "კორეელი ზომბის" უპატივცემულობაა.

მისაუბრია გიგასთან, კარგი ადამიანია. ვუთხარი, გააგრძელე ის, რასაც აკეთებ და სატიტულო ბრძოლა აუცილებლად შედგება-მეთქი. არ ვიცი, კელვინთან დაპირისპირებამდე ასეთი განცხადებები რატომ გააკეთა. ჩემი აზრით, ბოლო ბრძოლამ გიგას თვალები აუხილა. მეგობარო, ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მხოლოდ საფირმო დარტყმას არ უნდა დაეყრდნო, სხვა საუკეთესო ვარიანტები უნდა გამოიყენო. შეხედე, სად ხარ მანამ, სანამ ჩემპიონის წინ დადგები. შეხედეთ კარდიოს და მომზადებას, მე მას საშინელ მდგომარეობაში ჩავაყენებ, საშინელში... შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ მის საფირმო დარტყმას დაბლოკავთ, სავარჯიშო ტომარა გახდება.

შეხედე, მე ვის ვებრძოდი, კარგად დააკვირდი. თუ გგონია, რომ ჩხუბს გავერიდე, იდიოტი ხარ. მაქს ჰოლოვეი ძალიან კარგი მებრძოლია, ორჯერ დავამარცხე, მაგრამ მესამე შანსი მივეცი. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მე ჩემპიონი ვარ და არავის გავურბივარ, პირველი ნომერი ვარ და შეგიძლია დაიკავო" - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

მომზადებულია mmafighting-ის მიხედვით

რონი
კაი რა ვერავინ დამაჯერებს რომ ამ დონის მოჩხუბარს 2 რაუნდში ძალა არ ექნება გიგას კიარა ნებისმიერი მებრძოლი ვინც არის მაგ ორგანიზაციაში..... კარდიო შეიძლება არ ეყოს 4-5რაუნდამდე მაგრამ 2-3რაუნდის კარდიო ყველა მებრძოლს ექნება. გიგას კი მეორე რაუნდში ფეხზე ვეღარ იდგა და ბრმა უნდა იყო რო ვერ მიხვდე ტიპს რაღაც პრობლემა ქონდა.. კოვიდი გადაიტანა თუ რა არვიცი მაგრამ ფაქტია რომ რაღაც ჭირდა პირველ რაუნდში დარტყმა არ გაუშვია აქეთ აუყოლა დაიღალა და მერე ვეღარაფერი ქნა ამის მიუხედავად მინიმალურად დამარცხდა 45-50. ჰოლუვეიმ როგორც გაამასხარავა მასე მაინც არ გამასხარავებულა გიგა. მე მჯერავს რომ მაგრად დაბრუნდება ეს ბიჭი. და ყველას მარტო თავის საფირმო ილეთით არ უგებს არსენალში სხვა რამეებიც აქვს.
ჯენგო
მაკედონელია წარმოშობით
დ
ოოო, ეს უკვე კაცების საუბარია, საღოლ რუსი, ყველაფერი სწორად დაულაგა გიგას. კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა.
სოსო
გამოდის ეს დაძალებული ბილწსიტყვაობა,არც თვითონ მებრძოლებს მოსწონთ.ვფიქრობდი,მჯეროდა რომ ასე იქნებოდა,მაგრამ ვოლკანოვსკიმ,ეს ცალსახად დაადასტურა.რაც შეეხება მის პროფესიულ რჩევებს,ძნელია მასზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტი მოვძებნოთ,რომელიც პირუთვნელად მოგითითებს ნაკლზე.დარწმუნებული ვარ,გიგა კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება და ყველა ნაკლს გამოასწორებს.
tommy
ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა ვოლკანოვსკიმ :) სამწუხაროდ ზღაპარში ეგონა თავი გიგას და დაეშვება მიწაზე.
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა