“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა
“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა. მან, რა თქმა უნდა, ძირითადად იმაზე ილაპარაკა, თუ როგორ ფორმაშია მისი გუნდი სეზონის დაწყებამდე, თუმცა მას უკვე მიაჩნია, რომ “სეზონი დაიწყო”...

- რა კონდიციებში ხვდება გუნდი პირველ შეკრებას?

- სეზონი ჩვენთვის უკვე დაიწყო. პირადად მე მშვენიერ ხასიათზე ვარ, იმედია, მთელი გუნდი ჩემსავით არის. მშვენივრად დავისვენეთ და ახლა როგორც წესია, ისე უნდა ვიმუშაოთ.

- როგორ შეხვდით კლუბის სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებებს?

- თქვენ კარგად მოგეხსენებათ ყველაფერი, რაც “მარსელის” თავს დატრიალდა (ივნისის დასაწყისში პოსტებს დაემშვიდობნენ კლუბის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დასიე და აღმასრულებელი დირექტორი ანტუან ვეირა. რედ). რამდენიმე თანამდებობაზე ახალი ხალხი დაინიშნა, კლუბს სათავეში მარგარიტა ლუი დრეიფუსი და ვენსან ლაბრუინი ჩაუდგნენ, მაგრამ ამას ჩემზე გავლენა არ მოუხდენია. მე ახლაც ვალდებული ვარ გუნდთან ერთად მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძოლო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შვებულების შემდეგ გამართულ პირველ ვარჯიშს ქალბატონი პრეზიდენტი დაესწრო. ჩვენ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები ერთმანეთს გავუზიარეთ. ამას გარდა განისაზღვრა თანამდებობრივი უფლებამოსილებები ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს სტრუქტურებშია დასაქმებული. ამიერიდან ყველას ეცოდინება, თუ რა უნდა აკეთოს.

- როგორია ახლა თქვენი მოვალეობები?

- პირველ გუნდს რაც უკავშირდება, ეს ყველაფერი მეხება და პასუხისმგებლობასაც მთლიანად მე ვკისრულობ.

- თუ გრძნობთ ცვლილებებს, რაც ახალი ხალხის მოსვლამ გამოიწვია?

- თუკი შევადარებთ იმ მდგომარეობას, როგორ ვიწყებდით შარშანდელ შეკრებას, მაშინ ჩემი პასუხი იქნება “დიახ”. მწვრთნელს შეკრების დაწყების დღიდან სჭირდება ყველა ფეხბურთელი. რაც მალე, მით უკეთესი. ჩვენი ახალწვეულები უკვე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, ნაკრებების ფეხბურთელები კი ორშაბათს შემოგვიერთდებიან. ამის შემდეგ წვრთნა ბევრად უფრო ეფექტური იქნება და ფეხბურთელები სეზონს ერთნაირ კონდიციებში შეხვდებიან. თუკი ვინმე მზადებას მოგვიანებით დაიწყებს, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ საპატიო მიზეზის გამო მოხდება, ლაპარაკია ტრავმებზე და ასე შემდეგ. მოსამზადებელი შეკრება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

- რა შეგიძლიათ თქვათ ტრანსფერებზე?

- მე ზუსტად ვიცი, რა მიმართულებითაც უნდა განვითარდეს გუნდი. უკვე სამი ახალწვეული გვყავს, მეოთხეც დღე-დღეზე შემოგვიერთდე¬ბა. კლუბის გარშემო შექმნილი ფინანსური ვითარების შესახებ ყველაფერი ვიცი. რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ზოგიერთთან განშორება მოგვიწევს, რადგან სახელფასო ფონდი უნდა შემცირდეს. საერთო ჯამში გუნდის დაკომპლექტება გრძელდება.

- თანახმა ხართ, რომ პიერ-ანდრე ჟინიაკმა გუნდი დატოვოს?

- არა! მან რთული პირველი სეზონი გაატარა ჩვენთან, განსაკუთრებულად გაუჭირდა მას პირველი ექვსი თვის განმავლობაში. შემდეგ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. სწორედ ამის გამო ის პირველ შეკრებას გამოტოვებს, შემდეგ კი სხვებთან ერთად მოემზადება. მას, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, ძირითადში მოსახვედრად კონკურენციის დაძლევა მოუწევს. თამაშის გასაუმჯობესებლად პიერ-ანდრეს დიდი შრომა მართებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...