“საბურთალოსა” და “ვალენსიას” შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა – მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

აღნიშნული პროექტი მრავალმხრივი იქნება. “ვალენსიას” “საბურთალოში” წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც უშუალოდ უხელმძღვანელებს პროცესებს. ამავდროულად, კლუბებს შორის მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, ნიჭიერი ბავშვები გაემგზავრებიან სტაჟირებაზე, ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ საერთაშორისო ტურნირებში, კლუბისა და აკადემიის ხელმძღვანელებს შორის იქნება მუდმივი კომუნიკაცია.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (“საბურთალოს” დამფუძნებელი):

“საბურთალოსთვის” ტრადიციად ჩამოყალიბდა ესპანურ კლუბებთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, კლუბში მუშაობდნენ ესპანელი მწვრთნელები, მენეჯერები და ფეხბურთელები.

რაც შეეხება ახალ თანამშრომლობას – “ვალენსია” დიდი ტრადიციების მქონე, ძალიან ძლიერი და წარმატებული კლუბია. გადამწყვეტი ფაქტორი მათი საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი აღმოჩნდა. თანამშრომლობა იქნება მრავალმხრივი – დიდი ყურადღება მიექცევა აკადემიას, მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, სტაჟირებაზე გაემგზავრებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, იქნება მუდმივი კომუნიკაცია აკადემიისა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 3-წლიანია, მჯერა, თანამშრომლობა უფრო ხანგრძლივი იქნება.

სასიამოვნოა, რომ “საბურთალოსა” და “ვალენსიას” ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. ვისარგებლებ შემთხვევით და “ვალენსიას” ხელმძღვანელობას მადლობას გადავუხდი. ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ორივე კლუბისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება”.

შონ ბაი (“ვალენსიას” გენერალური დირექტორი):

“ვალენსია” სისტემატურად საერთაშორისო პროექტების ძიებაშია. სასიამოვნოა, რომ თბილისის “საბურთალოსთან” მეგობრული და რაც მთავარია, საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. “ვალენსიასთვის” დიდი პატივია “საბურთალოსთან” თანამშრომლობა. გვჯერა, ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და წარმატებული პროექტი იქნება. ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, მომავალში ჩვენი ურთიერთობა მასშტაბური იქნება.

“ვალენსია” არის ის კლუბი და აკადემია, რომელიც სისტემატურად ნიჭიერი ბავშვების ძიებაშია. ვფიქრობ, ეს პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქართულ-ესპანური კულტურის კიდევ უფრო დაახლოებასაც”.

fc saburtalo

Levani
ტალანტების სუნი ეცათ ვითომ?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს