საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ნოელ გრაე აპირებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეხვდეს ნაკრების ყოფილ თავკაც რაიმონ დომენეკს
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ნოელ გრაე აპირებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეხვდეს ნაკრების ყოფილ თავკაც რაიმონ დომენეკს, რათა მასთან განიხილოს ყველა ის პრეტენზია, რაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ.

“დიახ, მუსიე დომენეკს უახლოეს ხანებში ვესტუმრები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფედერაცია ამით მასთან რამე გარიგებას აპირებს ან უკვე აქვს. ყველაფრის მიუხედავად, ნორმალურია, რომ მხარეთა შორის დისკუსია არ წყდება. ვიცი, რომ ის ჩვენგან 2,9 მილიონ ევროს ითხოვს და ეს მისი უფლებაა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ფეხბურთის ფედერაციის ძველმა ხელმძღვანელობამ ის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაუშვა, რადგან მწვრთნელმა ვერაფრით მოახერხა გუნდის შიგნით სიტუაციის დალაგება. მეტიც, დომენეკი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის წინ პრაქტიკულად ყველა ლიდერთან ნაჩხუბარი იყო.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბოლო ვარჯიში ჩაიშალა და სავარჯიშო ბაზიდან გასვლის შემდეგ ფეხბურთელებმა მას დემონსტრაციულად ცხვირწინ მიუხურეს ავტობუსის კარები. ფედერაციის გადაწყვეტილება ამის შემდეგ აბსოლუტურად ლოგიკური იყო. დომენეკი კი ამას არ ეთანხმება და სასამართლოს გზით ფედერაციისგან ზემოთ ხსენებულ თანხას ითხოვს. საქმის მოსმენა 2012 წლის 13 იანვარს არის დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს